Get All Access for $5/mo

მაკდონალდს საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაკდონალდს

მაკდონალდს საქართველო უკვე 22 წელია საქართველოში მომსახურების სფეროსა და ბიზნესსექტორში ახალ სტანდარტებს აწესებს. ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კი იგი მუდმივად იღებს პრესტიჟულ გლობალურ ჯილდოებსა და აღიარებას. "ოქროს თაღის" ჯილდო, ჯილდო სამუშაო სტანდარტების გაძლიერებისთვის, რეი კროკის სახელობის ჯილდო მენეჯერებისთვის — ეს ნაწილია იმ საერთაშორისო წარმატებისა, რომელიც ბოლო დროს მაკდონალდს საქართველოს ხვდა წილად.

ფრედ ლ. ტერნერის სახელობის "ოქროს თაღის" ჯილდო

"ფრედ ლ. ტერნერის სახელობის პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1 პროცენტს ერგო წილად. ვაფასებთ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი თავის მხრივ, გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და ასევე, თქვენს ენთუზიაზმს მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს" — ეს მაკდონალდსის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტისადმი გაგზავნილი წერილის ამონარიდია. წერილში იგი კომპანიას ჯილდოს მიღებას ულოცავს.

პრესტიჟული ჯილდო მაკდონალდს საქართველოს, როგორც მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო ფრენჩაიზს, ქსელის ეფექტიანი ოპერირებისთვის, ზრდაზე ორიენტირებული, ლიდერული მიდგომების და საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი სწრაფვისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ "ოქროს თაღის" ჯილდო ევროპის დივიზიონში მხოლოდ მაკდონალდს საქართველოს ერგო.

გლობალური აღიარება სამუშაო სტანდარტების გაძლიერებისთვის

მაკდონალდს საქართველოს გლობალური აღიარების კიდევ ერთი ნიშანი მის მიერ გაძლიერებული სამუშაო სტანდარტებია. კომპანიამ ახლახან სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაძლიერებული სტანდარტები დანერგა და შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიცირებაც გაიარა, რითაც გახდა მაკდონალდსის ქსელში, ევროპის დივიზიონში, რიგით მეორე ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული სტანდარტები ყველაზე სწრაფად შემოიღო.

მაკდონალდსმა მსოფლიო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა მასშტაბური კვლევა და შეიმუშავა ბრენდის სტანდარტები, რომლებიც მას უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებაში ეხმარება. აღნიშნული სტანდარტები მსოფლიოს გარშემო მაკდონალდსის რესტორნებში ინერგება, მაკდონალდს საქართველო კი, ამ სტანდარტების დანერგვის სისწრაფის თვალსაზრისით, მოწინავე ადგილს იკავებს.

რეი კროკის სახელობის ჯილდო მენეჯერებისთვის

კომპანიის მიერ დანერგილი ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შედეგია კიდევ ერთი გლობალური აღიარება, რომელიც მაკდონალდს საქართველომ მოიპოვა. ეს რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდოა. იგი მაკდონალდსის რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

ამ ჯილდოს გამარჯვებულები ზედიზედ რამდენჯერმე საქართველოს მაკდონალდსის რესტორნების დირექტორები ხდებიან. მათ შორის 28 წლის ბესო მეფარიძემ, ვაკის რესტორნის დირექტორმა, რომელმაც მაკდონალდსში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, წელს ეს ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. მაკდონალდს საქართველოს რესტორნების დირექტორთათვის კი ეს რეი კროკის რიგით მეოთხე ჯილდოა.

მაკდონალდს საქართველო აგრძელებს სამუშაო სივრცეში მაღალი სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი