Get All Access for $5/mo

ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და თავშესაფრების მხარდაჭერას აგრძელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიბერთი

დღეს, ხელი მოეწერა ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი კვლავაც რჩება სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის - #ლიბერთიგულით ფარგლებში, წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული, 54 მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში. ლიბერთი ბანკი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე შეადგენს.

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 278 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 56 შშმ პირი. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი იღებს.

"კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, მით უფრო როცა საქმე ეხება სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებსა და მოხუცების საცხოვრებელ საოჯახო ტიპის სახლების და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურების დაფარვას. სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება, სამაგალითოა შეთანხმების ჯეროვანი შესრულებაც. ლიბერთიმ დაამტკიცა, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, არის პასუხისმგებლიანი კომპანია და უდიდესია მათი დახმარება, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით", - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე.

"ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება. გასულ წელს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა მთელი ქვეყანა და პრიორიტეტს უკვე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #ლიბერთიგულით, რომლის ფარგლებში, სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად მხარში დავუდექით თავშესაფრებს პროდუქტებითა და მედიკამენტებით. ასევე, ჩავერთეთ სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობებში, რომ ამ სახლების ბენეფიციარებისთვის იზოლაციის პერიოდი შეგვემსუბუქებინა. ჩვენ ვცდილობთ გულით ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ყოველთვის ვიყოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ." - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია