Get All Access for $5/mo

მიხეილ ხიდურელი - ''ჩვენს მიერ თანადაფინანსებულმა ერთმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი მოუტანა ბიზნესს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" თავისი პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.

რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ნაწილის ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15.3 ლარი, კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში - 4.5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1.6 ლარი.

"სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამები 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, განხორციელდა 8800 პროექტი, რაც ჯამურად 58 000 სამუშაო ადგილს ნიშნავს, თუმცა სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა დგას ამ ციფრების უკან. ჩვენ შევაფასეთ თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა, რომელიც სააგენტომ თანადაფინანსებით გავეცით და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ თვითკრიტიკულები და მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ პრობლემებზე. დღევანდელი სურათი არის საკმაოდ პოზიტიური. ერთმა თანადაფინანსებულმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი დაუგენერირა ბიზნესს, ასევე 1,6-ჯერ მეტი ლარი შეიტანა გადასახადების სახით ბიუჯეტში და თითოეულმა ლარმა შექმნა 5 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი. რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამები ახდენენ პირდაპირ, სწრაფ და გაზომვად ეფექტს ჩვენს ეკონომიკაზე", - აცხადებს სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, - "ამ ეტაპზე, გამოწვევად რჩება სამუშაო ძალა და კვალიფიკაცია. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ზრდის, ანუ Growth hub-ების კონცეპციის დანერგვას. საქართველოს სამ რეგიონში საპილოტედ გვექნება ფიზიკური სივრცე, სადაც იქნებიან როგორც მარკეტინგის, ისე ფინანსების და ზოგადი მენეჯმენტის ექსპერტები, რომლებიც რეგიონში არსებულ ბიზნესებს, როგორც ჩვენს ბენეფიციარებს, ისე დანარჩენებს, დაეხმარებიან ისეთი ბაზისური უნარების დაუფლებაში, როგორიცაა: Booking.com-ზე რეგისტრაცია, ბიზნეს გეგმის შედგენა, ფინანსური ანალიზი და ა.შ. ჩვენ ვფართოვდებით რეგიონებში, როგორც პროგრამებით, ისე მათი მხარდაჭერის კუთხით".

დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტების ფარგლებში შეიქმნება 58,000-მდე სამუშაო ადგილი.

"ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინეთ დღეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენი შიდა შეფასებებით, არამედ GIZ-ის ექსპერტების ჩართულობით გაკეთებული ეკონომიკური ზეგავლენის შეფასებაა, იმ პროექტებისა, რომლებსაც "აწარმოე საქართველოში" წლების განმავლობაში ახორციელებს. ხშირად არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტიანია სააგენტოს მუშაობა, რა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და რამდენად შესაძლებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ პროგრამების გარეშე მიეღო იგივე შედეგი. ამ კვლევამ დეტალურად აჩვენა თუ რამდენად განსხვავდება პროგრამაში მონაწილე კომპანიების შედეგები, ზოგადად სექტორის საშუალო შედეგებისგან, რამდენად უფრო მდგრადია, რამდენად უფრო სწრაფად იზრდება მათი შემოსავალი და ასევე საბიუჯეტო თვალსაზრისითაც რამდენად მნიშვნელოვანია. პრეზენტაციაზე ნახსენები იყო, რომ ყოველ ინვესტირებულ ერთ ლარზე, სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1,6 ლარი პირველსავე წელს უბრუნდება. მინიმუმ ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად უნდა გააგრძელოს, რათა მათ მოახერხონ ეკონომიკური შოკების გადალახვა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე