Get All Access for $5/mo

Leadin - ახალი სიტყვა უძრავი ქონების გაყიდვებში პლატფორმა აერთიანებს დეველოპერულ კომპანიებსა და ბროკერებს, რომლებიც საერთო ძალისხმევით უძრავი ქონების რეალიზებას ცდილობენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

leadin.ge

მიმდინარე წლის იანვრიდან ქართულ ბაზარზე ოპერირება დაიწყო სტარტაპმა, სახელად Leadin, რომელიც დეველოპერული კომპანიების გაყიდვების, ხოლო შრომის ბაზარზე დასაქმების პრობლემებს წყვეტს.

გასულმა წელმა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, დიდი გავლენა იქონია უძრავი ქონების სფეროზე. ახალმა გარემოებამ, ერთი მხირვ, დააქვეითა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვია მყიდველთა ჯგუფებში მიგრაცია. მნიშვნელოვნად ეს დარტყმა საშუალო სეგმენტმა განიცადა და ბინის შეძენის მსურველებმა უფრო ეკონომიური შეთავაზებების სასარგებლოდ დაიწყეს არჩევანის შეჩერება. ეს დიდი ცვლილება იყო Leadin-ის გუნდისთვის, რომელიც მონაცემებსა და კვლევაზე ორიენტირებული კომპანიაა, თუმცა აგრეთვე აღმოჩნდა შესაძლებლობაც, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული გამოწვევის მისაღებად.

Leadin პლატფორმა აერთიანებს დეველოპერულ კომპანიებსა და ბროკერებს, რომლებიც საერთო ძალისხმევით უძრავი ქონების რეალიზებას ცდილობენ. ეს კომპანია Affiliate პრინციპით მუშაობს, რაც გაყიდვების პროცესის დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს. ერთი აქტივის გაყიდვაზე, ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილებისა და უნარების მქონე ასეულობით ადამიანი მუშაობს, რაც რეალიზაციის პროცესს მეტად ეფექტურს ხდის. Leadin ასევე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დასაქმების პრობლემას აგვარებს და ასეულობით "ფრილანს" სამუშაო ადგილს ქმნის. ნებისმერ ადამიანს შეუძლია უძრავი ქონების შეძენის მსურველი(ლიდი), დეველოპერულ კომპანიას გაუგზავნოს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ გაგზავნილმა ლიდმა დეველოპერისგან ბინა შეიძინა, უძრავი ქონების ღირებულებიდან საკომისიოს მიიღებთ.

Leadin-ის მომხმარებელი დეველოპერული კომპანიები თავიანთ გასაყიდ უძრავ ქონებას ვებ-გვერდზე ათავსებენ. შემდეგ პლატფორმა იზიდავს მოტივირებულ გამყიდველებს, რომლებიც ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის გავლის შემდგომ, იღებენ ბროკერის სტატუსს. ბროკერები მუშაობენ ბინის შეძენით დაინტერესებული ადამიანების მოძიებაზე, სთავაზობენ პლატფორმაზე განთავსებულ უძრავ ქონებას და პოტენციურ კლიენტსა და დეველოპერულ კომპანიას ერთმანეთთან აკავშირებენ.

რა უპირატესობა აქვს Leadin-ის მომხმარებელს? ეს ციფრული ხელსაწყო, ბინის მყიდველთა ჯგუფებში აჩენს მოტივირებულ გამყიდველებს (ბროკერებს), რომლებიც მოწადინებულნი არიან:

  • იპოვონ ბინის მყიდველები;
  • შესთავაზონ მათ თქვენი უძრავი ქონება;
  • გამოგიგზავნოთ მყიდველების მონაცემები;
  • მყიდველთა ისეთ ჯგუფებში შეაღწიონ, რომელთა მოცვაც სტანდარტული რეკლამირებით რთულია

საბოლოო ჯამში, Leadin-ის პარტნიორი დეველოპერული კომპანიებს, თავიანთი სარეალიზაციო უძრავი ქონების გაყიდვაზე ასეულობით ბროკერის ერთობლივი მუშაობის შანსი ეძლევათ. ბროკერების მიზანია სწრაფად მოიძიონ ბინის მყიდველები და დააკავშირონ ისინი დეველოპერულ კომპანიას. შესაბამისად, დეველოპერული კომპანიის შეთავაზება ყველაზე მიუწვდომელ მყიდველთა ჯგუფებშიც კი აღწევს, ხოლო თავად ბროკერებს საკმაოდ სოლიდური შემოსავლის (1500-დან 10 000 ლარამდე) მიღების საშუალება ეძლევათ, წარმატებული შეთანხმების შემდეგ.

კომპანია Leadin-ის CEO, რატი წეროძე, ანტრეპრენერს სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპზე არსებულ გამოწვევებს უზიარებს. მისი თქმით, სტარტაპის ბიზნეს მოდელი საკმაოდ კომპლექსური და უნიკალურია, რაც ერთი მხრივ, მათი უპირატესობაა, თუმცა მეორე მხრივ, რთულია ადამიანებს შესთავაზო ისეთი პროდუქტი, რომლის მსგავსიც მათთვის აქამდე არავის შეუთავაზებია. შესაბამისად, გუნდის საზრუნავიც, პირველ რიგში, იყო ის, თუ როგორ მიიღებდა ბაზარი ამ მოდელს და როგორ დაიმკვიდრებდა თავს. შედეგი იმედისმომცემი აღმოჩნდა, ვინაიდან სულ რაღაც თვენახევარში პლატფორმაზე უკვე 1500-ზე მეტი ბროკერი დარეგისტრირდა.

პირველი გაყიდვა, ნებისმიერი სტარტაპისათვის, პროდუქტის მიმართ ბაზრის პასუხის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რაც თავის მხრივ, გუნდის მორალური სულის ამაღლებასა და მოტივაციაზეც ისახება. ამ კომპონენტშიც, Leadin-მა მოკლე ვადაში მოახერხა შედეგის დადება და პირველი ბინის რეალიზება.

"საწყის ეტაპზე, სტარტაპი არის დაშვებების და ვარაუდების ერთობლიობა. ამ ვარაუდების გატესტვის ერთადერთი გზა, პროდუქტის ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად გატანაა. ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის, ეს უკვე მრავალი წარმატებული სტარტაპის მაგალითით დამტკიცდა." - რატი წეროძე, Leadin-ის CEO. პროდუქტის შეძლებისდაგვარად სწრაფი გატანა ბაზარზე, მომხმარებლის დამოკიდებულების, პრობლემის გადაჭრის აქტუალობის და იმ შეუფასებელი უკუკავშირის მიღების საშუალებას გვაძლევს, რაც ახალი კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომა, საკვანძო ფაქტორია სტარტაპისათვის. რატი აღნიშნავს, რომ შეიძლება 12-14 საათი იმუშავო დღეში, თუმცა პრობლემის გადაჭრის რეალური გზა 2-3 საათი მუშაობისას აღმოაჩინო, ასე რომ ფიქრისთვის დროის დატოვება და პრობლემის დასვენებულ გონებაზე აღქმა, არანაკლებ აუცილებელია.

რაც შეეხება Leadin-ის სამომავლო გეგმებს, ისინი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქვეყნის გარეთ ათეულ ინვესტორთან, რომელთა მთავარი მოთხოვნა ახალი ბაზრების, კერძოდ კი ევროკავშირის ათვისებაა. აქედან გამომდინარე, მომავალი 1 წლის განმავლობაში სტარტაპი მინიმუმ ერთ ახალ ბაზარზე შესვლას აპირებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"