M2i-ის ფერომონების ახალი ხაზი "აგროსფეროში"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კლიმატური პირობების ცვლილება გავლენას ახდენს დაავადებებისა და მავნებლების გამოვლენის პერიოდზე. Შესაბამისად, ისტორია და წინა წლების პრაქტიკა არაეფექტური ხდება და გადახედვას ითხოვს. როგორც დაავადებების, ისე მავნებლების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია წამლობის დროულად ჩატარება პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრისა და ხარჯების შესამცირებლად.
ამ მიზნით, მავნებლების ზუსტი კონტროლისთვის, "აგროსფერო" პარტნიორობას იწყებს ფრანგულ კომპანია M2i-სთან, რომელიც მაღალი ხარისხის ფერომონებს აწარმოებს და მათ ისეთ წამყვან ბრენდებს აწვდის, როგორიცაა, მაგალითად, "ბაიერი".
ფერომონი მწერების მიერ ნაწარმოები ნივთიერებაა, რომლითაც ერთი და იგივე სახეობის ორგანიზმები ერთმანეთს სიგნალს გადასცემენ.
მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს როგორც სხვადასხვა მავნებლის მონიტორინგის ფერომონები, ასევე საბრძოლო ტიპის ფერომონი პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის დახურულ გრუნტში გასაკონტროლებლად. მონიტორინგის ტიპის ფერომონები უკვე ხელმისაწვდომია ისეთი მავნებლების გამოსავლენად, როგორებიცაა: პომიდვრის მენაღმე ჩრჩილი; სიმინდის ყველა ტიპის ხვატარი; ხეხილის ნაყოფჭამია; ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა და დროზოფილა სუძუკი. ეს უკანასკნელი შეგვიძლია გამოვიყენოთ მონიტორინგისთვისაც და მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვისაც, რადგან ის როგორც მამრ, ისე მდედრ დროზოფილას იზიდავს.
მთავარი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ არჩევანი M2i-ის ფერომონებზე შეარჩია, წარმოების ტექნოლოგია - ენკაფსულაციის მეთოდია.
ენკაფსულაციის მეთოდის გამოყენებით, ფერომონის მოქმედ ნივთიერებას გარშემო ცვილის გარსი აკრავს, რომელიც ამ ნივთიერებას გარე ფაქტორების ზეგავლენისგან იცავს. შედეგად მას გააჩნია დამატებითი უპირატესობები, მაგალითად:
- დიფუზიის ხანგრძლივი პერიოდი;
- თანაბარი გაფრქვევადობა დიფუზიის მთელი პერიოდისას;
- მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური პესტიციდები თუ სასუქები ფერომონის ეფექტურობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს;
- მდგრადია UAV გამოსხივებისა და სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ.
Პირველი მიმართულება, სადაც წარმატებით ინერგება ფერომონები, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის კონტროლია. Ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცენარის დაზიანებამდე მავნებლის პოპულაციის დაწყების შემჩნევა და მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია.
ტუტა პრო ქეფსი – პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის მონიტორინგისთვის
ტუტა პრო ქეფსში გამოყენებულია სქესობრივი ფერომონი, რომლის დანიშნულებაც პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის ზრდასრული მავნებლის მონიტორინგია.
მენაღმე ჩრჩილი ღია გრუნტში მარტიდან ჩნდება და გავრცელებულია ოქტომბრის ბოლომდე. დახურულ გრუნტში კი მისი კონტროლი მთელი წლის განმავლობაშია საჭირო.
ტუტა პრო ქეფსი მავნებლის გამოსვლის დროულად აღმოჩენისა და მათი გავრცელების დონის შეფასების საშუალებას იძლევა. ეს ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ფერმერმა დროულად დაიწყოს სამკურნალო მოქმედებები და მწერების გავრცელების პრევენცია მოახდინოს.
ტუტა პრო ქეფსი შემდეგნაირად გამოიყენება: სპეციალურ წებოვან ქაღალდზე მაგრდება ჭიქა, რომელშიც შპრიცში მოთავსებული შიგთავსი ანუ ფერომონი ისხმება. ქაღალდი შემდგომ დელტა ხაფანგში თავსდება. საბოლოოდ, ჩრჩილები ფერომონის საშუალებით მიიზიდებიან და ხაფანგში ებმებიან.
ტუტა პრო პრესსი – პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება
ტუტა პრო პრესსში გამოყენებულია შეჯვარების საწინააღმდეგო ფერომონი, რომელიც მამრი მავნებლების დაბნევას იწვევს და მათ მდედრი მწერის პოვნის უნარს უქვეითებს. შესაბამისად, მწერების შეჯვარებისა და გამრავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ტუტა პრო პრესსი მცენარეებს შორის გარკვეული დაშორებებითა და დოზებით ნაწილდება, მოქმედი ნივთიერების მიკროკაფსულები ფერომონის პასიურ გამოფრქვევას იწყებენ. გაფრქვევა დაახლოებით 90 დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, მოქმედების ხანგრძლივობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტემპერატურამ. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის დროს, დიფუზია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რაც მოქმედების ხანგრძლივობას ამცირებს. ცივ ამინდში კი, პირიქით, დიფუზია ნელდება და პრეპარატის მოქმედებაც ხანგრძლივდება.
ტუტა პრო ქეფსსა და პრო პრესსზე მეტის გასაგებად ეწვიეთ "აგროსფეროს " მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგროკონსულტანტებს ნომერზე +995 322 500 900. მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ახალ, ინოვაციურ პროდუქტებზე და გაეცანით მათი გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.