Get All Access for $5/mo

''ლიბერთი'' კორონავირუსის წინააღმდეგ რა პროგრამები დაიწყო და რას გეგმავს კომპანია?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიბერთი

"ლიბერთი" იყო ერთ-ერთი პირველი იმ კერძო კომპანიებს შორის, რომლებიც თავიდანვე ჩაერთნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თანამშრომლების უსაფრთხოება

ვირუსის საქართველოში დაფიქსირების პირველივე დღიდან "ლიბერთიმ" ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით აღჭურვა თანამშრომლები და შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მკაცრად და ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების წესების დაცულობას. ყველაზე დიდი გამოწვევა სერვისცენტრებში დისტანციის დაცვაა.

რიგების მოწესრიგება ყველა წესის დაცვით, "ლიბერთისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბანკი მასიურად ემსახურება იმ ადამიანებს, ვინც ახალი კორონავირუსის ყველაზე სარისკო ჯგუფში არიან მოაზრებული.

დისტანციური მომსახურება

რიგების მოწესრიგების გარდა, "ლიბერთი"-ს გამოწვევაა მაქსიმალურად შეამციროს მომხმარებლებისთვის ბანკში ვიზიტის საჭიროება. ამ მიზნით, "ლიბერთი" მალე ახალ პროდუქტს გაუშვებს, რომლის ფარგლებშიც სოციალური ბარათის მფლობელები პარტნიორი კომპანიების:ავერსი, პსპ, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტებში ბარათით გადახდისას, ნაღდი ფულის მიღებას შეძლებენ და ფაქტობრივად, ამ კომპანიებში განთავსებულ გადახდის ტერმინალებს მინი-ბანკომატად გამოიყენებენ.

მანამდე კი, წინა ხაზზე არიან ბანკის "ბექ ოფისის" თანამშრომლებიც.

ამის პარალელურად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, "ლიბერთიმ" გააძლიერა დისტანციური სერვისები და მათ შესახებ კომუნიკაცია, რომ მაქსიმალურად შეემცირებინათ მომხმარებლისთვის ბანკში ვიზიტის საჭიროება. ბანკში თვლიან, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოებას ასე გაცილებით უკეთ დაიცავენ.

70+

"ლიბერთი" ძირითადად პენსიის მიმღებ პირებს ემსახურება, ანუ ამ პანდემიის პირობებში, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. ამ ადამიანებზე ზრუნვის ფარგლებში და პანდემიის პრევენციისთვის, "ლიბერთიმ" რამდენიმე პროგრამა დაიწყო. COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ, პენსიების გაცემის ვადა და წესი შეცვალეს და სერვისი "პენსია ჩარიცხვამდე", 3 მარტს უკვე ხელმისაწვდომი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს, "ლიბერთის" 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში "ლიბერთიმ" საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიანი პროგრამა დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც 70+ ადამიანების უსაფრთხოებაა. ბანკის გადაწყვეტილებით, მათ, აპრილის პენსია წინასწარ ჩაერიცხათ. პენსიონერებს დარიცხული თანხის გამოყენება, ბარათით გადახდისას, მყისიერად შეეძლოთ. განაღდებისთვის კი, სპეციალური გრაფიკი შეიმუშავეს, რომ ხალხმრავლობა და შესაძლო რიგები თავიდან აეცილებინათ.

ამ გრაფიკის გადასამოწმებლად შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი myliberty.ge. პენსიონერებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაში ჩაერთო "ლიბერთის" სხვა არხები და საინფორმაციო ცენტრი 08. ამ ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებისთვის, ბანკმა ახალგაზრდებსაც თხოვნით მიმართა.

რაც შეეხება სახლში დარჩენის ხელშეწყობას, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყველა სოციალური ბარათის მფლობელისთვის – ბარათებს, რომელთა მოქმედების ვადაც ამ პერიოდში იწურებოდა, ვალიდურობა 3 თვით გაუგრძელდათ. ასევე გახანგრძლივდა პინ კოდის მოქმედების ვადაც, რომ მომხმარებლებს არ დასჭირდეთ სახლიდან გამოსვლა და ფილიალში მისვლა.

საშეღავათო პერიოდი სესხებზე

ამ პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სესხზე საშეღავათო პერიოდის დაწესება იყო, რომელიც იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს "ლიბერთიმაც" შესთავაზა. ამასთან, შექმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც ყველაზე მეტ დისტანციურ არხში შესაძლებელი გახადა საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირება.

"ლიბერთიმ" შეცვალა კომუნალური გადასახადების გადახდის წესიც. მომსახურება უფასო გახდა ყველა დისტანციური არხის საშუალებით: მობაილ თუ ინტერნეტ ბანკით, დისტანციური მომსახურების ცენტრში, ტელეფონით გადახდისასაც და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.

დავეხმაროთ მოხუცებს

განხორციელებული ცვლილებებისა და საკუთარი აქტივობების გარდა, "ლიბერთი" შეუერთდა ახალგაზრდების ინიციატივას მოხუცებზე ზრუნვის მიმართულებით – "დავეხმაროთ მოხუცებს" და 600-მდე მოხუცის წამლებით უზრუნველყოფა დააფინანსა.

ამას გარდა, ლიბერთიმ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, COVID-19 პრევენციისთვის, მომხმარებლების უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვისთვის, შეღავათიანი პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვისთვის, მოხუცების დახმარებისთვის, მოხუცებისა და ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის, 1 365 000 ლარის დაფინანსება უკვე გაწია.

დარჩი სახლში

სოციალური დისტანცირება და გზავნილი #დარჩისახლში დღეს ყველასთვის აქტუალური და პრიორიტეტულია, ამიტომ, ლიბერთი საკუთარ მომხმარებლებს სახლში დროის ხარისხიანად გასაყვანად "ონლაინ" გაკვეთილებს შესთავაზებს და 6 აპრილიდან, "ლიბერთის" სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები 60+ ადამიანებისთვის ცეკვა, სპორტი და კომპიუტერის კურსები Offline-იდან Online გადმოინაცვლებს და "ცხოვრება გაგრძელდება სახლშიც".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ