Sponsored Content

მეამა ქოლექთის განსხვავებული კონცეფციის ახალი ფილიალი აბაშიძის ქუჩაზე გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე კონტეინერის კონცეფციის "მეამა ქოლექთის" პირველი ობიექტი გაიხსნა.

განსხვავებული და დასამახსოვრებელი დიზაინის მქონე ახალი "მეამა ქოლექთი" სრულად ცვლის არსებულ კონცეფციას. ცალკე მდგომ ობიექტში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს მისთვის საყვარელი მეამას ყავისა და ჩაის კაფსულებზე დაფუძნებული სხვადასხვა სახეობის სასმელი და სურვილის შემთხვევაში, იქვე, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში დააგემოვნოს ის.

"მეამა ქოლექთის" ახალ ობიექტში სიახლეებიც არის - განსაკუთრებული გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ცხელი შოკოლადი და რამდენიმე სახეობის ახალი კოქტეილი დააგემოვნონ და ასევე, მეამას სასურველი ყავისა და ჩაის კაფსულებიც შეიძინონ.

კონტეინერის კონცეფციის ობიექტი ეკო-მეგობრული პროექტია, რომელიც მეორად კონტეინერებს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და "მეამა ქოლექთის" მომხმარებელს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ახალი "მეამა ქოლექთის" პროექტი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს, ხოლო შესრულება სამშენებლო კომპანია "იუნიქს დეველოპმენტს" ეკუთვნის.

"მეამა ქოლექთის" ობიექტები ამჟამად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავშია განთავსებული. 2023 წელს მათი რაოდენობის ზრდა და მომხმარებლისთვის ბევრი საინტერესო სიახლის შეთავაზება იგეგმება.