Get All Access for $5/mo

''მაკდონალდს საქართველო'' 2 ახალ რესტორანში მხოლოდ წელს 18 მლნ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "მაკდონალდს საქართველო" აგრძელებს მსხვილი საინვესტიციო
პროექტების განხორციელებას.

მიმდინარე წელს კომპანია 18 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს ორ
ახალ რესტორანში და ჯამურად 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.
უახლეს, ეკომეგობრულ რესტორანში, რომელიც მომხმარებლებს დღეიდან
მასპინძლობს კახეთის გზატკეცილზე, კომპანიამ 11 მილიონამდე ლარის
ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა.

რამდენიმე თვეში თბილისში, ისნის რაიონში "მაკდონალდსის" კიდევ ერთი
რესტორანი გაიხსნება, რომელშიც კომპანია 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას
მოახდენს.

უახლოეს წლებში ჯამურად, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 10 ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოს ჰორეკა სექტორის
განვითარებასა და გაძლიერებას, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე "მაკდონალდსის" "ბრედფილდის" პურის საწარმოს წარმოების მაჩვენებლისა და ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ზრდას.



ამ მონაცემებით, "მაკდონალდს საქართველო" ბიუჯეტში ყოველწლიურად 35 მილიონ ლარამდე გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით დოვლათს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს 26 მილიონი ლარის მსხვილი
ინვესტიცია განახორციელა "ბრედფილდის" პურის საწარმოში, რომელიც
მიმდინარე წელს ჯამში 4 მილიონი ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეულის
ექსპორტს გეგმავს აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

"მაკდონალდს საქართველოს" მუდმივ ზრდასთან ერთად, წლიდან წლამდე
იზრდება ადგილობრივი პარტნიორების და მომწოდებლების რიცხვი, რომლებიც
თავის მხრივ ქმნიან დამატებით დოვლათს და სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და
რაც მთავარია, აკმაყოფილებენ მაკდონალდსის საერთაშორისო უმაღლეს
ხარისხის სტანდარტებს.



საერთო ჯამში, "მაკდონალდს საქართველომ" 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა
მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის

ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო
ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე
მეტია.

ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - დღეის
მდგომარეობით, "მაკდონალდს საქართველო" 1 500 ადამიანს ასაქმებს. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ გახსნის პირველი დღიდან დღემდე, "მაკდონალდსში" სამუშაო
გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ცოტა ხნის წინ "მაკდონალდს საქართველო" "მაკდონალდსის" გლობალური
ჯილდოს - "ოქროს თაღის" მფლობელი გახდა. ამ აღიარებით "მაკდონალდს
საქართველო" გლობალურად მსოფლიოში "მაკდონალდსის" ფრენჩაიზების 1%-ში
მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი "მაკდონალდსის" საუკეთესო პარტნიორად
დასახელდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი