"მაქსი": რუტინისგან გათავისუფლებული ენერგია ბიზნესის ზრდისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესში დიდი პრობლემები ხშირად გაუმართავი ბუღალტერიით იწყება. ერთი დაგვიანებული დოკუმენტით, არაზუსტი ჩანაწერით ან სამომავლოდ გადადებული საქმით. სწორედ ასეთი მცირე შეცდომებისგან იბადება ის ქაოსი, რომელიც კომპანიას დროსა და ყურადღებას ართმევს, ზრდისთვის საჭირო ენერგიას კი ყოველდღიურ რუტინაში ფანტავს.
ამიტომაც, ბაზარზე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება BDO-ს ბუღალტრული აუთსორსინგის სერვისი, რომელიც ერთი წინადადებით შეგვიძლია შემდეგნაირად დავახასიათოთ: ექსპერტების ხელში არსებული ავტომატიზებული, ინოვაციური ტექნოლოგია, ბუღალტრული პროცესების სამართავად. აღნიშნული სერვისი, რომელიც მოიცავს ყოველდღიურ საბუღალტრო ოპერაციებს, დეკლარირებას, პირველად დოკუმენტაციას, პერიოდულ ანგარიშგებას, კორექტირებასა და მუდმივ მხარდაჭერას, დამკვეთი კომპანიის ოპერირებისთვის ერთიან, გამართულ და ორგანიზებულ სისტემას ქმნის.
ამ სისტემის განუყრელი გმირი "მაქსია" - RPA რობოტი და BDO-ს ახალი, AI კამპანიის მთავარი მოქმედი პირი, რომელიც BDO-ს ექსპერტებს რუტინული სამუშაოს შესრულებაში ეხმარება. მაქსი წარმოადგენს პროგრამულ რობოტიზაციას და მუშაობს განმეორებად, წესებზე დაფუძნებულ და მაღალი სიზუსტის მოთხოვნის მქონე პროცესებზე, რაც ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკს და აჩქარებს რუტინულ სამუშაოს. რაც მთავარია, ამას უწყვეტ რეჟიმში აკეთებს.
BDO-ს აუთსორსინგ სერვისში "მაქსის" მთავარი უპირატესობა მხოლოდ სისწრაფე როდი გახლავთ, ის ბიზნესს ქაოსისა და რისკებისგან ათავისუფლებს.
"ჩვენი მოდელის სიძლიერე ტექნოლოგიისა და ადამიანური ექსპერტიზის სინთეზშია: პროგრამული რობოტი მართავს რუტინას, ხოლო პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს იმას, რაც ყველაზე ფასეულია ბიზნესისთვის - ობიექტურ განსჯას, ანალიზსა და სანდო მხარდაჭერას." - ამბობენ BDO-ს ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის გუნდში.
BDO-ს საკომუნიკაციო კამპანიაში "მაქსი" არ განასახიერებს ფუტურისტულ თანამშრომელს. პირიქით, ის არსებულ სამუშაო რეალობას აძლევს ხილულ ფორმას. ბუღალტრული პროცესების აუთსორსინგზე გადატანით ნებისმიერი დამკვეთი კომპანია ათავისუფლებს ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რათა ის ბიზნესის განვითარების სტრატეგიული ამოცანებისკენ მიმართოს. "მაქსი" სწორედ ამ გამოთავისუფლებული რესურსის სახეა. ენერგიისა, რომელიც რუტინასთან ბრძოლის ნაცვლად, განვითარებისკენ მიიმართება.
ამ კუთხით თუ შევხედავთ, "მაქსი" მხოლოდ საკომუნიკაციო ინსტრუმენტი აღარ არის, ის თანამედროვე ბიზნესსერვისის ახლებური ინტერპრეტაციაა. "მაქსი" იმ სიზუსტის სიმბოლოა, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მუშაობს და რომლის გარეშეც პროცესები ბევრად რთული იქნებოდა.
BDO-ში ამბობენ: "ბუღალტრულ აღრიცხვაზე საუბარი, როგორც წესი, სიმშრალესთან და ოფიციალურ ენასთან ასოცირდება. "მაქსი" ამ ჩარჩოს არღვევს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სერვისს ამარტივებს, არამედ იმიტომაც, რომ მის ნამდვილ ბუნებას აჩვენებს: დალაგებული ბუღალტერია, სინამდვილეში, ბიზნესის სიჯანსაღის პირველწყაროა. როცა ყველაფერი თავის ადგილზეა, ბიზნესი სხვანაირად სუნთქავს, სხვანაირად გეგმავს და სხვანაირად იზრდება."
ამიტომ, "მაქსი" უფრო მეტია, ვიდრე რობოტი. ის პერსონაჟად ქცეული სიზუსტე და პროცესად გარდასახული საიმედოობაა. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ტექნოლოგიას საკუთარი ხასიათი აქვს: მშვიდი, გამართული და მუდმივად საქმეში ჩართული.
მისი როლიც სწორედ ესაა: "მაქსი" ბიზნესს არ ჰპირდება შორეულ მომავალს, ის აქ და ახლა ქმნის ახლებულ რეალობას. მაშინ როდესაც, რუტინა ავტომატიზებულია, რისკები კი მინიმუმამდეა დაყვანილი, კომპანია იღებს არა უბრალოდ მომსახურებას, არამედ მყარ საყრდენს ყოველდღიურობაში. ბიზნესისთვის კი ხშირად სწორედ ეს არის ყველაზე ღირებული.