Sponsored Content

LN Diamonds - უმაღლესი ხარისხის ბრილიანტების დილერი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

LN Diamonds ქართული კომპანიაა, რომელიც 100%-ით ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ბრილიანტების იმპორტირებას ახდენს საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მრავალი წელია ყველაზე მსხვილ ქართულ საიუველირო ქარხნებს აწვდის ბრილიანტებს, თუმცა ამჯერად გადაწყვიტა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

ბრილიანტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ძვირფასი ქვაა. მასთანაა დაკავშირებული სიყვარულის და ოჯახის შექმნის ყველაზე გულწრფელი ტრადიცია.

ბრილიანტის გლობალურობის და მრავალფუნქციურობის გამო, ხშირად ხდება, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები დაბალი ხარისხის ბრილიანტს ან სინთეტური გზით მიღებულ ქვას სთავაზობენ მომხმარებელს, როგორც მაღალი ხარისხის ბუნებრივ ქვას.

LN Diamonds-ის მომხმარებელი დაცულია არაკეთილსინდისიერი მოპყრობისგან. მას აქვს მაღალი ხარისხის ბრილიანტის მიღების გარანტია. იმპორტირების შემდეგ ბრილიანტი გადის უმაღლესი დონის ხარისხის კონტროლს.

გარდა მარაგში არსებული ქვებისა, კომპანიას შეუძლია შეკვეთით ნებისმიერი ზომის და ფორმის ბრილიანტის ჩამოტანა.

რეალიზება ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ, ვებსაიტის მეშვეობით ხდება, მაგრამ დამფუძნებლები მალე ფილიალის გახსნასაც აანონსებენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ რამდენიმე თვეა, რაც ღიად ოპერირებს ქართულ ბაზარზე, უკვე მრავალი ერთგული მომხმარებელი შეიძინა.

LN Diamonds -ის ბრილიანტის შეძენისას მომხმარებელი ხდება მისი პირველი მეპატრონე. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ნებისმიერ ქვას, და განსაკუთრებით ბრილიანტს, აქვს თავისი ენერგეტიკა. ძველ ხალხს მიაჩნდათ, რომ ბრილიანტს მფლობელის ბედის დადებითად შეცვლა შეეძლო.

გარდა საიუვილერო დანიშნულებისა, ამ განსაკუთრებულ ქვას აქვს საინვესტიციო ფუნქციაც, რადგან მისი ფასი გამოირჩევა მდგრადობით, გლობალური ეკონომიკური რყევების მიმართ. შესაბამისად, ინვესტორები ხშირად არჩევენ ბრილიანტში ინვესტირებას.

ქართველი მომხმარებელი იმსახურებს მიიღოს ხარისხიანი ბრილიანტი და ატაროს ცხოვრების მეგზურად, ამაში კი LN Diamonds-ი დაგეხმარებათ.