მაგთიკომმა 5G სატესტო რეჟიმში გაუშვა ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო. მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. მაგთიკომი პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტექნოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას და სპეციალისტების მომზადებას.


მაგთიკომი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა. ამავდროულად, სანამ მობილური ბაზრის საცალო სეგმენტზე ინტერნეტის საშუალო მოხმარება თითოეულ აბონენტზე თვეში 15-20 გიგაბაიტს არ გადააჭარბებს, არ არის გამართლებული მე-5 თაობის ქსელის კომერციული გაშვება.


მაგთიკომის ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას, 20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

საქკაბელსა და Skillwill-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ,,საქკაბელის'' სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლას დაიწყებენ

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

ინდუსტრიული ტრენდები

CARU - პლატფორმა, რომელიც შექმნილია შენი კომფორტისთვის

"მიმყავს, ვაკეთებ, გიბრუნებ"

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!