Sponsored Content

ლიფტი: 21-ე საუკუნის ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს დღეში რამდენჯერმე მაინც უწევს ლიფტით სარგებლობა – სახლში, სამსახურში, კლინიკაში თუ სავაჭრო ცენტრში. ლიფტი ჩვენ ყოველდღიურობის იმდენად განუყოფელი ნაწილია, რომ იშვიათად ვინმე თუ უფიქრდება რა გზა განვლო, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა.

იცოდით თუ არა, რომ სტატისტიკურად ლიფტი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია? ბევრ ჩვენგანს დღემდე აწუხებს კლაუსტროფობიასთან ან ალტოფობიასთან დაკავშირებული შფოთვები, რომელიც ძველ, საბჭოთა ლიფტებთან ასოცირდება. მაგრამ თანამედროვე ლიფტი, მისი მრავალსაფეხურიანი დაცვის სისტემით, თითქმის სრულად დაცულია უბედური შემთხვევებისგან, თუ გარეშე ფაქტორებმა არ მოახდინა გავლენა.

ლიფტის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს საფუძველი ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში, ელიშა ოტისის მიერ გამოგონებულმა უსაფრთხოების მუხრუჭმა დაუდო. რევოლუციურმა მექანიზმმა, რომელიც საბაგიროების გაწყვეტის შემთხვევაში კაბინის ვარდნას აჩერებდა, რადიკალურად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ვერტიკალური ტრანსპორტის მიმართ. ოტისის გამოგონებამ სრული ტრანსფორმაცია მოახდინა მშენებლობის სფეროში - სამგზავრო ლიფტმა მრავალსართულიანი რეზიდენციების პოპულარობა ელვისებურად გაზარდა და მეტწილად განსაზღვრა თანამედროვე მეტროპოლისის სახე.

ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად შეიცვალა ლიფტებიც. 21-ე საუკუნეში თანამედროვე ლიფტი ელექტროძრავებით, მრავალსაფეხურიანი დამუხრუჭების სისტემებით, სიჩქარის კონტროლის მექანიზმებით, კარის ბლოკირების სენსორებითა და გადატვირთვის ინდიკატორებით არის აღჭურვილი. დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები, როგორიცაა ASME A17.1, რომელიც მკაცრად არეგულირებს ლიფტების დიზაინს, წარმოებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას.

დღეს, ლიფტების უსაფრთხოების სისტემები გაცილებით კომპლექსურია, თუმცა მათი ეფექტიანობის ძირეული კომპონენტი უცვლელი რჩება: კვალიფიციური მონტაჟი და გრძელვადიანი პროფესიონალური მომსახურებაა. ნებისმიერი კომპანია, რომელსაც სფეროში კარგი რეპუტაციის დამკვიდრება სურს, დიდ ყურადღებას უნდა უთმობდეს არა უბრალოდ მაღალი ხარისხის მოდელების მიწოდებას, ასევე მათ ინსტალაციასა და შემდგომ სერვისს.

სწორედ კვალიფიციური მომსახურებაა ის ელემენტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიფტის უსაფრთხოებაზე: როგორც ექსპერტული სერვისი ასოცირებულ ლეგიტიმურ საფრთხეებს მინიმუმამდე ამცირებს, ისე არაპროფესიონალურად ჩატარებული სამუშაოები მათ ერთი-ორად ზრდის. ავარიების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეულია არა ლიფტის კონსტრუქციული ხარვეზებით, არამედ არასწორი ექსპლუატაციით ან, უფრო ხშირად, არაპროფესიონალური მონტაჟითა და უხარისხო ტექნიკური მომსახურებით.

რა სერვისებსა და გარანტიებს გთავაზობთ ლიფტების კომპანია გადამწყვეტ როლს თამაშობს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. წამყვანი ლიფტების კომპანია CLC Elevator, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მალე რეგიონში პირველ ლიფტების ქარხანას გახსნის ხარისხისა და მაღალი სტანდარტების ერთგულია. კომპანიის თანამშრომლობა სფეროს წამყვან მწარმოებლებთან, მათ შორის GiantKONE-თან და FUJISJ-თან პარტნიორობა უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტებს. CLC Elevator-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ სრული იმედი გქონდეთ, რომ თქვენს ლიფტს ექსპერტი პროფესიონალები ყველა წესისა და ნორმის დაცვით დაამონტაჟებენ, და მრავალჯერ დატესტავენ, სანამ ექსპლუატაციაში გაუშვებენ.

თანამედროვე ლიფტი ინჟინერიისა და ტექნოლოგიური პროგრესის შთამბეჭდავი ნაყოფია, ხოლო ვერტიკალური მგზავრობა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტირების პროცესიც. მაგრამ მხოლოდ თანამედროვე მრავალდონიანი უსაფრთხოების სისტემები ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიფტის შერჩევა, მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაზე სანდო ლიფტების კომპანია იყოს პასუხისმგებელი.

სანამ სასურველ მოდელს აარჩევთ, ჯერ დარწმუნდით, რომ კომპანია, რომელთანაც ითანამშრომლებთ ევროპული უსაფრთხოების სტანდარტებს დაცვით მუშაობს და არ მალავს უკვე განხორციელებულ პროექტებს - სანდო პორტფოლიო მნიშვნელოვნად ამცირებს ნებისმიერ პოტენციურ რისკს. კომპანია ასევე უნდა გთავაზობდეთ რეგულარულ ინსპექტირებას და კვალიფიციურ ტექნიკური მომსახურებას ლიფტის ექსპლუატაციის განმავლობაში.