Get All Access for $5/mo

მარკ ზაქერბერგი თავის ქალიშვილს პროგრამირებას 3 წლიდან ასწავლის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაქერბერგი ძილის წინ როგორც წესი, თავის ორ პატარა ქალიშვილს პროგრამირებას ასწავლის. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა The Times of London-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ჩანსა და ზაქერბერგს ორი ქალიშვილი ჰყავთ, 5 წლის მაქსიმა და 4 წლის ოგასტი, მათ მოსწონთ მშობლის მოვალეობების შესრულება და მისი თანაბრად განაწილება. დილით ჩანი ამზადებს ბავშვებს საბავშვო ბაღისთვის, ხოლო ღამით კი, მარკი აწვენს მათ დასაძინებლად.

"ზოგჯერ ისინი ერთად კითხულობენ წიგნებს, ზოგჯერ კი პროგრამირებით არიან დაკავებულები. მარკი ოგასტს კოდირებას 3 წლის შემდეგ ასწავლის". - განაცხადა პრისცილამ.

ზაქერბერგი ებრაელია და ამ დროს, შვილებთან ერთად ძილის წინ ჩინური ენის მანდარინულ დიალექტზეც ლოცულობს, განუცხადა წარმოშობით ჩინელმა პრისცილა ჩანმა The Times-ს. გავრცელებული ინფორმაციით, ზაქერბერგმა თავად ისწავლა ჩინური ენა და 2014 წელს პეკინის ცინხუას უნივერსიტეტში 30 წუთიანი კითხვა-პასუხის სესია მთლიანად ჩინურ ენაზე ჩაატარა.

ამ წლის დასაწყისში ზაქერბერგმა Facebook-ის პოსტში გააზიარა თავისი ქალიშვილის, ოგასტის კოდირების სესიის ფოტო და კომენტარებში რამდენიმე დეტალზეც ისაუბრა ამ თემის გარშემო.

"უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბავშვისთვის ბეჭდვის სწავლება ნებისმიერი სხვა საქმეზე გაცილებით დიდ მოთმინებას მოითხოვს", - წერს ის, - "ზუსტად რომ ვთქვა, ოგასტი წუთში 1-2 სიტყვას კრეფს კომპიუტერზე. აკრეფს რამდენიმე ასოს სიტყვის შესადგენად, შემდეგ შეცდომას უშვებს, შემდეგ, შემთხვევით ერთის ნაცვლად სამჯერ აჭერს ხელს "წაშლას"და შემდეგ კი, მთელი სიტყვის ხელახლა აკრეფა უხდება, ასეთ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთლიანად გამოვდივარ მდგომარეობიდან ".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია