"მაკდონალდს საქართველოს" თბილისში რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბურთალოზე, დელისის მეტროსთან, მოგეხსენებათ, მუდმივად ხალხმრავლობაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტერიტორიაა არა მხოლოდ ადგილობრივებით, არამედ სტუდენტებით, მოსწავლეებით, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებით და შემთხვევითი გამვლელებით. ამ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახლოს ისეთი ობიექტის ქონა, რომელიც ყველას უყვარს, ამიტომ გატყობინებთ, რომ აქ, დელისიდან 1 წუთის სავალზე "მაკდონალდს საქართველოს" ახალი რესტორანი გაიხსნა.

ბრენდს წელს საქართველოში არსებობის 26 წლის იუბილე აქვს და სიმბოლურია, რომ 26 წლიანი ისტორიის შემდეგ, 26-ე რესტორნის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც 145 ადამიანს იტევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს საბურთალოზე უკვე რიგით მე-5, ხოლო ამ ქუჩაზე მესამე ფილიალია, თუმცა მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან მაინც საკმაოდ მაღალი იყო და ბრენდმაც გადაწყვიტა, ერთგული გულშემატკივრებისთვის გული არ დაეწყვიტა. ახალი "მაკდონალდსი" სტუმრებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე N42/44-ში 17 აპრილიდან მასპინძლობს, რომელსაც გამწვანებული გარე სივრცე აქვს, თვითმომსახურების განახლებული კიოსკები და მაკკაფეს კუთხე, სადაც უგემრიელესი დესერტების მენიუ, არომატული ყავა და გამორჩეული საუზმის მენიუ დახვდებათ.

აღსანიშნავი ისიცაა, რომ რესტორანი მთლიანად არის მორგებული მომხმარებლის თანამედროვე საჭიროებებზე და გათვალისწინებულია მათი მოთხოვნები და სურვილები. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მაკდონალდსმა, რომელიც გამოირჩევა მუდმივად სიახლეების დანერგვით, ამჯერად მობილურ აპლიკაციაში წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობა დაამატა. მაგალითად, ვისაც ცოტა დრო აქვს, შეუძლია, შეკვეთა წინასწარ, მობილური აპლიკაციიდან განახორციელოს, თავად შეარჩიოს რესტორნის ადგილმდებარეობა და 2 საათის განმავლობაში მივიდეს ადგილზე და აიღოს შეკვეთა. გარდა ამისა, ახალი რესტორანი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ მაკდონალდსში სტუმრობა განსაკუთრებით პატარებს უყვართ, ხოლო ბრენდის მთავარ მისიას მომხმარებლისთვის ბედნიერების მინიჭება წარმოადგენს, ახალი რესტორნის კარი საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" აღსაზრდელებისთვის გაიღო. მაკდონალდსის გუნდმა მათ მრავალი სახალისო აქტივობა შესთავაზა და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა.მაკდონალდსის სიმბოლოს – ჯადოსნური M-ის კიდევ ერთ მისამართზე განათება ნიშნავს, რომ ჯადოსნური მოგონებების კოლექციის შეგროვება არ სრულდება, რადგან მაკდონალდსს განსაკუთრებული, ემოციური ძალა აქვს. ის სხვადასხვა გზით ქმნის გამორჩეულ მომენტებს, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო, სწორედ ამ მისიის და იდეის გაგრძელებაა კიდევ ერთი ახალი სივრცეც.

ახალი რესტორნის ჩათვლით, თბილისში მაკდონალდსის – 19, საქართველოს მასშტაბით კი 26 რესტორანია. ახალ პროექტში, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნა, კომპანიამ 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 100-ამდე ადამიანი დაასაქმა.

მაკდონალდს საქართველო ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2200-ამდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მაკდონალდს საქართველოს, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შენატანმა თანხამ 8.5 მლნ ლარი შეადგინა. მაკდონალდს საქართველო 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნასა და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

სიახლეები

GAU და Cavea+ მარკეტინგის მსოფლიო რუკაზე

კოტლერის ბესტსელერი უკვე Amazon-ზეა