Cyber Monday Sale! 50% Off All Access

Liloshop.ge - ტრადიციული ბაზრობიდან ონლაინმაღაზიამდე "ლილო მოლი" განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და არცთუ დიდი ხნის წინ იკომერსის ინოვაციური სავაჭრო პლატფორმა შესთავაზა ქართველ მომხმარებელს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

liloshop.ge

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ლილოს ბაზრობის შესახებ არ სმენია და სულ მცირე ერთხელ მაინც არ ყოფილა იქ სასურველი ნივთის შესაძენად. 25 ჰა ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ცენტრი 6000-ზე მეტი მაღაზიით წლებია რეგიონის უმსხვილეს საბითუმო და საცალო კომერციულ ცენტრს წარმოადგენს.

"ლილო მოლი" განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და არცთუ დიდი ხნის წინ იკომერსის ინოვაციური სავაჭრო პლატფორმა შესთავაზა ქართველ მომხმარებელს.

Liloshop.ge-ზე მომხმარებელს ლილოში მოსვლის გარეშე შეუძლია შეარჩიოს, შეუკვეთოს და ადგილზე მიიღოს სასურველი ნივთი მთელი საქართველოს მასშტაბით.

  • ჭურჭელი
  • ტექსტილი
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა
  • ინტერიერის დეკორი
  • განათება, ელექტრონიკა
  • ბავშვთა სამყარო
  • სათამაშოები
  • დალაგება-დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები

ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საიტზე შეხვდებით. ამასთანავე, Liloshop.ge-ზე ყოველდღიურად უამრავი სხვადასხვა დასახელების ნივთი ემატება. "ლილო მოლის" ტერიტორიაზე არსებული პროდუქციის ნახევარზე მეტი უკვე ონლაინპლატფორმაზეა გადატანილი. მრავალფეროვანი არჩევანი და დაბალი ფასები ინტერნეტმაღაზიის განმასხვავებელი კონკურენტული უპირატესობა ხდება.

როცა მრავალფეროვან არჩევანსა და ყველაზე დაბალ ფასებს კომფორტული სერვისიც ახლავს, ონლაინგამოწერა საინტერესო ხდება კორპორაციული სეგმენტისთვისაც. სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, ბაღები და სკოლები, ბანკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, გასართობი ცენტრები და ნებისმიერი კერძო თუ საჯარო იურიდიული პირი Liloshop.ge-ის ლოიალური მომხმარებელია.

Liloshop.ge-ის კორპორაციული განყოფილება მომხმარებელს ნებისმიერი იმ პროდუქტის მოძიებას და მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იყიდება, მიუხედავად იმისა, განთავსებულია თუ არა ნივთი საიტზე. ამ ყველაფერს ახლავს შესყიდვებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და სწრაფი მიწოდება.

B2B სექტორისთვის ინტერნეტმაღაზია liloshop.ge ფაქტობრივად პერსონალური ასისტენტია, სადაც უმოკლეს დროში ხდება სასურველი პროდუქტის მოძიება და მიწოდება. ონლაინინფორმაციის მიღებით, შესყიდვების მენეჯერებისთვის პროდუქციის შერჩევისა და მოძიების რამდენიმედღიანი პროცესი ძალიან მარტივდება. სწორედ ეს განაპირობებს Liloshop.ge-ის კორპორაციული მიმართულების სწრაფი ტემპით განვითარებას.

Liloshop.ge ცდილობს შეცვალოს მომხმარებლის გამოცდილება და ონლაინშოპინგით სარგებლობა შესაძლებელი გახადოს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომხმარებელი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად სარგებლობს ონლაინგამოწერის სერვისით უცხოური საიტებიდან, ტრადიციული ონლაინშოპინგი ქართველი მომხმარებლისთვის ერთგვარად უცხო ხილია.

Liloshop.ge მომხმარებლის ყველა თავისებურებას ითვალისწინებს: მარტივი რეგისტრაცია საიტზე მხოლოდ ელ.ფოსტით ან ტელეფონის ნომრით; შეკვეთის გაფორმება სატელეფონო ზარის საშუალებით; შეკვეთის გაფორმებამდე ნიმუშის მიღების შესაძლებლობა. მაგალითად, ქსოვილების თუ ფარდების შემთხვევაში და ა.შ. კომპანიის ყველა სერვისი მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული. საიტზე განთავსებული თითოეული პროდუქტის ფოტო რეალურია და მაქსიმალურად ასახავს რეალურ ნივთს, რათა მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რომ ზუსტად შეკვეთილ პროდუქტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის დაბრუნებას მოისურვებს, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეძლებს ამის გაკეთებას საიტზე არსებული პროცედურების დაცვით.

მრავალფეროვანი არჩევანი, დაბალი ფასი და კომფორტული სერვისი კომპანიის ის სამი მთავარი ღირებულებაა, რომლითაც Liloshop.ge იკომერსის ყველაზე დიდი საბითუმო და საცალო პლატფორმის ნიშანს იკავებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის მომავალი გეგმები მულტივენდორული პლატფორმის გააქტიურებას უკავშირდება. ეს მეწარმეს საშუალებას მისცემს, თავად იქონიოს მაღაზია ონლაინპლატფორმაზე და დაფიქსირდეს, როგორც გამყიდველი, ხოლო მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს სასურველი ნივთი სხვადასხვა მაღაზიის პროდუქციას შორის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ