MEP სისტემების სფეროში ოქროს ბრენდის ტიტული "იმპოსტი მეპ"-მა მოიპოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ღონისძიება -"ოქროს ბრენდი" წელს უკვე 21-ედ გაიმართა. 20 ივნისს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე სხვადასხვა დარგის ლიდერი კომპანიები გამოვლინდნენ, ხოლო MEP სისტემების კატეგორიაში ნომერ პირველი ოქროს ბრენდის სტატუსი კომპანია "იმპოსტი მეპ"-ს მიენიჭა.

კომპანია ქართულ ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში ოპერირებს და საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და განხორციელების მიმართულებით ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. "იმპოსტი მეპ" მომხმარებლებს სთავაზობს სრულყოფილ MEP მომსახურებას, რომელიც მოიცავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს, ელექტრო სისტემებსა და სუსტი დენების ინფრასტრუქტურას.
"ოქროს ბრენდის" ჯილდოს მოპოვება არა მხოლოდ კომპანიის გუნდის პროფესიონალიზმის აღიარებაა, არამედ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც "იმპოსტი მეპ"-ს ბაზრის ლიდერის პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცების შესაძლებლობას აძლევს. ეს წარმატება ადასტურებს, რომ კომპანია აგრძელებს განვითარებას, ინოვაციების დანერგვას და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურების შეთავაზებას.