Sponsored Content

"ლისი ტრიო"-ში ბინების 70% უკვე გაყიდულია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლისი ტრიო" თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრიაციულ ზონასთან მდებარეობს და მის მობინადრეებს უნიკალურ კომფორტს სთავაზობს. პროექტი გამოირჩევა ეკოლოგიური გარემოთი, თანამედროვე არქიტექტურითა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.

2023 წელს "ლისი ტრიო" ერთ-ერთ საუკეთესო დეველოპერულ პროექტად დასახელდა, რაც მოსალოდნელი იყო მისი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებისა და გამორჩეული პროექტირების დამსახურებით.
როგორია "ლისი ტრიოს" წარმატების გზა და სამომავლო გეგმები? ამ თემაზე Entrepreneur-ი კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელს, მარიამ აფაქიძეს, ესაუბრა.

მარიამ, პირველ რიგში, "ლისი ტრიოს" სიახლეების შესახებ გვიამბეთ. გაიყიდა ბინების 70%, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა პროექტი ასეთი წარმატებული და რამ განაპირობა გაყიდვების ასეთი მაღალი რიცხვი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ლისი ტრიო" ბაზარზე შესვლის დღიდან გამოირჩეოდა თავისი უნიკალური კონცეფციით. ამას ხაზს უსვამს ისიც, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი ბინების 70%-ზე მეტი უკვე გაყიდულია, რაც ძირითადად ჩვენი ულამაზესი ხედების, ხარისხიანი სამშენებლო მასალებისა და მობინადრეებზე მორგებული სერვისების დამსახურებაა. ჩვენს კლიენტებს მოსწონთ ლისის ტბის სიახლოვე, ეკოლოგიური გარემო და კომფორტული ინფრასტრუქტურა.

გაყიდვების ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად სწორად არის გათვალისწინებული მომხმარებელთა მოთხოვნები დაპროექტებისას და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ნდობა და კმაყოფილება ჩვენთვის.

რას სთავაზობთ მომხმარებელს 2025 წელს და რით იქნება ეს წელი გამორჩეული?

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი სიახლეებით სავსე იქნება. წელს, Trio Group-ი იწყებს სამი ახალი პროექტის მშენებლობას, რომლის შესახებ დეტალები სულ მალე, ჩვენი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით დაანონსდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი პროექტი ბანკის მიერ 35 მილიონი დოლარითაა დაფინანსებული, რაც მისი ვადებში დასრულების კიდევ ერთი გარანტიაა.

წელს ასევე დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც – შევქმნით მცხოვრებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, სადაც გაერთიანდება ბუნება, რეკრეაცია და თანამედროვე ურბანული სივრცეები.

მომხმარებლებს გავუზიარებთ უფრო მეტ ინფორმაციას მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, რათა სრულად გავზარდოთ Trio Group-ის სანდოობა და გამჭირვალობა.
როგორ შეაფასებდით გასულ წელს მიმდინარე პროექტებს, რა წარმატებას მიაღწია კომპანიამ?

2024 წელი Trio Group-ისთვის წარმატებული და დინამიკური წელი იყო. გასულ წელს ჩვენი პროექტი 10 საუკეთესო პროექტთა შორის დასახელდა. უკვე გაიყიდა Lisi Trio-ს ბინების 70%-ზე მეტი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოპულარობას და მომხმარებელთა ნდობას.
პოზიტიური პროგრესი გვქონდა მშენებლობაშიც - პროექტი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება და კომპანიის მიმართ ნდობის მაჩვენებელიც, რაც მომავალ პროექტებზე პოზიტიურად აისახება.

2024 წელი Trio Group-ისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის წელი იყო, ხოლო 2025-ში ჩვენი მიზანია გაცილებით მეტი წარმატება და მომხმარებლისთვის იდეალური საცხოვრებელი პირობების შექმნა.

თქვენთვის, როგორც დეველოპერული კომპანიისთვის, რა ქმნის ხარისხის უმაღლეს სტანდარტს და რით არის განსაკუთრებული თქვენი პროექტები?

ჩვენთვის უმაღლესი ხარისხი ნიშნავს სწორად შერჩეულ მასალებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. "ლისი ტრიო"-ში ხარისხი იწყება საძირკვლიდან, რომელიც "ლურჯ კლდეზე" აშენდა. ეს არის მასალა, რომელიც ცნობილია თავისი სიმტკიცითა და მდგრადობით მიწისძვრების დროს. ეს ქმნის პროექტის საფუძველს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაუძლებს დროის გამოცდას.

მაგალითად, "ლისი ტრიო"-ში გამოყენებულია Heidelberg Cement-ის ბეტონი, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს (SA 8000 და ISO 14001). ასევე, ჩვენი არმატურა მოწოდებულია Eurostyle-ისგან, რაც უზრუნველყოფს სტრუქტურის გამძლეობას. ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ Yitong-ის ბლოკებს, რომლებიც გამოირჩევა თბოიზოლაციით და ხანძარსაწინააღმდეგო თვისებებით.

ჩვენი პროექტები გამოირჩევა დეტალებზე ორიენტაციით: Otis-ის ლიფტები უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ხოლო Doka-ს ყალიბები იძლევა მშენებლობის სიზუსტისა და ეფექტურობის გარანტიას. ასევე, ჩვენი სამშენებლო გუნდი მუდმივად აკონტროლებს თითოეულ ეტაპს, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ უსაფრთხო, თანამედროვე და ეკომეგობრული საცხოვრებელი გარემო.

როგორ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები როგორც მშენებლობის, ასევე საცხოვრებელი გარემოს თვალსაზრისით?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მშენებლობის პროცესში ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს და მაღალხარისხიან მასალებს, რაც უზრუნველყოფს მიწისძვრების მიმართ მდგრადობას. საცხოვრებელი გარემოსთვის გვაქვს 24/7-ზე ვიდეომონიტორინგი, დაცვა და სპრინკლერის სისტემები, რაც მობინადრეებს მაქსიმალურ სიმშვიდეს სთავაზობს.

მარიამ რა ქმნის კომფორტს თქვენი მობინადრეებისთვის და რატომ უნდა აირჩიონ მათ "ლისი ტრიო"?

"მაქსიმალური კომფორტი ერთ სივრცეში" - Lisi Trio-ს მთავარი დევიზია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. ამიტომ, გარდა თანამედროვე დონის ინფრასტუქტურისა, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, რომელიც არცერთ სამშენებლო კომპანიას არ შეუთავაზებია და ვფიქრობთ, ამ მომსახურეობებით ჩვენს მობინადრეებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შევუქმნით. ესაა ძიძის მომსახურება, კონსიერჟი, რომელიც თავისი არსით, სრულად მორგებული იქნება მობინადრეებზე. ასევე, კომპლექსში გათვალისწინებულია ავტოსამრეცხაო, რომელიც მნიშვნელოვნად დაზოგავს ჩვენი მცხოვრებლების დროს და ენერგიას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა დადებითად შეაფასეს Lisi Trio-ს მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, მათ შორის სპა, აუზი, სავარჯიშო ზონა, ველობილიკები, პადელის მოედანი, სამუშაო სივრცეები და ბავშვებისთვის შექმნილი გარემო.

განხორციელებული პროექტების შესახებ გვიამბეთ, სად მდებარეობს თქვენი საცხოვრებელი კომპლექსები?

ჩვენი პროექტები მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ უბნებში, მათ შორის ლისის ტბის მიმდებარედ და ოქროყანაში. თითოეული პროექტი გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილზეა განთავსებული და უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

დაბოლოს, მარიამ, რას მოიცავს "ლისი ტრიო"-ს სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებას?

2025 წელს ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოიცავს არა მხოლოდ საცხოვრებელ, არამედ კომერციულ და რეკრეაციულ ზონებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მულტიფუნქციური კომპლექსები, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებსა და მოთხოვნებს. როგორც უკვე აღვნიშნე, სამომავლო პროექტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მათ შესახებ სულ მალე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაცის.