"მეიჯერელ საქართველოს" ნაბიჯები თანამშრომლებში ვაქცინაციის წასახალისებლად
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur-ის მკითხველი კარგად იცნობს საერთაშორისო კომპანია "მეიჯერელ საქართველოს", რომელიც მსოფლიო მასშტაბით ბიზნესპროცესების აუთსორსინგითაა დაკავებული.
"მეიჯერელ საქართველოს" გუნდი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და პანდემიის დასრულების რთულ საქმეში თითოეული მოქალაქის როლს კარგად აცნობიერებს. სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანიაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ვაქცინაციის წასახალისებლად, უკვე არაერთი ღონისძიება დაიგეგმა.
აღსანიშნავია, რომ "მეიჯერელში" სრულად აცრილ ყოველ თანამშრომელს ერთჯერადი ბონუსი გადაეცემა. გარდა ამისა, კომპანია წლის ბოლომდე რამდენიმე სპეციალური ლატარიის ჩატარებას გეგმავს, სადაც ისეთ პრიზებს გაათამაშებს, როგორებიცაა: სკუტერი, Airpods, Apple watch, Marshall Speaker, ფოტოაპარატი Instax Mini 11, Iphone 12 და ა.შ.
კომპანიის რეგიონული პანდემიის მენეჯერი, საკუთარ გუნდთან ერთად, თანამშრომლებს აქტიურად უჭერს მხარს, აწვდის მათ საჭირო ინფორმაციას "კოვიდ-19"-ის, უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის შესახებ, და გადაწყვეტილების მიღებაში ნებისმიერ მსურველს ეხმარება.
"მეიჯერელში" ფიქრობენ, რომ პანდემიის დასრულება მხოლოდ ერთიანი ძალებითა და ვაქცინაციითაა შესაძლებელი. ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, რითაც საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს დაიცავს. პანდემიის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში, "მეიჯერელმა" ყველა საჭირო ღონისძიება ჩაატარა თანამშრომლებისათვის უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო პროცესის უზრუნველსაყოფად:
● 2020 წლის დეკემბრიდან, ყველა თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდება, იზოლაციის პერიოდის შესამსუბუქებლად, კომპანია Wolt-ის 240-ლარიან ვაუჩერს გადასცემს;
● პანდემიის თანმდევ სტრესთან გასამკლავებლად, "მეიჯერელი" ნებისმიერი თანამშრომლისათვის პროფესიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების მომსახურებას აფინანსებს.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კომპანიის ოთხივე ოფისში მკაცრადაა დაცული ყველა ის რეკომენდაცია და რეგულაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა გაცემული.