Get All Access for $5/mo

მარნეულში ქალებმა მოსავლის შესანარჩუნებლად კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.

ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.

"სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ",- ამბობს ნაირა.

ნაირა პაქსაძე ფონდ "ტასოს" სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სიახლეები

ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა

17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში