Get All Access for $5/mo

Mato's Handmade - ექსკლუზიური სამკაულები გვანცა გოგოძისგან "სამეწარმეო სკოლის" დახმარებით შექმნილი კიდევ ერთი ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Mato's Handmade კიდევ ერთი ქართული წამოწყებაა, რომელიც დახვეწილ ხელნაკეთ აქსესუარებს უკავშირდება. ის გვანცა გოგოძეს ეკუთვნის. 2018 წელს სუტაჟის ტექნიკის შესწავლით დაინტერესდა და ამ საქმიანობას მიჰყო ხელი. ნამუშევრები შვილების სახელების ინიციალების ქვეშ გააერთიანა და სხვებისთვის მათ გაცნობას აქტიურად შეუდგა.

სუტაჟისა და შიბორის ტექნიკით შექმნილი ნამუშევრები წამოწყებიდან ორი წლის შემდეგ ბაზარზე საკმაო პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს. სამკაულები შიბორის ლენტის, სუტაჟის თასმის, ნატურალური ქვების, შუშის კრისტალების, ჩეხური ბისერის, ფურნიტურისა და სხვადასხვა ნახევრად ძვირფასი ქვების ოსტატური სინთეზით იქმნება. Mato's Handmade-ის მოდელები უმეტესად ექსკლუზიურია და ანალოგი არ მოეპოვება.

თავად სუტაჟი ბერძნული თასმაა, რომელიც საკმაოდ დამყოლია. მუშაობის დროს დამხმარე მასალებთან ერთად მისთვის ნებისმიერი მიმართულებისა და ფორმის მიცემაა შესაძლებელი, ხოლო შიბორი ნატურალური აბრეშუმის ლენტია, რომელიც ბუნებრივი საღებავითაა დაფერილი და ორთქლის მეშვეობით იპრესება. პლისეები კი, რომელიც დაპრესვის შედეგად წარმოიშვება, მუშაობის დროს ნაკეთობას განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს სძენს.

გვანცა შემოქმედებითი საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს. როგორც თავად აღნიშნავს, "სამეწარმეო სკოლაში" მიღებული ცოდნით და გამოცდილებით მან შეძლო საკუთარი ბიზნესის სწორი მიმართულებით წარმართვა და გრძელვადიანი გეგმების დასახვა.

"2019 წელს სოციალურ ქსელში შემთხვევით ვიპოვე მეგობრის მიერ გაზიარებული ლინკი, სადაც მითითებული იყო "სამეწარმეო სკოლის" სარეგისტრაციო ფორმა. შევავსე და მალევე დამიკავშირდნენ. ამ სკოლამ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემი ბიზნესის განვითარებაში. ტრენინგების შედეგად გავიგე, თუ როგორ უნდა ვაწარმოო სწორად სარეკლამო კამპანია და შევიტყვე არაერთი უცხოური პლატფორმის შესახებ, სადაც ჩემი პროდუქცია განვათავსე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამეწარმეო დამეხმარა გამევლო ტექნიკის კიდევ ერთი შემსწავლელი კურსი, რაც საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ბიზნესის განვითარებისთვის. ჩემი სამომომავლო მიზნები და გეგმები კი ასე გამოიყურება: მინდა შევქმნა (და ამაზე უკვე მუშაობა დაწყებული მაქვს) ე.წ. "თეთრი ხაზი", სადაც წარმოდგენილი იქნება იმავე ტექნიკებით დამზადებული სამკაულები და აქსესუარები, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ვინაიდან ეს ხაზი პატარძლებისთვისაა განკუთვნილი, კოლექციაში შემავალი ყველა ნაკეთობა ბხოლოდ თეთრი ფერის იქნება. აგრეთვე, მინდა თექისაგან ჩანთები შევკერო, რომელიც შიბორისა და სუტაჟის ტექნიკის ორნამენტებით გაფორმდება. ესენი შედარებით მარტივად განხორციელებადი გეგმებია. რაც შეეხება ცოტა შორეულს, მინდა მქონდეს სახელოსნო, სადაც მუშაობასა და მსურველებისათვის ხელსაქმის შესწავლას შევძლებ. აქვე იარსებებს საგამოფენო სივრცეც ნამუშევრებისთვის, სადაც ყველა სტუმარს საშუალება ექნება დაათვალიეროს და აარჩიოს სასურველი ნივთი უკვე კოლექციიდან, ან კატალოგიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი მოდელი, რომელსაც შემდეგ ექსკლუზიურად დავუმზადებთ", − გვანცა გოგოძე.

სტატია შექმნილია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია