Sponsored Content

Lion Trans-მა ფოთში ახალი საპორტო ტერმინალი ოფიციალურად გახსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიის Lion Trans-ის ტერმინალი ფოთში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს კომპანიის ბიზნეს პარტნიორები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ტერმინალის სივრცე დაათვალიერეს, კომპანიის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტის წევრებმა კი მათ ტერმინალის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

Lion Terminal Poti - ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტის საპორტო ტერმინალია. ტერმინალის სრული ტერიტორია 40 ათასი მ2-ია, სადაც განთავსებულია საბაჟო საწყობი, 650 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი, გახსნა-დამუშავების მოედანი და მართვის ოფისი.

ტერმინალის ტერიტორიაზე ხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის და აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთების იმპორტი, ხოლო ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს ყველა მიმართულებით. ტერმინალს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, საპორტო ქალაქ ფოთში და ის უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

კომპანია წლიურად საშუალოდ 16 500-მდე კონტეინერის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ტერმინალზე ტვირთის მიღება, გადმოტვირთვა, გადამუშავება, უსაფრთხოების დაცვა და გაცემა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხდება.

Lion Trans Lion Group-ის შემადგენელი ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულებაა. აღნიშნული ჯგუფი ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ლოჯისტიკური კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.