Get All Access for $5/mo

მარიან სალზმანი: რას გვიმზადებს ახალი რეალობა? მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2022 წლის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად იზრდება გაურკვევლობა. დღის წესრიგში კი ახალი კითხვა ჩნდება - რას გვიმზადებს ახალი რეალობა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" გლობალური კომუნიკაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კულტურის კომენტატორი მარიან სალზმანი 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს - "Measuring Up What We Thought We Knew".

"დღეს ჩვენ ქაოსში ვცხოვრობთ - ერთი შეხედვით მარტივი სიტყვაა, რომელიც საკუთარ თავში კომპლექსურობას მოიცავს. იმაზე ფართო კომპლექსურობას, ვიდრე ადამიანის გონებას არა თუ არ შეუძლია გაუმკლავდეს მას, არამედ არ შეუძლია სრულად აღიქვას და გაიაზროს ის", - წერს მარიან სალზმანი.

ავტორის თანახმად, დღეს ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ ჩვენი მოლოდინების მართვით არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ კომპლექსურობა, როგორც ახალი რეალობა და მივიღოთ ის, როგორც ნორმა.

ახალ რეალობასთან გამკლავებისა და მოლოდინების გააზრების პროცესში კი მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება.

"დღეს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ყველგან მოისმენთ საუბარს. მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მომღერლები და მწერლები უკვე ღიად საუბრობენ დეპრესიასა თუ შფოთვაზე. ამ პრობლემის აქტუალობის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ახალი პროგრამების, ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების ყოველდღიურ ცხოვრებაში იმპლემენტაცია, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მაგალითად, ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არის: "ბრისტოლ-მაიერს სკუიბი (BMY)", "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" და "Whirpool Corp."- პანდემიის ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავების მიზნით, საკუთარ კომპანიებში დასაქმებულთათვის მხარდაჭერის სისტემებს ქმნიან, რათა ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში ინკლუზიურობასა და თანასწორობას". - აღნიშნავს მარიან სალზმანი.

კოვიდპანდემიის გავლენა აისახება არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ ორგანიზაციული ცხოვრების წესზეც. კოვიდ-19-მა სრულად შეცვალა სამყარო და მასთან ერთად ადამიანების ყოველდღიურობაც. ლოქდაუნის პერიოდში სახლიდან მუშაობამ დასაქმებულებს დაანახა, რომ საქმის პროდუქტიულად შესრულება სახლიდან გაუსვლელად ისევე ეფექტურად არის შესაძლებელი, როგორც ოფისიდან. შესაბამისად, აქტუალურ განხილვის თემად ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი იქცა.

"მას შემდეგ რაც სამყარო ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება - იღება ოფისები და ბიზნესები ჩვეულ საქმიანობას უბრუნდებიან, ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი ცხოვრების გადაფასება. ახალა ისინი ცილობენ გაარკვიონ, რა მოლოდინები აქვთ მათ საკუთარი სამსახურისგან? ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს ეკისრება პასუხისმგებლობა, დასაქმებულს შესთავაზოს არა მხოლოდ კარგი ანაზღაურება, არამედ თანასწორობა, ინკლუზიურობა და სოციალური სამართლიანობა", - წერს მარიან სალზმანი.

შესაბამისად, ორგანიზაციებმა დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ შესთავაზონ დასაქმებულებს პირობებისა და ბენეფიტების სწორი კომბინაცია, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, გაზარდონ სამუშაოთი კმაყოფილება. აქედან გამომდინარე, ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის შემოღება კომპანიების გარდაუვალი არჩევანი ხდება.

"Meta-მ, Google-მა და Twitter-მა დისტანციურად მუშაობის იმპლემენტაცია საკუთარ სამუშაო კანონმდებლობაში მოახდინეს. "ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" კი შეიმუშავა SmartWork მოდელი, რომელიც შესაძლებლობას აძლედისტანციურად და ოფისიდან მომუშავე გუნდის წევრებს, შეარჩიონ მათთვის სასურველი მუშაობის მოდელი… ჰიბრიდული მუშაობის მოდელს უახლოეს მომავალში სხვა კომპანიებიც გაიზიარებენ", - აღნიშნავს მარიან სალზმანი.

ამ ტენდენციის აქტუალობის ზრდასთან ერთად, ავტორი ქალაქების დაცარიელებასაც ვარაუდობს

"ისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ნიშნავს იმას, რომ მალე მოსახლეობის ნაწილი ქალაქგარეთ, მწვანე გარემოში აირჩევს საცხოვრებლად გადასვლას. აც, თავის მხრივ, გამოიწვევს კლიმატური ცვლილების გარდაუვალი შედეგების ერთგვარად შეფერხებას".

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ახალი რეალობის დადგომასა და მის შედეგებს მეცნიერება განსაზღვრავს. ვაქცინების წინააღმდეგ მოძრაობა სიახლე არ არის, თუმცა მეცნიერების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებამ იმ დონეს მიაღწია, რომ საფრთხეს უქმნის პროგრესს და რაც მთავარია, ხელს უწყობს კოვიდ-19-ის ფატალური შედეგების ზრდას.

"უმრავლესობა 2022 წელს ისევე იმედით ელოდება, როგორც ელოდებოდა 2021 წელს. თუმცა, ახლა ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ვირუსი უახლოეს პერიოდში არ გაქრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, რიგ ქვეყნებში კი კონსპირაციული თეორიები და პოლიტიკურად მართული პოლარიზაცია მეცნიერებაზე წინ დგას. ჩვენ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რომ მიზეზი ჩვენი საზოგადოებაა. და ალბათ, ჩვენი პერსონალური თუ პროფესიული ცხოვრებაც. თუმცა, 2022 წელი არ იქნება ისეთივე მოულოდნელობებით სავსე, როგორც 2020 წელი. მიუხედავად ამისა, ჭკვიანი მგზავრები ღვედს მაინც მჭიდროდ შეიკრავენ", - ამბობს მარიან სალზმანი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

მენეჯმენტი

თქვენი დამატებითი სამუშაო ზუსტად ახლა იწყება

დახმარება ხომ არ გჭირდებათ ახალი დამატებითი სამუშაოს დაწყებაში?

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე