მანქანის ჩამოყვანა უცხოეთიდან – რა განაპირობებს ჩინური ავტომობილების იმპორტის ზრდას საქართველოში?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, საქართველოს მოქალაქეები მეორადი ავტომობილების შეძენას უცხოეთის ბაზრებზე ამჯობინებენ. ამ მხრივ, ტრადიციულად, განსაკუთრებით პოპულარული იყო აშშ და იაპონია, თუმცა ბოლო წლებში აშკარად შეიმჩნევა ახალი ტენდენციაც – ავტო იმპორტი საგრძნობლად იზრდება ჩინეთიდანაც.
ეს ცვლილება არ არის შემთხვევითი. ქართველი მომხმარებელი სულ უფრო მეტად აქცევს ყურადღებას ფასისა და ხარისხის ბალანსს, რაც ყველაზე მეტად ჩინურ ავტომობილებს ახასიათებს.
რატომ არის პოპულარული ჩინური ავტომობილები?
ჩინური ავტომობილები საქართველოში რამდენიმე მიზეზის გამო გახდა პოპულარული. ქვემოთ მიმოვიხილავთ რამდენიმე მათგანს:
- ხელმისაწვდომი ფასი – ჩინური ავტომობილები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე მათი ამერიკული ან იაპონური ანალოგები.
- ხარისხი – უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჩინურმა ბრენდებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს ავტომობილის როგორც ტექნიკური მახასიათებლები, ისე უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტები.
- სრული კომპლექტაცია – თანამედროვე ინტერიერი, უსაფრთხოების სისტემები, მულტიმედია და ინოვაციური ფუნქციები დღეს უკვე ჩინური ავტომობილების სტანდარტად იქცა.
- ახალი მოდელების არჩევანი – მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ისეთი მოდელები, რომლებიც სხვა ბაზრებზე შედარებით მწირად არის წარმოდგენილი.
სხვა ბაზრები – აშშ და იაპონია
მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ავტომობილები სწრაფად იკავებს წამყვან პოზიციას, აშშ-სა და იაპონიის ბაზრები მაინც არ კარგავს პოპულარობას. აშშ-ის აუქციონები, როგორებიცაა Copart, IAAI და Manheim მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის დაზიანებულ ავტომობილებსაც, რომელთა შეკეთება შედარებით დაბალი ბიუჯეტითაა შესაძლებელი. იაპონურ ავტომობილები კი ცნობილია კარგი მდგომარეობით, რადგან ქვეყანაში ტექნიკური ინსპექტირების მაღალი სტანდარტებია დაწესებული.
რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდეთ ავტო იმპორტისას?
მანქანის ჩამოყვანა უცხოეთიდან მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით გამოუცდელი ადამიანისთვის. ძირითადი სირთულეებია:
- აუქციონებზე ნავიგაცია და მანქანის შეფასება – ხშირად დაზიანებები მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია ამოიცნოს.
- ფასის არასწორი დაანგარიშება – მომხმარებლები ზოგჯერ არ ითვალისწინებენ ტრანსპორტირების, დაზღვევის, პორტის, საბაჟო მოსაკრებლისა და კონტეინერის ხარჯებს.
- განბაჟება – ეს ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებულია. ხარჯების წინასწარ დასაანგარიშებლად გირჩევთ გამოიყენოთ ავტომობილის განბაჟების კალკულატორი.
როგორ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება?
თუ გსურთ თავი აარიდოთ ზედმეტ სირთულეებსა და ფინანსურ რისკებს, უმჯობესია პროცესის მართვა გამოცდილ კომპანიას მიანდოთ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო შუამავალი კი Carmark, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, მომხმარებლებს ეხმარება ავტომობილების უცხოეთიდან ჩამოყვანასა და ყველა საჭირო პროცედურის მართვაში. კომპანია უზრუნველყოფს როგორც მანქანის მოძიებას, ისე ტრანსპორტირებას, დოკუმენტაციის მომზადებას და განბაჟების პროცესში მხარდაჭერას.
Carmark-ის მომსახურებაზე უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის მხარდაჭერის გუნდს. საკონტაქტო ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.