Sponsored Content

მდგრადობის მიმართულებით BTU პროექტების სერიას აანონსებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

BTU-ში მდგრადობის ლაბი დაფუძნდა. ლაბის მიზანია მდგრადობის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების და მასალების შექმნა, სამეცნიერო კვლევების და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, საუნივერსიტეტო კამპუსის მდგრადობის გეგმის შექმნა და სხვა.

ლაბის მიერ საქართველოში პირველი, მდგრადობის სასწავლო მოდული შემუშავდა. სწავლება საბაკალავრო საფეხურზე უკვე მიმდინარეობს, სადოქტორო საფეხურზე კი აღნიშნული საკითხების სამეცნიერო კვლევები ხორციელდება. სასწავლო მოდული აერთიანებს საგნებს:

  1. ცირკულარული ეკონომიკა;
  2. პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევა და ბიზნესის მდგრადი განვითარება;
  3. მდგრადობა და ტექნოლოგიები;
  4. შესავალი კლიმატის ცვლილებების ფინანსებსა და ინვესტიციაში;
  5. კლიმატის ცვლილება.

BTU-ს მდგრადობის ლაბი თანამშრომლობას აანონსებს სახელმწიფო და კერძო სექტორთან, საერთაქშორისო ორგანიაციებთან, კვლევით ცენტრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დაგეგმილ პროექტებს შორისაა:

  • ცირკულარული ეკონომიკის სტუდენტური ბანაკები;
  • იდეათონები მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი მოდელების განვითარებისთვის;
  • ჰაკათონები ბიოტექნოლოგიების და სხვა სფეროების გარშემო;
  • Zero Waste სტრატეგიაზე მომუშავე სტუდენტური ჯგუფის ფორმირება და სერვისები მცირე ბიზნესისთვის;
  • პლასტმასის ნარჩენების მართვის ყოველთვიური აქტივობები, პასუხისმგებლიანი ქცევის გარშემო ცნობიერების ამაღლება;
  • პასუხისმგებლიანი ინვესტირების ადვოკატირება მეწარმეობის ცენტრის მიერ;
  • კარბონის კრედიტის გაანგარიშების, მართვის და მონეტიზაციის პროგრამები ბიზნესისთვის და სხვა.

აღსაღნიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, აგრეთვე დააანონსა კამპუსის მდგრადობის გეგმაზე მუშაობა. გეგმა საუკეთესო დასავლური პრაქტიკების გათვალისწინებით, შეიქმნება და მოიცავს გრძელვადიან Net Zero სტრატეგიას, ნარჩენების მართვის საუნივერსიტეტო წესის შემუშავებას, განახლებადი ენერგორესურსის ეტაპობრივი დანერგვას, ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობას და სხვა.

ლაბის ფარგლებში ჩატარდება დაინტერესებულ მხარეთა სისტემატიური ტრენინგები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები.