Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წელს ლიტერატურულმა პრემიამ "საბა" კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. "უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის" ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
"საბა" თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია "საბას" 2025 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- გიორგი საჯაია, "ლპობა" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
- ინგა ჩახვაშვილი, "მოუყოლელი ამბები" (ჩემი გამომცემლობა)
- ლექსო ჩხაიძე, "გარეთ, ქარში საკითხავი" (კალმოსანი)
- კონსტანტინე ჭანკოტაძე, "ილუზიების მატარებელი" (სეზან ფაბლიშინგი)
- დავით ხორბალაძე, "UNLOVE" (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- თეიმურაზ დოიაშვილი, "სულის კვეთება" (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- სოფიო შამანიდი, "აუტანელი კაცები / "აუტანელი" ქალები" (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პიესა:
- ნოდარ მამაცაშვილი, "ლოკოკინას სინდრომი (პიესები)" (აწმყო)
- ბასა ჯანიკაშვილი, "მე გადმოვცურავ ზღვას" (პალიტრა L)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- ლევან ბერძენიშვილი, "საუბრები ვეფხისტყაოსანზე" (ინტელექტი)
- ირაკლი ლაითაძე, "იყო ასეთი ქვეყანა - CCCP" (არტანუჯი)
- ანა მარგველაშვილი, "წერილები მეფეს" (ალონი)
- ბესო ხვედელიძე, "გოა მშვიდობისა" (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- არმაზ ბეკარი, "მშვიდობით, სომერსეტ!" (სულაკაურის გამომცემლობა)
- მამუკა დოლიძე, "გამოფენა" (მერანი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბექა ახალაია, "კანალიზაციის ანგელოზები" (ჯადოსნური სახლი)
- რეზო გეთიაშვილი, "მეოთხე პირის ნიშანი" (კალმოსანი)
- გოჩა სხილაძე, "ღამის სიმღერა" (ჩემი გამომცემლობა)
- ალექსანდრე ჯინჭარაძე, "სარკეებით და სარკის გარეშე" (ლოგოსი)
წლის საუკეთესო რომანი:
- შოთა იათაშვილი, "ბედნიერება" (ინტელექტი)
- ნოდარ ლადარია, "ელი! ელი!" (ინტელექტი)
- ირაკლი მეტრეველი, "ნებადართული ჯადოქრობა" (სულაკაურის გამომცემლობა)
- ნინო ორტეგა ჭინჭარაული, "ლეთარგია" (პალიტრა L)
- მიხეილ ციხელაშვილი, "ტანჟერული სიზმარი" (სულაკაურის გამომცემლობა)