Get All Access for $5/mo

მარიამ ბებიაშვილი - კორპორაციული ცხოვრებიდან ინდივიდუალური კარიერის გზაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ ბებიაშვილი პროფესიით მარკეტერია. მისი კარიერა 14-წლიან სამუშაო გამოცდილებას მოიცავს. თავდაპირველად როგორც მარკეტინგის სპეციალისტი, შემდგომში კი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ. მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: "სანტე ჯიემთი პროდუქტები", "ჯიემთი ჯგუფი" - "პური გულიანი", "რიგი გასტროდუქანი", "ფუნიკულიორი" და "ვიანი".

"ახალი ბრენდის შექმნა ან რებრენდინგი - ჩემი სამუშაო გამოცდილება, ძირითადად, ამ მიმართულებებს უკავშირდება. გამიმართლა, რომ ყველგან, სადაც ვმუშაობდი, მარკეტინგი ბიზნესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. იქმნებოდა ბრენდის სტრატეგია და ეს განსაზღვრავდა როგორც მარკეტინგის დეპარტამენტის, ისე მთლიანი ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას. ეს არის მოდელი, რომლისაც მწამს და რომელსაც ჩემს სამუშაო სპეციფიკაში ვითვალისწინებ", - აღნიშნავს მარიამი.

ბრენდის სტრატეგიული მართვა ყოველთვის იყო მარიამის ინტერესის სფერო.

"როდესაც კონკრეტულ ბრენდზე ვმუშაობდი, ეს ბრენდი ჩემი მთავარი ინტერესის სფერო ხდებოდა, ჩემს მთელ ენერგიასა და რესურსს მის განვითარებაში ვდებდი.

ბუნებით სტრატეგი ვარ, არ ვიცი, გენეტიკის ბრალია, აღზრდის თუ ჰოროსკოპის, მაგრამ ძალიან მიყვარს დიდი სურათის დანახვა, საერთო იდეის მსახურება და თანმიმდევრულობა. ალბათ ეს მეხმარება საქმიანობაში, არასოდეს დავკარგო სტრატეგიული ფოკუსი".

მარიამმა მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მენეჯმენტში ბუდაპეშტში მოიპოვა, სადაც 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მიაჩნია, რომ მარკეტინგი, როგორც მეცნიერების სიღრმისეული ცოდნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც ბრენდის შექმნას ან მართვას იწყებ.

"სამუშაო გამოცდილების ზრდასთან ერთად დამოუკიდებელი დამკვეთების რიცხვმა იმატა და თვითნებურად კონსულტანტის ამპლუაში გადავინაცვლე, როგორც ბრენდ სტრატეგი. აქამდე თუ კომპანიის მხარეს, დამკვეთის როლში ვიყავი, ახლა შემსრულებლის როლში გადავედი. დამოუკიდებელი კარიერის შექმნა ჩემი ამჟამინდელი ფოკუსი და სტრატეგიაა".

ბრენდის სტრატეგიული მშენებლობა (ან სტრატეგიული ბრენდინგი) - ასე უწოდებს ბრენდის შექმნის პროცესს, რომლის უკან მკაფიო, მიზანმიმართული და გრძელვადიანი სტრატეგია დგას. სწორედ ეს არის ის მომსახურება, რომელსაც დამკვეთს სთავაზობს.

"ჩემი მომსახურება მათთვისაა, ვინც ახალი ბრენდის შექმნას ან ძველის გარდაქმნას გეგმავს, მაგრამ გრძელვადიანი ხედვითა და სტრატეგიული ფოკუსით: ვისაც სურს, ბრენდი იყოს ბიზნესის მამოძრავებელი ძალა და მისი ღირებულება მომხმარებლამდე სწორი ქმედებებით მიიტანოს.

როგორია გზა კორპორაციული ცხოვრებიდან ინდივიდუალურ კარიერამდე?

არ ვამბობ, რომ მარტივი. კორპორაციას თავისი სიმშვიდე და კომფორტი აქვს, გარანტირებული საქმე და შემოსავალი. მაგრამ შინაგანი ძალა მკარნახობს, რომ ახლა ამის დროა. რაც ამ გზას დიდი დოზით აქვს, თავისუფლება და მრავალფეროვნებაა. განსხვავებული ბრენდები, ადამიანები და საქმე, ბევრად მეტი დინამიკა და ხალისი".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"