Get All Access for $5/mo

მალე "ბეზოსის აკადემია" გაიხსნება, სადაც ბავშვი "მომხმარებელი იქნება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

სულ რამდენიმე დღე დარჩა და Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი "ბეზოსის პირველ აკადემიას" , უფასო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გახსნის ხელმოკლე ბავშვებისთვის.

ბეზოსმა თავის Instagram გვერდზე ერთ-ერთი კლასის ფოტო გააზიარა, და აცხადებს, რომ სკოლა, რომელიც ვაშინგტონში, დე მოინში მდებარეობს, 19 ოქტომბერს გაიხსნება და ის ერთ-ერთი პირველი იქნება საკმაოდ ბევრ უფასო დაწესებულებათაგან, რომლებიც ბავშვებისთვის იხსნება.

"ბეზოსის აკადემია" პირველი იქნება, რომელშიც მონტესორის მეთოდით იქნება სწავლება და ბავშვი "მომხმარებელი გახდება". ეს სკოლა ბეზოსის "პირველი დღის აკადემიის ფონდის" ნაწილია, რომლიც შესახებაც მან 2018 წელს გამოაცხადა.

მონტესორის მეთოდი ბავშვებს დამოუკიდებლობას აჩვევს, ასწავლის, როგორ უნდა დაადგინონ პრიორიტეტები, დაგეგმონ დრო და როგორ უნდა ითხოვონ დახმარება, როდესაც აუცილებელია. ეს უმნიშვნელოვანესი უნარები ამზადებს ბავშვს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს სწავლა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იხსნება და იქ მთელი დღე, მთელი წლის განმავლობაში უფასო იქნება სწავლა მისი მოსწავლეებისთვის.

ბეზოსის აკადემიის Instagram ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, გუნდმა ამ დაწესებულებების პროექტზე მუშაობა გასული წლის დასაწყისში დაიწყო. სხვა პოსტების მიხედვით, მათ აგვისტოში დაიწყეს ფოტოების გამოქვეყნება, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ მოგზაურობს ბეზოსი მონტესორის სკოლებში ქვეყნის მასშტაბით, და როგორ ხვდება ბავშვებს ნეშვილში და ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში.

ბეზოსმა განათლების პროექტის შესახებ 2018 წელს გამოაცხადა, და თავისი ორი საქველმოქმედო ინიციატივა წარადგინა: "პირველი დღის ოჯახების ფონდი" და "პირველი დღის აკადემიების ფონდი". ორივე ინიციატივას ბეზოსის "პირველი დღის ფონდი" აფინანსებს, რომელსაც მან თავის დროზე $2 მილიარდი გამოუყო.

"აკადემიების ფონდის" მისია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ქსელის შექმნა იყო, რომელშიც "ბავშვი მომხმარებელი იქნებოდა". ამ დაწესებულებებს უშუალოდ ბეზოსის ფონდი უხელმძღვანელებს, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს "სწავლის, გამოგონებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას" მისცემს, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.

სკოლებში პერსონალი ამ წლის დასაწყისში რამდენიმე პოზიციაზე უკვე აიყვანეს, მათ შორის, მონტესორის მეთოდის სპეციალისტები და სკოლის დირექტორი, იტყობინება GeekWire. აკადემიის ფონდს ამ ეტაპზე მაიკ ჯორჯი ხელმძღვანელობს, Amazon-ის Echo და Alexa-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია