Cyber Week Sale! 50% Off All Access

Lenovo გეიმერებს Legion-ის ხაზის ლეპტოპებზე დამატებით საჩუქარს უმზადებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გეიმინგ-ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტები წლიდან წლამდე აუმჯობესებენ გეიმერთა სამომხმარებლო გამოცდილებას და მათ ახალ-ახალ, უფრო მძლავრ და ტექნიკური სიახლეებით დატვირთულ პროდუქციას სთავაზობენ. გეიმერთა რაოდენობა საქართველოშიც სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც სპეციალურად მათთვის შექმნილ ლეპტოპებსა თუ სმარტფონებზე მზარდი მოთხოვნაც ცხადყოფს.

ამჯერად კი, კომპიუტერული თამაშებითა და რთული გრაფიკული ამოცანების გადაწყვეტით გატაცებულ მომხმარებლებს Lenovo-ს დახვეწილი და მძლავრი ნოუთბუქების ხაზის Legion-ის მოდელებს − Legion 5i და Legion 5 Pro წარმოგიდგენთ, რომლებიც სწორედ გეიმერების სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შექმნილი.

Lenovo Legion 5 Pro

პროცესორი და ვიდეოდაფა

Legion 5 Pro აღჭურვილია AMD Ryzen™-ის უახლესი პროცესორითა და NVIDIA® GeForce RTX™ უძლიერესი ვიდეობარათით − ყველაფერი, რაც საჭიროა თამაშის დროს მაქსიმალური ვიზუალური რეალიზმის შესაქმნელად.

ეკრანი

Legion 5 Pro მსოფლიოში პირველი 16-დუიმიანი QHD გეიმინგ-ლეპტოპია 165 ჰც-მდე განახლების სიხშირით, NVIDIA® G-Sync™ და AMD Freesync™ ტექნოლოგიების მხარდაჭერით. Legion 5 Pro ლეპტოპის ეკრანს 34%-ით მეტი პიქსელის სიმკვრივე აქვს სტანდარტულ ვარიანტებთან შედარებით, გამოირჩევა ფერთა გადაცემის სიზუსტით, აქვს მაქსიმალური სიკაშკაშე 500 nit-ზე მეტი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს ან ითამაშოს მზიან ამინდშიც კი.

მინიმალისტური დიზაინი

ამ მოდელის დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინი მიანიშნებს იმაზე, რომ Legion 5 Pro შექმნილია არა მარტო გეიმერებისთვის, არამედ იდეალურია მულტიმედია-კონტენტის შემქმნელებისთვისაც. ერგონომიული და მოსახერხებელი კორპუსი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს მოწყობილობა როგორც ოფისში, ისე - საქმიან შეხვედრებზე.

გაგრილების სისტემა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეიმერთათვის თამაშის დროს ნოუთბუქის გადახურების პრობლემა გახლავთ, რომელსაც Legion 5 Pro-ს გაგრილების სისტემა − Legion Coldfront 3.0 შესანიშნავად ართმევს თავს. სისტემა უზრუნველყოფს პროცესორისა და ვიდეოდაფის მაქსიმალურ სიხშირეებს. სისტემა მოიცავს ჭკვიან ჰაერის მიღების ბლოკს (როგორც ქვემოდან, ისე კლავიატურიდან), ორ ვენტილატორს თხევადკრისტალური პოლიმერული პირებით და ჰაერის გამოყოფის ოთხარხიან სისტემას გაფართოებული სითბური მილებით. ნოუთბუქი აღჭურვილია რადიატორით, ხოლო ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რეჟიმი − Q Control 4.0 სისტემა საშუალებას გაძლევთ თავად დაარეგულიროთ ვენტილატორის სიჩქარე, დენის ძაბვა და მიიღოთ ოპტიმალური წარმადობა, ან გაზარდოთ ბატარეის ხანგრძლივობა. მოწყობილობას მოჰყვება კვების 300-ვატიანი ბლოკი, რაც საკმაოდ სწრაფად მუხტავს ელემენტს, რომლის ავტონომიური მუშაობის დრო 9-იდან 14 საათამდე მერყეობს.

კლავიატურა

ინოვაციური კლავიატურა Legion TruStrike გასაოცარი ოთხზონიანი RGB-განათებით, აუდიოსისტემა Nahimic რეალისტური მოცულობითი ჟღერადობით, BT Link-ის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელსაც შეუძლია რამდენიმე Bluetooth-დინამიკის ერთდროულად დაკავშირება ერთ აუდიოსისტემაში − კიდევ უფრო მეტ რეალისტურ შეგრძნებას და განუმეორებელ გეიმინგ-გამოცდილებას ანიჭებს გეიმერებსა და გრაფიკულ დიზაინერებს.

Lenovo Legion 5i

Legion 5i − შედარებით ბიუჯეტური მოდელი, რომელმაც არაერთ ტესტში საუკეთესო შედეგები აჩვენა იმავე კლასის კონკურენტებს შორის და Intel Core i7-ზე მომუშავე ყველაზე სწრაფ ლეპტოპად მიიჩნევა.

Lenovo Legion 5i აღჭურვილია Intel-ის მე-12 თაობის პროცესორით და NVIDIA GeForce RTX 3070-ის ვიდეობარათით.

Legion 5i-ის გამორჩეულ უპირატესობად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი წარმადობა, რომელიც ტექნიკური შემადგენლობის საუკეთესო ოპტიმიზაციის გზით მიიღწევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტექნიკური გაუმჯობესება აისახა ლეპტოპის გაბარიტებზეც, რაც წინა თაობისგან განსხვავებით უმნიშვნელოდ გაზრდილია.

Legion 5i-ის 15.6-დუიმიანი FHD-დისპლეი 165 ჰც-მდე განახლების სიხშირით, იდეალურად ართმევს თავს როგორც მძიმე ვიდეოთამაშებს, ისე სხვადასხვა გრაფიკულ ამოცანას, კონტენტის დამუშავებას და ა.შ.

აღნიშნული მოდელი, ისევე, როგორც Legion-ის ხაზის ყველა ლეპტოპი, გაგრილების საუკეთესო სისტემა Legion Coldfront 3.0-ით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, 300-ვატიანი სწრაფი დამუხტვის ადაპტერი გეიმერებს დამატებით კომფორტს სთავაზობს და Legion 5i-ის 4-იდან 6 საათამდე ავტონომიურობას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ Legion 5i-ისა და Legion 5 Pro-ს შეძენისას, მომხმარებელი Lenovo-სგან საჩუქრად მიიღებს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტიას − ADP (Accidental Damage Protection), რომელიც ნოუთბუქის მფლობელს გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად, ფიზიკური დაზიანებით გამოწვეული ზედმეტი უსიამოვნებისგან და რაც მთავარია, ზედმეტი დანახარჯებისგან დაიცავს.

რას გულისხმობს შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტია?

გაუთვალისწინებელი, შემთხვევითი დაზიანებების შემთხვევაში, როგორებიცაა: მოწყობილობის ვარდნა (არაუმეტეს 5 მეტრი სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD-ეკრანის გაბზარვა და კლავიატურაზე წყლის, ყავის ან რაიმე სხვა სითხის დასხმა (რასაც სტანდარტული საგარანტიო მომსახურება, როგორც წესი, არ ფარავს), მომხმარებელი Lenovo-ს ავტორიზებულ სერვისცენტრებში უფასო მომსახურებას მიიღებს. სერვისი მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით ხორციელდება, ხოლო ტექნიკოსებს არ გამორჩებათ მხედველობიდან ის ფარული დაზიანებაც, რომელიც სხვაგვარად შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.

აღნიშნული შეთავაზება მომხმარებელს თავიდან აცილებს შეკეთების საკმაოდ ძვირადღირებულ სერვისს, ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას და გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-იდან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას აძლევს.

Legion 5 Pro და Legion 5i ექვსი სხვადასხვა კონფიგურაციით და შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტიით (ADP) წარმოდგენილია Lenovo-ს ავტორიზებული პარტნიორის − "ზუმერის" მაღაზიებში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი