Get All Access for $5/mo

მაკდონალდსის ინვესტიციით საერთაშორისო სტანდარტების პურის საწარმო ბრედფილდი გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

29 ივნისს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო — ბრედფილდი გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნაში თემურ ჭყონიამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად მიიღო მონაწილეობა. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქტს როგორც საქართველოში, ისე ჩვენს რეგიონში შესთავაზებს.

ბრედფილდი პურით მოამარაგებს საქართველოში მაკდონალდსის ქსელის 18 რესტორანს, ძალიან მალე კი მისი მრავალფეროვანი, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქცია საცალო მარკეტებშიც გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრედფილდი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის ზრდას და იმპორტს ექსპორტით ჩაანაცვლებს. 2022 წლიდან საწარმოში დამზადებული პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც გავა და მაკდონალდსის ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარ რეგიონულ ჰაბს შექმნის.

საწარმოში საწყის ეტაპზე — 30, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე ბრედფილდმა ავსტრიელ ექსპერტებთან დაიწყო თანამშრომლობა. ისინი საწარმოს თანამშრომლებს თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას ადგილზე უზიარებენ.

ბრედფილდში პროდუქციის წარმოება საერთაშორისო და მაკდონალდსის სტანდარტებით მიმდინარეობს, ამასთან საწარმოს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და დანადგარებს რეგიონში ანალოგი არ გააჩნია. საწარმო უზრუნველყოფილია გარემოსდაცვითი აღჭურვილობით, რისი მეშვეობითაც მას გარემოზე ზემოქმედების ნული ეფექტი აქვს. ღუმელებზე დამონტაჟებულია დანადგარები, რომელთა მეშვეობით გამონაბოლქვი გარემოში არ გაიფრქვევა, ის გადამუშავდება და საწარმოში სითბოს მისაღებად გამოიყენება.

"ჩვენ გვსურს, ცხობის და პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით ახალი სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. მსოფლიოში ახალი ტენდენციაა ბურგერების სახლში მომზადება — ჩვენ მომხმარებლებს საქმის ნახევარს ვუმარტივებთ. ჩვენ ვისწრაფვით, რომ დავნერგოთ სტანდარტი კატეგორიაში და ხელი შევუწყოთ პურის კულტურის განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის ცხობა მეცნიერებაა, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს", — აცხადებენ ბრედფილდში.

საწარმო არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე იქნება ორიენტირებული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ბრედფილდში იგეგმება საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნა, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის სპეციალური ტურები ჩატარდება. ისინი შეძლებენ ქარხნის დათვალიერებას, პურის გამოცხობას, რაც სამომავლოდ დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლაბორატორია, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, ბრედფილდი მცირე მეწარმეებს, ბურგერ ბარებს, რესტორნებს და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორს მათზე მორგებულ პროდუქციასაც შესთავაზებს.

"ჩვენ ვისწრაფვით, რომ დავნერგოთ სტანდარტი კატეგორიაში და ხელი შევუწყოთ პურის კულტურის განვითარებას საქართველოში", — აცხადებენ კომპანიაში, რომელიც მომავალში უფრო მეტი სიახლით გაანებივრებს მის მომხმარებლებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი