LEGO - საოცნებო სათამაშო ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ყველაფერი 1932 წელს დაიწყო
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხშირად მსმენია ფრაზა − "სათამაშოებს ასაკი არ აქვთ". ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს მოხიბლავს და მათთვის დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ის თითქოს რაღაცნაირად ბავშვობის წლებში გაბრუნებს და იმ სილაღეს გიბრუნებს, რომელიც სწორედ ბავშვობას მუდამ თან სდევს. LEGO ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათამაშოების ბრენდია, რომელიც უფრო და უფრო ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქცია, შექმნას საინტერესო ნივთები და რაც მთავარია, მოიზიდოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ნამდვილი წარმატების ფორმულაც ხომ სწორედ ამაშია − დააინტერესე ყველა და არა ერთი კონკრეტული ასაკი.
"სახელი LEGO არის ორი დანიური სიტყვის აბრევიატურა − leg godt, რაც ნიშნავს შემდეგს: "კარგად თამაში".
LEGO ჯგუფი დაარსდა 1932 წელს ოლე კირკ კრისტიანსენის მიერ, პირველი სათამაშო კი ეს ცნობილი იხვი იყო.
კომპანია გადავიდა მამიდან შვილზე და ახლა მისი მფლობელია კიელდ კირკ კრისტიანსენი, დამფუძნებლის შვილიშვილი.
გასული თითქმის 80 წლის განმავლობაში მან დიდი გზა განვლო − პატარა დურგლის სახელოსნოდან დაწყებული, თანამედროვე, გლობალურ საწარმომდე, რომელიც გაყიდვების თვალსაზრისით, მსოფლიოში სათამაშოების სიდიდით მეოთხე მწარმოებელია მსოფლიოში.
LEGO brick არის მათი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. სწორედ ამიტომ, საამაყოა ფაქტი, რომ ორჯერ დაასახელეს "საუკუნის სათამაშოდ". წლების განმავლობაში LEGO-ს პროდუქტები ფართოდ განვითარდა, მაგრამ მთავარ პროდუქტად, მაინც რჩება ტრადიციული LEGO brick.
LEGO brick მისი დღევანდელი ფორმით 1958 წელს შეიქმნა. მისი მილებით გადახლართვის პრინციპი ბრენდს უნიკალურს ხდის და გთავაზობთ შენობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. ეს მხოლოდ წარმოსახვის გააქტიურება და შემოქმედებითი იდეების გამდიდრებაა თამაშის საშუალებით. დაახლოებით 2000 წლიდან LEGO brick თავის ფიგურებთან ერთად იქმნება სხვადასხვა დიდი და ცნობილი კომპანიებისთვის, რათა შექმნან ე.წ. მაკეტი და წინასწარ "გაითამაშონ" ამ მაკეტის რეალობად ქცევის შესაძლებლობები.
LEGO შექმნა ოლე კირკ კრისტიანსენმა (დაიბადა 1891 წლის 7 აპრილს), დურგალმა ბილუნდიდან (დანია), რომელმაც დაიწყო ხის სათამაშოების დამზადება 1932 წელს. 1934 წელს მის კომპანიას დაერქვა LEGO, რომელიც 1947 წელს პლასტიკური სათამაშოების წარმოებით გაფართოვდა. 1949 წელს LEGO-მ სხვა ახალ პროდუქტებთან ერთად, დაიწყო უკვე ცნობილი ალტერნატიული Lego brick-ის ადრეული ვერსიის წარმოება. აგური, რომელიც თავდაპირველად ცელულოზის აცეტატისგან გახლდათ დამზადებული, ტრადიციული ხის დასაკეცი ბლოკების განვითარება იყო, რომლებიც ერთმანეთთან იკეტებოდა რამდენიმე მრგვალი საყრდენის თავზე და ღრუ სწორკუთხა ფსკერზე. ბლოკები ერთმანეთზეა მიბმული, მაგრამ არც ისე მჭიდროდ, რომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდეს გამოსაყოფად.
LEGO-ს ჯგუფის დევიზია: bedt er ikke for godt, რაც უხეშად ნიშნავს "მხოლოდ საუკეთესო არის საუკეთესო" (უფრო სიტყვასიტყვით − "საუკეთესო არასოდეს არის ძალიან კარგი"). ეს დევიზი შეიქმნა ოლე კირკის მიერ, რათა გაეხალისებინა თავისი თანამშრომლები, რომ არასოდეს დაკარგვოდათ ხარისხი, ღირებულება, რომლისაც მას ძლიერ სჯეროდა. დევიზი დღესაც გამოიყენება კომპანიის შიგნით. 1951 წლისთვის პლასტმასის სათამაშოებმა კომპანია LEGO-ს პროდუქციის ნახევარი შეადგინა, თუმცა დანიურ სავაჭრო ჟურნალს Legetøjs-Tidende, რომელიც 1950-იანი წლების დასაწყისში ბილუნდის LEGO-ს ქარხანას სტუმრობდა, მიაჩნდა, რომ პლასტიკური ვერასოდეს შეცვლის ტრადიციულ ხის სათამაშოებს. მიუხედავად ამისა, LEGO-ს სათამაშოები, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი გამონაკლისი გახდა ბავშვთა სათამაშოებში.
1954 წლისთვის ქრისტიანსენის ვაჟი − გოდფრედი, LEGO ჯგუფის უმცროსი მმართველი დირექტორი გახდა. გოდფრედმა Lego brick-ში უზარმაზარი პოტენციალი დაინახა, თუმცა აგურებს, ტექნიკური თვალსაზრისით, მაინც ჰქონდა პრობლემები: მათი ჩაკეტვის უნარი შეზღუდული და არცთუ მრავალმხრივი იყო. 1958 წელს შემუშავდა აგურის თანამედროვე დიზაინი და კიდევ ხუთი წელი დასჭირდა მისთვის შესაფერისი მასალის − ABS (აკრილონიტრილ ბუტადიენ სტირენის) პოლიმერის მოძიებას. თანამედროვე LEGO-ს აგური დაპატენტებულია 1958 წლის 28 იანვარს.
Lego Group-ის დუპლო-პროდუქციის ხაზი დაინერგა 1969 წელს. ეს არის მარტივი ბლოკების ასორტიმენტი, რომელიც ზომავს სტანდარტული LEGO-ს ბლოკების სიგანეს, სიმაღლესა და სიღრმეს ორჯერ, და მიმართულია მცირეწლოვან ბავშვებზე.
1978 წელს LEGO-მ წარმოადგინა პირველი მინიფიგურები, რომლებიც მას შემდეგ გახდა ძირითადი ნაკრები უმეტეს კომპლექტში. ახალი ელემენტები ხშირად გამოდის ახალ კომპლექტებთან ერთად. ასევე, არსებობს LEGO-ს კომპლექტი, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა გოგონებისთვის. ეს არის ბელვილისა და კლიკიტის ხაზები და შედგება ერთმანეთთან შეკრული მცირე ნაწილებისგან, რომლებიც შემოქმედების, ხელოვნებისა და ხელოსნობის წახალისებას ნიშნავს, ისევე, როგორც ჩვეულებრივი Lego brick. ბელვილისა და კლიკიტის ნაჭრებს შეუძლია შეერთება ჩვეულებრივი Lego brick-ით, როგორც დეკორატიულ ელემენტებს.
2011 წლის მაისში Space Shuttle Endeavor მისიამ STS-134 LEGO-ს 13 ნაკრები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიტანა, სადაც ასტრონავტებმა შექმნეს მოდელები და დაინახეს, როგორ რეაგირებენ ისინი მიკროგრავიტაციაში. ეს "ექსპერიმენტი" ისტორიაში შევიდა, როგორც Lego Bricks in Space პროგრამა. შედეგები გაზიარდა სკოლებთან, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში.
2013 წლის მაისში ნიუ იორკში გამოჩნდა LEGO-ს ყველაზე დიდი მოდელი, რომელიც დამზადებულია 5 მილიონზე მეტი აგურისგან.
Merlin Entertainments ამუშავებს ცხრა Legoland გასართობ პარკს. პირველი პარკი ბილუნდშია (დანია), მეორე ვინდსორში (ინგლისი), მესამე გუნცბურგში (გერმანია), მეოთხე კარლსბადში (კალიფორნია, აშშ) მეხუთე Winter Haven-ში (ფლორიდა, აშშ), მეექვსე ისკანდარ პუტერში (მალაიზია), მეშვიდე დუბაიში, (არაბთა გაერთიანებული საამიროები), მერვე ნაგოიაში (იაპონია), ხოლო მეცხრე − გოშენში (ნიუ იორკი, აშშ). ეს უკანასკნელი 2021 წლის მაისში გახსნეს. მეათე პარკის გახსნა 2022 წელს შანხაიში, ჩინეთში იგეგმება. 2005 წლის 13 ივლისს, LEGOLAND-ის პარკების 70% 460 მილიონ დოლარად გაიყიდა ნიუ იორკის Blackstone Group-ზე, ხოლო დანარჩენი 30% კვლავ LEGO-ს ჯგუფს ეკუთვნის.
გარდა სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანისა, რომელსაც LEGO თავის მომხმარებლებს სთავაზობს, მას ასევე არაერთი ფილმი, შოუ, წიგნი თუ ჟურნალი გამოუშვია. იგი სხვადასხვა დიდ კორპორაციასთან თანამშრომლობს ამის შესაქმნელად. "უორნერ ბრაზერსის" მიერ შექმნილი ფილმის The Lego Movie გამოსვლის შემდეგ, კანადელმა სათამაშოების დამოუკიდებელმა საცალო მოვაჭრეებმა გამოაცხადეს ქვეყანაში LEGO-ს სათამაშოების დეფიციტის შესახებ და ისინი ვეღარ აუდიოდნენ წინასწარ შეკვეთებსაც.
განვითარება წარმატების გარანტიაა. სწორედ LEGO-ს მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ იწყება ყველაფერი თუნდაც ერთი პატარა ოთახიდან და როგორ გადაიქცევა ის დიდ კორპორაციად.