მარკეტინგული კამპანია საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც კომპანია Noxtton ახორციელებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
USAID-ის ეკონომიკის უსაფრთხოების პროგრამისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.
პროექტის აღმასრულებელ ორგანიზაციად დასახელდა ტექნოლოგიურ- საკონსულტაციო კომპანია Noxtton. ორგანიზაციას აქვს საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებული 500-ზე მეტი ციფრული პროექტი. Noxtton-ის გუნდი წარმოდგენილია საქართველოში, შვეიცარიასა და ესტონეთში, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის იმპლემენტაციას მთელს მსოფლიოში.
Პროექტის ფარგლებში, ინფლუენსერ კამპანიაში მონაწილეობას იღებდნენ კონტენტ კრეატორები იტალიიდან, კანადიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთა აუდიტორია ჯამურად 4 მილიონზე მეტ userbase-ს აერთიანებს.
თითოული კონტენტ კრეატორისთვის Მოხდა პერსონალიზირებული დღის წესრიგის შემუშავება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და ტურისტულ დანიშნულებად პოზიციონირებას Საერთაშორისო ბაზარზე.
''Მსგავსი მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, რომელიც მორგებულია მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტზე სამიზნე ქვეყნებიდან, ვფიქრობთ მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად ხდება წარმოჩენა და გაზიარება იმ პოტენციალის რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. დაგეგმილი ტურები სტუმრებისთვის მოიცავს სათავგადასავლო ტურიზმის თუ უბრალოდ მშვიდი დასვენების ელემენტებს, უნიკალურ ბუნებაში გასეირნებას და ქვეყნის უძველესი ისტორიის და კულტურის გაცნობას, გასტრონომიას და ა.შ, რაც შემდგომ კადრების და ემოციების გაზიარებით სრულდება მილიონობით აუდიტორიისთვის სტუმრების მიერ მათ სოციალურ გვერდებზე. ასეთი მასშტაბის კამპანიების ჩატარება საჭიროებს კვალიფიციურ, მცოდნე ადამიანების ჩართულობას, რომელთაც აქვთ ინოვაციური ხედვა და უნარები ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.'' - აღნიშნავს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
'' საქართველოში და შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ რეგიონში პიონერები ვართ იმ მეთოდოლოგიის დანერგვაში, რომელიც დაფუძნებულია Intenet Intelligence პლატფორმის გამოყენებაზე Influencer Marketing Campaign-ის მიმართულებით.
აღნიშნული მიდგომის დანერგვაში დაგვეხმარა ჩვენი ციფრული პროდუქტი Hapttic, რომელიც კონცენტირებულია Data/ML/AI-ის მიმართულებით.
მარტივად რომ ავხსნათ, ტრადიციული მეთოდოლოგიით ინფლუენსერების/კონტენტ კრეატორების მოძიება ხშირ შემთხვევაში ხდება მხოლოდ Follower-ების რაოდენობაზე დაფუძნებით. არავინ ახდენს კონტექსტის და შინაარსის კვლევას, რის გარშემოც იგეგმება მარკეტინგული კამპანია. უმეტესად სტატისტიკას ფლობენ მხოლოდ კონკრეტული პოსტის ჭრილში Insights-ებიდან.
ჩვენი მიდგომით კი კონკრეტულ კონტექსტზე, თემატიკაზე გვაქვს წინასწარ იდენტიფიცირებული იუზერების ინტერესის სფერო, ზუსტად ვიცით, რომელ ჩენელზე რა მიმართულებით არსებობს პოზიტიური სენტიმენტი. ვიცით, რაზე საუბრობენ Travel-ით დაინტერესებული იუზერები, როგორც ფოკისურებულ, ასევე გლობალურ თარგეთზე.
მაგალითისთვის, საქართველოს ტურიზმის უნიკალური და ავთენტური მიმართულების პოპულარიზაციისთვის შევარჩიეთ ისეთი კრეატორი
ვის სამიზნე აუდიოტორიასაც 25%-ზე მაღალი engagement rate ჰქონდა კონკრეტულად ამ სენტიმენტის მიმართულებით. Luxury lifestyle მიმართულებით დავიონბორდეთ ისეთი კრეატორი, ვისი აუდიტორიაც ახალი Luxury resort-ების ძიებაშია და მოცემულ სენტიმენტზე დავაფუძნეთ კამპანია.
ამ მიდგომით, აუდიტორიას მივაწოდეთ მათთვის რელევანტური კონტენტი, რამაც
Მაღალი Engagement და ROAS-ს დააგენერირა.
აღნიშნული სტრატეგიით კამპანიის ეფექტურობა მინიმუმ 20%-ით იზრდება.
ინფლეუნსერ კამპანიის ფინალური ანალიზის ფაზაზეც ასევე გამოყენებული იქნება Hapttic-ის პლატფორმა, რადგან შესაძლებლობა გვექნება კამპანიის დასრულების შემდგომ დეტალურად გავზომოთ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი Mention თუ სენტიმენტი.'' აღნიშნავს Noxtton-ის Account Director და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი, თათია კობერიძე.