Get All Access for $5/mo

Meama Collect ზღვაზე დაბრუნდა | არომატული თავგადასავალი მზიანი ბათუმის სანაპიროზე გრძელდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა

ზღვის ტალღების ხმაური, მეამა ქოლექთის შუშხუნა კოქტეილები, თეთრი, ჰაეროვანი ფარდების შრიალი, ახალი ურთიერთობები, საინტერესო წიგნები და აღმოჩენები, ეიფორიული და სპონტანური, დაუგეგმავი მომენტები - თავგადასავლებით, წვეულებებით და ახალი ემოციებით სავსე ზაფხულის დღეების ათვლა უკვე დაიწყო.

გასულ ზაფხულს ბათუმის სანაპიროზე პირველად გამოჩნდა გამორჩეული ფორმის ორი ობიექტი - Meama Collect ზღვაზე, რომელიც მალევე იქცა საზაფხულო თავგადასავლების არომატულ წერტილად. ზაფხულის დაუვიწყარი დღეების შემდეგ ახალ სეზონზე კვლავ გაიხსნა მეამა ქოლექთი ზღვაზე. სანაპიროზე განთავსებულ ორიგინალური დიზაინისა და კონცეფციის ღია სივრცეში შესაძლებელი იქნება ახალი, არომატული და განსხვავებული რეცეპტებით შექმნილი ყავისა და ჩაის სასმელების დაგემოვნება. მეამას ყავის ტექნოლოგების მიერ შექმნილი ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო, ფერადი, ჯანსაღი და ორგანული კოქტეილები ცხელი ზაფხულის დღეების განუყოფელი ნაწილია.

მეამა ქოლექთი ადამიანების და ურთიერთობების გადაკვეთის ის წერტილია, რომელიც შემთხვევით შეხვედრებს, მოგზაურობებს და დაუგეგმავ წუთებს სასიამოვნო, სამახსოვრო და დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს.

ასაის ლატე, კენკრის შუშხუნა, ცივი მოკა, შოკოლადის და ორცხობილას ცივი ლატე, სპირულინას სმუზი, ცივი ჩაის მინთი - მეამა ქოლექთის ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი, განსხვავებული კონცეფციის ღია სივრცის ობიექტი მხოლოდ არომატული სასმელებით არ ქმნის საზაფხულო ემოციების ზღვას - ბათუმის სანაპიროზე, ოქროსფერი სხივების ქვეშ, ტალღების ხმაურში დასვენებისას, ცივი ყავისა და ჩაის ეგზოტიკურ, თუ ორგანულ კოქტეილებთან ერთად შესაძლებელია, სხვადასხვა სასიამოვნო აქტივობით დაკავებაც: მეამას ბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნების შერჩევა და დასვენების დროს საყვარელი ავტორების წაკითხვა.

მეამა ქოლექთის არქიტექტურული კონცეფცია და დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის და წელს ის საერთაშორისო კონკურსის The Architizer A+Awards-ის Pop Up და დროებითი ნაგებობების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

მეამა ქოლექთი ზღვაზე შეგიძლია ბათუმის სანაპიროს ორ ლოკაციაზე აღმოაჩინო: 26 მაისის ქუჩასთან, სასტუმრო "შერატონის" მიმდებარედ და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ, სასტუმრო "კოლიზეუმთან".

სიმშვიდე, ახლად აღმოჩენილი მელოდიები, თეთრი ფარდები, ცხელი კენჭები, მეამა ქოლექთის ცივი კოქტეილები თუ მზის ოქროსფერი სხივები.

შენთვის რასთან ასოცირდება ზაფხული და ზღვა?

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო