Cyber Week Sale! 50% Off All Access

ლურჯი ბაღი: იდეის დაბადებიდან ექსპორტის განხორციელებამდე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

მდგრადი სოფლის მეურნეობა ყოველთვის სასიცოცხლო როლს თამაშობდა კაცობრიობის ცივილიზაციაში, უზრუნველყოფდა ასევე საარსებო წყაროს, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ღრმა კავშირებს მიწასთან. დროთა განმავლობაში, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით გამოწვეული თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით, ინდუსტრია შესამჩნევი წინსვლის მოწმე გახდა. ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს ქართული კომპანია "ლურჯი ბაღი" წარმოადგენს, რომელმაც საქართველოში რევოლუცია მოახდინა მრავალწლიანი ბაღების გაშენებაში.

"ლურჯი ბაღი" არის ინოვაციური აგრო-საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება. დამფუძნებლების მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი "ლურჯი ბაღი",გთავაზობთ მომსახურების უნიკალურ და სრულ ციკლს − დაწყებული იდეის დაბადებიდან, ექსპორტის განხორციელებამდე.

"ლურჯის ბაღის" შექმნის იდეა სოფლის მეურნეობის დარგში, დამფუძნებლების მაღალი კვალიფიციური გამოცდილების მიღების შედეგად და მათ მიერ მზარდი პოტენციალის მქონე მრავალწლიანი ბაღის გაშენებით წარმოიშვა. თავდაპირველად, ისინი საკუთარი ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებისას უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ გააცნობიერეს ყოვლისმომცველი სერვისების შეთავაზების აუცილებლობა, რათა სხვებს მსგავსი პრობლემები არ შეჰქმნოდათ. ბაზრის სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან კონკრეტულ სფეროებში, "ლურჯი ბაღი" გამოირჩევა ბაღის წარმატებული გაშენებისთვის საჭირო სერვისების მთელი სპექტრით.

"ლურჯი ბაღის" სერვისების მთავარ ბირთვს პროფესიონალი გუნდი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სრულ აგრონომიულ მომსახურებას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ "ლურჯი ბაღი" ნიადაგის მომზადების ოპტიმალური თანმიმდევრობის შემუშავებიდან დაწყებული, დარგვის სქემებისა და ირიგაციის სისტემების განსაზღვრამდე, კომპანია ზედამხედველობს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ასპექტს. ეს მოიცავს სარწყავი სისტემის შერჩევას, ნიადაგის დამუშავების ძირითადი რესურსებით უზრუნველყოფას, რაც მოიცავს სტაბილურ ადამიანურ რესურს, კომპანიის საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკით უზრუნველყოფას და ბაღის განვითარებისა და კონტროლის მჭიდრო მონიტორინგს.

"ლურჯი ბაღის" შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად Entrepreneur "ლურჯი ბაღის" ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკოლოზ დიდებაშვილს დაუკავშირდა, რომელიც დამატებით კომპანიის დაარსების იდეაზე, შედეგებსა და მის მიზნებზე გვესაუბრა.

როგორ დაიწყო "ლურჯი ბაღის" დაფუძნება?
"ლურჯი ბაღის" პირველი ნაბიჯები საკუთარი ბაღის გაშენებით დაიწყო, კერძოდ 2020 წელს სენაკის მუნიციპალიტეტში კომპანიამ შეიძინა 20 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც ლურჯი მოცვის ბაღი გავაშენეთ. გაშენების პერიოდში შექმნილმა მრავალმა პრობლემამ დაგვაფიქრა იმაზე, რომ შეგვექმნა სერვისი, რომელიც მომავალში სხვებს იმ პრობლემებს აარიდებდა, რაც ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

ყველა სხვა მომსახურებასთან ერთად, კომპანია "ლურჯი ბაღი" მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალი გუნდის მიერ შესრულებულ აგრონომიულ მომსახურებას. კერძოდ, მეტეოროლოგიური პროგნოზის, სარწყავი წყლისა და ნიადაგის კვლევის ანალიზის შემდეგ, ხდება სწორი კულტურისა და ჯიშების შერჩევა. შემდეგ, ბაღის გაშენებისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, კონკრეტულად, აგრონომიული ღონისძიებებისა და ბაღის დიზაინის დაგეგმარება. ბაღის გაშენების დასასრულს კი ორგანიზდება მისი მოვლისთვის საჭირო ღონისძიებები.

რა წარმოადგენს "ლურჯი ბაღის" მთავარ მიზანს?
"ლურჯი ბაღი" აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ლურჯი მოცვის კულტურა საქართველოში ახალია, ჩვენი კომპანიის თვითმიზანი ქვეყანაში ცოდნისა და გამოცდილების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც ხელს შეუწყობს დარგის წინსვლას და განვითარებას. აქვე არ მინდა გამომრჩეს ისიც, რომ კომპანიის საერთაშორისო აგრონომები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ ჩვენი მომხმარებლებისთვის.

რას გვეტყვით კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ?

ჩვენს სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაც შედის, კერძოდ ტუნელის ტიპის სასათბურე მეურნეობის მოწყობა, რადგან აგროსექტორში კლიმატის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირდაპირ რომ ვთქვათ, რისკის შემცველია, ვინაიდან ნებისმიერი საჭირო პროცესი მასზეა დამოკიდებული. უამინდობა კი შესაძლებელია დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს (სეტყვა, მცხუნვარე მზე და ა.შ.) ამ ტიპის წარმოება კი გარემო პირობებთან საკმაოდ მდგრადია, რადგან ფერმერი არ არის დამოკიდებული არც ამინდზე, არც კლიმატურ პირობებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლურჯი მოცვის მოსავალი უფრო ადრე მოდის და იზრდება ჰა-ზე რაოდენობრივად მეტი ნერგის დარგვის შესაძლებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ ღია გრუნტში დარგული ნერგების შემთხვევაში.

ასევე, ვგეგმავთ დავნერგოთ ბაღის ციფრული და სენსორული მართვის სისტემა ( ნიადაგის, წყლის და მცენარის სინქრონში კონტროლი), რომელიც ფერმერს ეხმარება მუდმივად აკონტროლოს მცენარის განვითარების ყველა ეტაპი და პრობლემის წარმოქმნისას მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრას ის ან ზოგიერთ შემთხვევაში აირიდოს კიდეც.

როგორც ინოვატორი ქართულ ბაზარზე,"ლურჯი ბაღი" აწყდება მინიმალურ პირდაპირ კონკურენციას ყოვლისმომცველი სერვისების უნიკალური სპექტრის გამო. კომპანიის პარტნიორები, როგორიცაა AgroIndustrial Solution ხელს უწყობენ მის წარმატებას საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის გზით. მათთან ერთად, ჩვენ შევძლებთ უახლესი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრების დაკავებას".

"ლურჯ ბაღზე" საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ სწორედ აღნიშნული კომპანია გახლავთ "საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის" წევრი, რომლის თავმჯდომარეც თორნიკე ფანჯავიძე სწორედ "ლურჯი ბაღის" ერთ-ერთი პარტნიორია. რის გამოც მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

რა წვლილი მიუძღვის მოცვის ასოციაციის შექმნაში "ლურჯ ბაღს"?
"საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის" აქტიური მხარდამჭერი და keyboard-ის ერთ-ერთი მთავარი წევრი "ლურჯი ბაღია", რომელიც ეხმარება ორგანიზაციასა და ინდუსტრიას განვითარებასა და სტრატეგიული ხედვის განხორციელებაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში "ლურჯმა ბაღმა" მოახერხა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული შესაძლებლობების კაპიტალიზაცია, ფერმერებისთვის მიუწვდომელი მომსახურების დონის ამაღლებითა და გაუმჯობესებით.

როგორ უწყობს ხელს აღნიშნული ასოციაცია ფერმერებს?

"საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის" (GBGA) უპირველესი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოცვის სექტორს გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო მასშტაბით და გადაჭრას წარმოებისა და მოსავლის აღების შემდგომი ძირითადი პრობლემები. GBGA-მა დანერგა ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც აკმაყოფილებს ფერმერების საჭიროებებს და აუმჯობესებს ინფორმაციის ნაკადს ძირითადად დაინტერესებულ მხარეებს შორის. ონლაინ და ადგილზე გამართული ტრენინგები ასოციაციის წევრებს საშუალებას აძლევს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ან მიმართონ შეკითხვებით საერთაშორისო აგრონომებს, მოსავლის აღების შემდეგ სპეციალისტებს და სხვა ექსპერტებს, რეკომენდაციების მისაღებად.

როგორია თქვენი კომპანიის გამოცდილება "ლურჯ ბაღთან" ურთიერთობაში?

2021 წელს keystone agro-მ დაიწყო 100 ჰა ლურჯი მოცვის გაშენების პროექტი. იმ დროს ჩვენ ვეძებდით საიმედო პარტნიორ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარებოდა მიწის მოსამზადებელ სამუშაოებში და პროექტისთვის საჭირო ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებაში. სწორედ მაშინ დავიწყეთ "ლურჯ ბაღთან" პარტნიორობა და მას შემდეგ 2 წელია ერთად ვმუშაობთ. ამ 2 წლის განმავლობაში "ლურჯი ბაღის" პროგრესი შესამჩნევი იყო სწორედ მისი შესაძლებლობებისა და რესურსების საგრძნობლად გაძლიერებასა და ზრდაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მათი მენეჯმენტი გამჭვირვალეა, რომელსაც ყოველთვის სურს გაუმჯობესება და მაქსიმალურად ცდილობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფას.

ბრენდის სამომავლო მიზნებსა და გეგმებს რომ მივუბრუნდეთ, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკოლოზ დიდებაშვილის თქმით, "ლურჯი ბაღის" უპირველესი მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის წინსვლა და განვითარება საერთაშორისო სტანდარტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით. არსებული და სამომავლო პარტნიორებით, კომპანია მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მოპოვებას და გლობალური სტანდარტების გათვალისწინებით, როგორიცაა Global Gap, "ლურჯი ბაღი" უზრუნველყოფს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას ექსპორტისთვის.

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი