მეტი, ვიდრე მიტანის სერვისი - როგორ ცვლის ტექნოლოგიური პლატფორმა ადგილობრივ ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხშირად რამდენიმე ბარიერი აფერხებს: დედაქალაქთან შედარებით მცირე ბაზარი, ლოგისტიკური ხარჯები და გაყიდვების, მათ შორის ციფრული გაყიდვების არხების ნაკლებობა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თითოეული ამ გამოწვევის დამოუკიდებლად გადაჭრა დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

ტექნოლოგიური პლატფორმების რეგიონებში გავრცელება ამ ვითარებას ნელ-ნელა ცვლის. ამის ერთ-ერთი მაგალითია Wolt, რომელიც თბილისში ოპერირების პარალელურად, წარმოდგენილია თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში.

პლატფორმის რეგიონებში ოპერირება მხოლოდ საკვების მიტანას არ გულისხმობს. Wolt-ის საშუალებით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სუპერმარკეტები, აფთიაქები, ტექნიკისა და სხვა პროფილის მაღაზიები. შედეგად, პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს ადგილობრივ ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პარტნიორ კურიერებს და მათ შორის ციფრულ ეკოსისტემას ქმნის.

"რეგიონებში ჩვენი მიზანი მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება არ არის. გვინდა, ადგილობრივ ბიზნესებს მივცეთ წვდომა ტექნოლოგიებსა და უფრო ფართო მომხმარებელთა ბაზაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმაზე ვხედავთ როგორც უკვე ცნობილ ადგილობრივ ბრენდებს, ისე ახალ, მცირე ბიზნესებს, რომლებსაც ციფრული გაყიდვების არხი ზრდის დამატებით შესაძლებლობას აძლევს," — ამბობს Wolt საქართველოს წარმომადგენელი.

მეტი მომხმარებელი - მეტი შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის

რეგიონებში მოქმედი ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდაა.

Wolt-ზე წარმოდგენით ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევა პროდუქტი იმ მომხმარებლებსაც შესთავაზოს, რომლებიც მის ფიზიკურ სივრცეში შესაძლოა საერთოდ არ მოხვედრილიყვნენ.

ბიზნესისთვის ეს დამატებითი გაყიდვების არხია, რომლის შესაქმნელადაც არ სჭირდება შეკვეთების საკუთარი სისტემის შექმნა. მცირე ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს უკვე არსებული ციფრული ინფრასტრუქტურა და მეტი რესურსი თავად პროდუქტისა თუ მომსახურების განვითარებას მოახმაროს.

"ჩვენს რესტორანს ქალაქში წლებია იცნობენ და ერთგული მომხმარებელიც გვყავს, თუმცა ციფრული არხი სხვა ტიპის მომხმარებელთან გვაკავშირებს. არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება რესტორანში ხშირად არ მოდიოდნენ, მაგრამ Wolt-იდან რეგულარულად გვიკვეთავენ. დღეს ეს ჩვენთვის უკვე დამატებითი და სტაბილური გაყიდვების არხია," - ამბობს LIME მენეჯერი თამარა კუკულაძე

ლოჯისტიკა ამ პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მცირე კაფეს, საცხობსა თუ მაღაზიას საკუთარი საკურიერო გუნდის შექმნა და მართვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. Wolt-ის მოდელში პარტნიორი ობიექტი შეკვეთას პლატფორმის საშუალებით იღებს, ხოლო მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანას პარტნიორი კურიერი უზრუნველყოფს.

მცირე ბიზნესისთვის და სტარტაპებისთვის - ნაკლები ბარიერი ბაზარზე შესასვლელად

ტექნოლოგიური პლატფორმების მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალი ბიზნესების შემთხვევაში.

ასეთი ბიზნესისთვის მთავარი დაბრკოლება შესაძლოა არა წარმოება, არამედ პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანა გახდეს. Wolt-ის მსგავსი პლატფორმა ამ ბარიერს ამცირებს და მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს უფრო ფართო ბაზრის ნაწილი გახდეს.

დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობები რეგიონებში

Wolt-ის რეგიონული ოპერირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარტნიორი კურიერებისთვის შექმნილი დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა.

ამ მოდელის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მოქნილობაა. პარტნიორი კურიერი თავად განსაზღვრავს, როდის და რამდენ ხანს სურს შეკვეთების შესრულება. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს დამატებითი შემოსავლის წყარო მათთვის, ვინც სწავლობს, სხვა საქმიანობას უთავსებს ან სრულ განაკვეთზე მუშაობას არ გეგმავს.

"ჩემთვის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დროს თავად ვანაწილებ. შემიძლია რამდენიმე საათი შევასრულო შეკვეთები და ეს სხვა საქმესაც შევუთავსო. რეგიონში დამატებითი შემოსავლის ასეთი შესაძლებლობა ბევრი არ არის და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის სხვა ქალაქში წასვლა არ მჭირდება," - ამბობს Wolt-ის პარტნიორი კურიერი ოთო რაფავა

რეგიონებში ასეთ შესაძლებლობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევანი ხშირად უფრო შეზღუდულია, ვიდრე დედაქალაქში. მოქნილი ეკონომიკური აქტივობის ახალი ფორმები კი ადამიანებს საშუალებას აძლევს დამატებითი შემოსავალი საკუთარ ქალაქში მიიღონ.

იცვლება მომხმარებლის ყოველდღიურობაც

რეგიონებში ციფრული სერვისების გავრცელებას ეკონომიკურთან ერთად ცხოვრების ხარისხის განზომილებაც აქვს.

მიტანის სერვისი წლების განმავლობაში ძირითადად დიდი ქალაქების ცხოვრების წესთან ასოცირდებოდა. დღეს კი რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლისთვისაც ჩვეულებრივი ხდება ერთი აპლიკაციიდან შეუკვეთოს საკვები, სასურსათო პროდუქტი, აფთიაქის თუ სხვა ყოველდღიური საჭიროების პროდუქცია.

შესაბამისად, იცვლება არა მხოლოდ პროდუქტის შეძენის ფორმა, არამედ ცხოვრების სტილიც.

მეტი, ვიდრე მიტანის სერვისი

Wolt-ის რეგიონებში მუშაობის უფრო ფართო ეკონომიკურ ჭრილში განხილვისას ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი იკვეთება: მეტი მომხმარებელი ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ პროდუქციასა და სერვისებზე; გაზრდილი მოთხოვნა დამატებითი გაყიდვების შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესებს; მეტი შეკვეთა პარტნიორი კურიერებისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს; ბიზნესების ზრდა კი, პლატფორმაზე ახალ კომპანიებს იზიდავს და მომხმარებლის არჩევანს კიდევ უფრო აფართოებს.

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური პლატფორმა რეგიონული ეკონომიკის განვითარების ყველა გამოწვევას ვერ გადაწყვეტს. თუმცა, მას შეუძლია შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც ბიზნესს ბაზარზე წვდომას უმარტივებს, ადამიანებს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მომხმარებელს მეტ არჩევანსა და ყოველდღიურ კომფორტს უქმნის.

ამიტომ Wolt-ის რეგიონებში ოპერირება ციფრული ეკონომიკის თანდათანობითი დეცენტრალიზაციის უფრო ფართო პროცესის ნაწილადაც შეიძლება განვიხილოთ. რაც უფრო მეტი ადგილობრივი ბიზნესი, მომხმარებელი და პარტნიორი კურიერი ერთვება ამ ეკოსისტემაში, მით უფრო ვითარდება ტექნოლოგიებით შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოს ქალაქებში.