ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კახეთის შუაგულში მდგებარე ლოპოტა სპა რეზორტსა და 40-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ ბრენდს — Valmont-ს შორის ექსკლუზიური კოლაბორაცია შედგა. ამ პარტნიორობამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ის სტანდარტი და გამოცდილება, რომელსაც ლოპოტას სტუმრები ტყის ფერდობზე განთავსებულ, ბუნებაში ჩაფლულ ტყის სპაში მიიღებენ.

Valmont-ი მსოფლიოში აღიარებული უჯრედული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში მასშტაბით, მხოლოდ პრემიუმ კლასის სასტუმროებთან თანამშრომლობს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ლოპოტას გუნდმა სრული გადამზადება გაიარა Valmont-ის საერთაშორისო ექსპერტებთან. შედეგად, ამიერიდან რეზორტზე სპა- პროცედურები მხოლოდ Valmont-ის უნიკალური მეთოდოლოგიითა და ექსკლუზიური პროდუქციით ჩატარდება.Valmont-ის მოვლის საშუალებები, რომლებიც ლოპოტაზე იქნება ხელმისაწვდომი, შედგება შემდეგი ტიპის ინგრედიენტებისგან - სამმაგი DNM, RNM ლიპოსომები, ალპური წყლისა და ალპური ფიტოკომპლექსის ექსტრაქტები. აღნიშნული კომპონენტები კანთან იდეალურ ჰარმონიაში მოქმედებს და შექმნილია მისი ბუნებრივი სიცოცხლისუნარიანობის გასაღვიძებლად. Valmont-ის ექსკლუზიურ მოდელირების მეთოდებთან ერთად, ეს პროცედურები სცდება ტრადიციულ სახის მოვლის საშუალებებს და სტუმრებს სთავაზობს როგორც კანის, ასევე განწყობის ტრანსფორმაციულ გამოცდილებას.

განახლებულ სპაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია:

• სახის კანის მოვლის პროცედურები;
• სხეულის მოვლის პროცედურები;
• მასაჟების კოლექცია;
• ჰიდროთერაპია.