მაღალი წნევით რეცხვა "კერხერის" ტექნოლოგიით - უახლესი სტანდარტი დასუფთავებაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლისთვის დასუფთავების თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორიცაა, მაგალითად, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები, არა მხოლოდ ავტომობილების სწრაფ და ეფექტურ გაწმენდას უზრუნველყოფს, არამედ ფართოდ გამოიყენება შენობების ფასადების, ქუჩებისა და სხვა ზედაპირების გასასუფთავებლადაც.
წყლის წნევა აპარატში შედის, რომელიც მას გარდაქმნის და სხვადასხვა ზედაპირებს გადასცემს გამოყენებისას. "კერხერის" საყოფაცხოვრებო აპარატების სამუშაო წნევა 100-180 ბარამდეა.
საქართველოში მაღალი წნევით რეცხვის აპარატები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც დასუფთავების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
მაღალი წნევით რეცხვა - რა უპირატესობები აქვს ამ ტექნიკის გამოყენებას?
მაღალი წნევით რეცხვის უპირატესობები მრავალფეროვანია, თუმცა აქტიური მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას შემდეგ ფაქტორებს აქცევენ:
ზედაპირის გაუმჯობესებული ვიზუალი - მაღალი წნევით რეცხვის აპარატების გამოყენება ზედაპირებს განახლებულ მიმზიდველ იერსახეს ანიჭებს. მძლავრი წყლის ნაკადი ნებისმიერი სახის ჭუჭყს, მიწას, ხავსსა და ქვიშას. შედეგადაც კი მიიღება სუფთა და კაშკაშა ზედაპირი.
უსაფრთხოება - მაღალი წნევით რეცხვის აპარატები არა მხოლოდ ზედაპირების სიწმინდესა და ვიზუალურ მიმზიდველობას უზრუნველყოფს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების უსაფრთხოების დაცვაშიც.
მაგალითად, კერძო სახლებში დაბინძურებულ და სრიალა ბილიკზე შესაძლოა ადამიანი მარტივად წაიქცეს და დაზიანდეს. სუფთა ზედაპირი კი ამ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
ამასთან ერთად, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მიკროორგანიზმებს აშორებს. ამრიგად, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურ საშუალებასაც წარმოადგენს.

მრავალფეროვანი გამოყენება - პროდუქტი უნივერსალურია და შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად, ავტომობილებიდან დაწყებული, შენობების ფასადებით დამთავრებული.
დროის ეფექტურობა - მაღალი წნევის აპარატი საგრძნობლად ამცირებს წმენდისთვის საჭირო დროს. წნევის ძალის წყალობით, დიდი ფართობის სწრაფად და ეფექტურად გაწმენდაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს შრომით რესურსებს და აჩქარებს სამუშაო პროცესს.
დაზოგილი ენერგია და ფინანსური რესურსი - მაღალი წნევით რეცხვა ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, ვინაიდან კერხერის აპარატები ნაკლები რაოდენობით წყალს მოიხმარს. ეს კი საექსპლუატაციო დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა. ამასთანავე, რადგან მოწყობილობა ნაკლებ დროში მეტ სამუშაოს ასრულებს, ის ხელს უწყობს შრომითი ხარჯების ოპტიმიზაციასაც.
ქონების გაზრდილი ღირებულება - მაღალი წნევით რეცხვა შენობებისა და ავტომობილების ესთეტიკური მდგომარეობის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს. სისუფთავე და მოვლილი იერსახე ქონების კომერციულ ღირებულებას და საბაზრო მიმზიდველობას ზრდის, რაც განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
"კერხერი" - ლიდერი დასუფთავების ტექნოლოგიების სფეროში
კომპანია "კერხერი" 1935 წელს გერმანიაში ალფრედ კერხერის მიერ დაარსდა.,
დღეისათვის კი კომპანია ერთ-ერთი ლიდერ ბრენდადაა აღიარებული დასუფთავების ტექნოლოგიების სფეროში.
პროდუქცია 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ორგანიზაცია 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
კომპანიის წარმატების საიდუმლო მაღალ ხარისხში მდგომარეობს. პროდუქტები ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის საწარმოო ციკლის ყველა ეტაპზე გამძლეობის, ენერგოეფექტურობისა და ინოვაციური დიზაინის უზრუნველსაყოფად.
დღეს კომპანიის კატალოგი მრავალფეროვანია და როგორც პროფესიონალურ , ისე საყოფაცხოვრებო დანიშნულების დასუფთავების ტექნიკას მოიცავს.
მაღალი წნევით რეცხვა კი ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატები პირადი გამოყენებისთვის
"კერხერის" მიზანია აგარაკებისა და კერძო სახლების მფლობელებს სივრცის დასუფთავება გაუმარტივოს.
კომპანიის გამოცდილების მიხედვით, "კერხერის" გამოყენების სფეროები შემდეგნაირად გამოიყურება:
- ველოსიპედები
- ბაღის აღჭურვილობა, ხელსაწყოები და ავეჯი
- ღობეები, ბილიკები და ქვაფენილები
- მოტოციკლები და სკუტერები
- პატარა მანქანები
- ქვის კედლები
- სპორტული მანქანები
- საცურაო აუზები
- სახლის ფასადი
მაღალი წნევით რეცხვის აპარატების უსაფრთხოდ გამოყენების წესები
მაღალი წნევით რეცხვა რისკის შემცველი პროცესია, რომელიც მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
პროცესის ეფექტურობისთვის კი მნიშვნელოვანია ზედმიწევნით დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.
რა არ გავაკეთოთ:
- არასდროს მიმართოთ პროდუქტი საკუთარი თავისკენ ან სხვა ადამიანებისკენ.
- არასდროს სცადოთ ობიექტების გადაადგილება მხოლოდ წყლის ჭავლის დახმარებით.
- არასდროს გამოიყენოთ ბენზინზე მომუშავე აპარატი დახურულ სივრცეში ან ფანჯრებთან, კარებთან და სავენტილაციო ხვრელებთან ახლოს.
- არასდროს გადაჭრათ ან შეცვალოთ მოწყობილობის კვების კაბელი ან დამაგრძელებელი.
- არასდროს მისცეთ ბავშვებს პროდუქტის მართვის უფლება. მოარიდეთ ბავშვები იმ არეალს, სადაც მაღალი წნევით რეცხვა მიმდინარეობს.
- არასდროს დატოვოთ მაღალი წნევით სარეცხი მოწყობილობა უყურადღებოდ ჩართული და არასდროს დადოთ პისტოლეტი ჩამკეტის გააქტიურების გარეშე.
რა გავაკეთოთ:
- გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხეთ აპარატის გამოყენების სახელმძღვანელო ბოლომდე. იქ მოცემული ინფორმაცია შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის.
- ყოველთვის ატარეთ სათანადო დამცავი აღჭურვილობა, მათ შორის, ფეხსაცმელი დახურული ცხვირით, ხელთათმანები, გრძელი შარვალი, უსაფრთხოების სათვალე და ყურის დამცავი საშუალებები (საჭიროების შემთხვევაში).
- თუ დამაგრძელებლის გამოყენება აუცილებელია, მაქსიმალურად მოაშორეთ ჩამრთველი სველ სივრცეებს.
შეგიძლიათ გამოიყენეთ მძიმე რეჟიმისთვის განკუთვნილი დამაგრძელებელი გამოიყენოთ სველ გარემოში სამუშაოდ.
"კერხერის" სერვის ცენტრები
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი მართლაც აუცილებელი მოწყობილობაა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.
ამიტომ, მნიშვნელოვანია მის შეძენამდე საფუძვლიანად გაეცნოთ პროდუქტის როგორც ფუნქციონალს, ისე მისი გამოყენების წესს.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატებით დაინტერესებულ მომხმარებელს კი "კერხერის" მაღაზიები შემდეგ მისამართებზე ელოდება:
თბილისი - აკაკი ბელიაშვილის #167, ვაჟა ფშაველას გამზ. #4;
ქუთაისი -შოთა რუსთაველის გამზ. #96;
თელავი - ალაზნის გამზ. #71;
ზუგდიდი - დავით აღმაშენებლის გამზ. #6;
ბათუმი - პეტრე ბაგრატიონის #129;