Get All Access for $5/mo

მარკ ზაქერბერგი Meta-ს ''განახლებულ'' ღირებულებებზე ალაპარაკდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

META

"იქიდან გამომდინარე, რომ Meta-ს სახით, ჩვენი კომპანიისათვის ახალ თავს ვიწყებთ, ჩვენ ვაახლებთ ჩვენს ღირებულებებს, რომლითაც ამიერიდან ვიხელმძღვანელებთ", - განაცხადა მარკ ზაქერბერგმა საკუთარ Facebook გვერდზე.

გიგანტი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა Meta-ს თანამშრომლებისთვის წერილი გამოაქვეყნა, სადაც კომპანიის მასშტაბის ზრდასთან ერთად ცვლილებების გარდუვალობას უსვამს ხაზს.

"გასული წლის ბოლოს ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ახალი სახელი და ახალი ხედვები მომავლის მიმართ. ჩვენ ვიზრდებით და ამის კვალდაკვალ გააზრებულად უნდა მივუდგეთ იმას, თუ როგორ ვმუშაობთ და რა ღირებულებებს ვატარებთ", - აღნიშნავს ზაქერბერგი საკუთარ პოსტში.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ჩამოყალიბებული ღირებულებები საკმაოდ მდგრადი და პროგრესული აღმოჩნდა, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. დღესდღეობით Meta გლობალურ ბრენდად პოზიციონირებს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის გავლენებს ფლობს. "ჩვენ "მეტასამყარო" ვართ, რომელიც სოციალური ქსელების მომავალს ქმნის", - აცხადებს ზაქერბერგი, - "ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სასარგებლო კორპორატიული ღირებულებები, იდეების ერთობლიობაა, რომელთაც ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში ვიყენებთ. ღირებულებები აყალიბებს იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს კომპანიამ, იდეების რეალურ ცხოვრებაში გასატარებლად, ხოლო ახლა, ყველაზე სწორი დროა საიმისოდ, რომ განვაახლოთ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და საოპერაციო კულტურა".

Meta-ს პირველი პირი საკუთარ პოსტში ახალი ღირებულებების ოთხ ძირითად მიმართულებას გამოყოფს:

Move Fast - კონცეფცია, რომელიც ეხმარება კომპანიას და მის თანამშრომლებს ისწავლონ და გაიზარდონ სწრაფად და ეფექტიანად. მისი მარტივი ფორმულირებაა - "არ გადადო ხვალისთვის ის, რის გაკეთებაც დღეს შეგიძლია". როგორც პოსტშია ნათქვამი, წინსვლა უნდა მოხდეს ერთობლივად და ცალკეული ინდივიდების ხარჯზე.

Long-Term Impact"ჩვენ უნდა მივიღოთ გამოწვევები, რომლებიც ყველაზე ეფექტურ შედეგს მოგვცემს, თუნდაც წლების შემდეგ", - ამბობს ზაქერბერგი.

Live in the Future - კომპანიამ უნდა იმოქმედოს შეთანხმებულად და იყოს ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი მომავლის პროდუქტებისა, რომელსაც გუნდი ქმნის. ეს ყველაფერი დაეხმარება ადამიანებს ერთად იგრძნონ თავი, პლანეტის რომელ წერტილშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

Be Direct and Respect Your Colleagues - კულტურა, რომელშიც გუნდის წევრებს ერთმანეთის მიმართ პირდაპირი და სწორხაზოვანი დამოკიდებულება აქვთ, მზად არიან სათქმელი შეულამაზებლად გაუზიარონ ერთმანეთს. ამავდროულად, კომპანიაში ყველა პატივისცემით ექცევა კოლეგებს და აღიარებს, რომ Meta მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს აერთიანებს.

დასკვნის სახით, მარკ ზაქერბერგმა განაცხადა: "საბოლოო ჯამში, ღირებულებები არა ვებ-გვერდზე განთავსებული წარწერები, არამედ პასუხისმგებლობების ერთობლიობაა, რომელთაც ყოველდღიურად ვაკისრებთ ერთმანეთს და საკუთარ თავებს. მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ ამ ღირებულებებზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს თქვენთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია საკუთარი ისტორიის ახალ თავს წერს".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ