Get All Access for $5/mo

"მაკდონალდს საქართველო" - აი, რა მიყვარს 25 წელია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

25 წლის წინ, 1999 წლის 5 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე პირველი "მაკდონალდსი" გამოჩნდა. 90-იანი წლების ბოლოს, თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში, "მაკდონალდსის" განათებული შენობა, ოქროს თაღით და მაგიური M-ით, ერთგვარად იმის სიმბოლოდ იქცა, რომ ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, პროგრესისკენ, ამერიკული ხარისხისკენ და სტანდარტისკენ. ეს იყო იმედი, რომ იწყებოდა სრულიად ახალი ეპოქა და ცვლილებები ბიზნესისთვისაც და ხალხისთვისაც; ეს იყო სინათლის ერთგვარი სიმბოლოც და ბევრისთვის მოტივაცია, რომ ყველაზე რთულ დროსაც შესაძლებელია დიდი მიზნების დასახვა და განხორციელება.

დღეს "მაკდონალდსი" საქართველოში სარესტორნო ბიზნესის წამყვანი ბრენდია, რომელიც წარმატებასთან, ნდობასთან, ხარისხთან, აღიარებასთან, მუდმივ განვითარებასთან, ინოვაციებთან, მაღალ სტანდარტებთან და ფასეულობებთან, ათასობით პროფესიონალთან და მილიონობით ერთგულ მომხმარებელთან ასოცირდება.

"მაკდონალდსი - აი, რა მიყვარს 25 წელია" - კამპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირების 25 წლის იუბილეს ეძღვნება, ყველა იმ ემოციას აერთიანებს, რაც თითოეულ ჩვენგანს "მაკდონალდსთან" აკავშირებს და რაც ხარისხს, დაუვიწყარ გემოებს, ზეიმს, დღესასწაულს და უბრალოდ, საყვარელ ადგილს ნიშნავს. კამპანიის ფარგლებში გადაღებული რგოლი, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ეწვიო, სადაც დამღლელ სამუშაო დღეს თავს აღწევ შესვენებაზე. სადაც მშობლები არასდროს ამბობენ უარს, სადაც აუცილებლად ყოფილხარ დაბადების დღეზე და შენი საყვარელი გუნდის გამარჯვებაც აღგინიშნავს. სადაც უბრალოდ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ და განსხვავებების მიუხედავად, უკვე 25 წელია, ყველა საერთო სიხარულს ვიზიარებთ.

25-ე დაბადების დღე კომპანიამ ისტორიულ შენობაში, "მაკდონალდსის" პირველ რესტორანში, თანამშრომლებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა, განვლილი წლები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"მაკდონალდსმა" არც ისტორიული ტრადიცია დაარღვია და როგორც 25 წლის წინ, ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, რესტორნის პირველი სტუმრები ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვები იყვნენ, ამჯერად, 25 წლის იუბილეზე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს მოუწყო დაუვიწყარი დღე და საჩუქრებით გაუმასპინძლდა.

დაბადების დღის აღსანიშნავად, მთელი კვირის განმავლობაში მომხმარებლებს "მაკდონალდსის" აპლიკაციაში სხვადასხვა შეთავაზება დახვდებათ. თებერვლის თვეში კი განსაკუთრებული პროდუქტის - მაკ ჯუნიორის შეძენა შეეძლებათ.

დღეის მდგომარეობით, კომპანია ქვეყნის მასშტაბით 23 რესტორანს ფლობს, მათ შორის ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში და ამ ეტაპზე 1900-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. გახსნის დღიდან დღემდე კი "მაკდონალდს საქართველოში" სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, "მაკდონალდს საქართველომ" 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 188 მილიონ ლარს აღწევს. მხოლოდ 2023 წელს "მაკდონალდსის" რესტორნების ინვესტიცია ჯამში 9,8 მილიონი ლარია.

25 წლის განმავლობაში იყო არაერთი ჯილდო და აღიარებაც, მათ შორის გლობალური წარმატებები და ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიც "ოქროს თაღი", რეი კროკის სახელობის ჯილდო და Shining Lights Award-ია.

"25 წელია, "მაკდონალდს საქართველო" არ ღალატობს მთავარ პრინციპს - მომხმარებელსა და თანამშრომლებზე ზრუნვას. ჩვენი კორპორაციის საქმიანობის სტანდარტები გამორჩეულ მომსახურებას, ეფექტიან ოპერირებასა და მუდმივ განვითარებას გულისხმობს. 25 წელია, ვნერგავთ სტანდარტებს, ხარისხსა და ინოვაციებს, რომლითაც ბაზარზე ლიდერები ვართ. ყოველდღიურად ჩვენი თითოეული თანამშრომელი მომხმარებელთან ურთიერთობაში უდიდეს შრომას დებს და სწორედ ამ შრომის შედეგია ჩვენი მუდმივი განვითარება, ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და რაც მთავარია, 25 წლის განმავლობაში მაღალი სტანდარტების შენარჩუნება როგორც სერვისში, ასევე მომხმარებელთან მიმართებით", - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

უახლოეს წლებში "მაკდონალდს საქართველო" კვლავინდებურად გეგმავს მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას, სხვადასხვა ქალაქებში ქსელის გაფართოებას და წარმატებული ისტორიის გაგრძელებას, რომლის მთავარი პრინციპი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების მუდმივი გაუმჯობესება და მეტი კომფორტის შექმნაა მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც "მაკდონალდსი" არამხოლოდ დაუვიწყარ გემოებთან, არამედ იმ გარემოსთან ასოცირდება, რომელიც ყველას გვაერთიანებს.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"