ლიბერთის სტრატეგია საშუალო ბიზნესში - დავით ესიავა შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლიბერთის" ბიზნესმიმართულების ტრანსფორმაციიდან ექვსი წელი გავიდა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბანკმა ბიზნესსეგმენტში პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა და განსაკუთრებით თვალსაჩინო პროგრესი საშუალო ბიზნესის მიმართულებით აჩვენა. დღეს "ლიბერთი" ამ სეგმენტში ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა და კომპანიებს ზრდაზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებებს სთავაზობს.

"ლიბერთის" საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის, დავით ესიავას თქმით, ტრანსფორმაციის შედეგები განსაკუთრებით მკაფიოდ სწორედ საშუალო ბიზნესის მიმართულებით გამოიკვეთა.

"ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე, საშუალო ბიზნესის სეგმენტში, "ლიბერთი" საქართველოში მოქმედ 14 კომერციულ ბანკს შორის მე-12 პოზიციაზე იყო, დღეს კი უკვე მეოთხე ადგილს იკავებს. ვფიქრობთ, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ბანკი ლიდერთა სამეულშიც გადაინაცვლებს", – ამბობს ესიავა.

მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მომხმარებელთა რაოდენობა, ისე ბიზნესის დაფინანსების მოცულობა. დღეს "ლიბერთი" საშუალო ბიზნესის სეგმენტში უკვე 1000-ზე მეტ კომპანიას ემსახურება, ხოლო საკრედიტო პორტფელი ექვსჯერ გაიზარდა. პარალელურად, დაახლოებით ხუთჯერ გაუმჯობესდა ოპერაციული ეფექტიანობაც.

"ტრანსფორმაცია ერთი თანამშრომლით დავიწყეთ, დღეს კი საშუალო ბიზნესის მიმართულებით უკვე 50 მაღალკვალიფიციური პროფესიონალი მუშაობს, რომელთა გამოცდილებაც ამ შედეგების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს", – აღნიშნავს იგი.

"სტუდიო ლიბერთი" ერთ სივრცეში ბიზნესისა და პრემიუმ ბანკინგის მომსახურება

საშუალო ბიზნესის მიმართულებით მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ბანკი "სტუდიო ლიბერთის" კონცეფციას ასახელებს, რომელიც "ლიბერთიმ" ბაზარზე ერთი წლის წინ წარადგინა.

ახალი ფორმატი ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ბიზნესის, ისე პრემიუმ საცალო საბანკო მომსახურებას და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსური საკითხები უფრო მოქნილ და კომფორტულ გარემოში მართონ.

დავით ესიავას განმარტებით, სტუდიოს კონცეფცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის დამფუძნებლებისა და მაღალი რგოლის მენეჯმენტისთვის.

"სტუდიო ლიბერთი" წარმოადგენს უნიკალურ მომსახურების კონცეფციას, სადაც ბიზნესმომხმარებლებს ვთავაზობთ საბანკო ოპერაციების სრულ სპექტრს, ხოლო კომპანიების დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს – პრემიუმ საცალო საბანკო მომსახურებას. ერთ სივრცეში როგორც ბიზნესის, ისე პირადი ფინანსური სერვისების მიღება თანამედროვე საბანკო მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა", – ამბობს ესიავა.

ხუთწლიანი ხედვა ინდივიდუალური მიდგომა და ბიზნესთან გრძელვადიანი პარტნიორობა

"ლიბერთიში" აცხადებენ, რომ საშუალო ბიზნესის მიმართულებით ზრდის შენარჩუნება და მომსახურების განვითარება ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება.

დავით ესიავას თქმით, ბანკის მთავარი ამოცანაა ბიზნესთან გრძელვადიანი და სტაბილური პარტნიორობის ჩამოყალიბება.

"ჩვენი მიზანია კომპანიებს შევთავაზოთ სრულყოფილი, მრავალგანზომილებიანი მომსახურება, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ პროდუქტებს, ისე ოპერაციულ მხარდაჭერასა და ურთიერთობების მართვის ინდივიდუალურ მოდელს", – ამბობს იგი.

მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საბანკო გადაწყვეტილებების სისტემური შეთავაზება.

"სწორედ ამიტომ, საშუალო ბიზნესის სეგმენტის გაძლიერება "ლიბერთის" მომდევნო ხუთწლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა", – აღნიშნავს დავით ესიავა.