Cyber Week Sale! 50% Off All Access

მილიარდერი, რომელიც "კოსმოსურ რბოლაში" მასკისა და ბეზოსის დამარცხებას გეგმავს Virgin Galactic-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი შესაძლოა კოსმოსში Blue Origin-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლებზე ადრე გაფრინდეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Time

რიჩარდ ბრენსონი, შესაძლოა ცნობილი კოსმოსური ორგანიზაციების დამფუძნებელთა ტრიადიდან პირველი აღმოჩნდეს, ვინც თავად გაფრინდება კოსმოსში

7 ივნისს, Blue Origin-მა განაცხადა, რომ მისი დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში პირველად გაფრინდება. იმავე დღეს, Virgin Galactic-მა გაავრცელა განცხადება, რომ რიჩარდ ბრენსონი, სუბორბიტალურ ფრენას 4 ივლისს განახორციელებს.

ეს სიახლეები, საეტაპო მნიშვნელობისაა, სამოქალაქო კოსმოსური ტურიზმის დაფუძნების გზაზე. Blue Origin, Virgin Galactic და SpaceX უკვე წლებია ტურისტული დანიშნულების კოსმოსურ ფრენებზე მუშაობენ და თავად დამფუძნებლების მიერ შესრულებული ფრენები, ერთი მხრივ მსგავსი ექსტრემალური აქტივობის უსაფრთხოებას დაუმტკიცებს საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ - პოპულარიზებას გაუწევს მოგზაურობის ამ ახალ ტიპს.

რიჩარდ ბრენსონმა, ჯეფ ბეზოსსა და მის ძმას ამ სიახლის შესახებ ტვიტერის საშუალებით მიულოცა.

Virgin Galactic-ს, მისი დამფუძნებლის კოსმოსში გასაფრენად, სამოქალაქო ავიაციის ფედერალური უწყებიდან ნებართვის აღება მოუწევს. ამ დროისთვის, კომპანია მხოლოდ საცდელი, არაკომერციული ფრენების ლიცენზიას ფლობს, რის ფარგლებშიც ბრენსონისა და კიდევ 5 სამოქალაქო პირის ბორტზე ყოფნა დაუშვებელია.

ასევე ცნობილია, რომ Virgin Galactic-მა 4 ივლისის ფრენა მას შემდეგ დაგეგმა, რაც Blue Origin-ის განცხადების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

Virgin Galactic-ის ფრენის დეტალები ბუნდოვანია და დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბრენსონი SpaceShipTwo რაკეტით გაფრინდება, რომელსაც სპეციალურად ამ მოვლენისთვის - VSS Unity-ს სახელი მიენიჭა.

ამ რაკეტის სატესტო ფრენა, 22 მაისს, ნიუ-მეხიკოს კოსმოდრომიდან, უკვე ჩატარდა და მან დაახლოებით 90 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია.

VSS Unity განკუთვნილია 6 ადამიანის, 2 საათიანი სუბორბიტალური ფრენის უზრუნველსაყოფად. ისინი უწონადობას, დედამიწაზე დაბრუნებამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში იგრძნობენ.

რაც შეეხება Blue Origin-ის გეგმებს, ბეზოსის პირველი რეისი, რომელიც ორშაბათს დაანონსდა, 6 სამოქალაქო პირისათვის "კარმანის ზოლს" მიღმა, 10 წუთიან ფრენას უზრუნველყოფს. ეს ზოლი დედამიწიდან დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზეა და დედამიწის ატმოსფეროსა და ღია კოსმოსს შორის საზღვრადაა მიჩნეული. კოსმოსური რაკეტა New Shepard, დასავლეთ ტეხასის კოსმოდრომიდან აფრინდება.

Blue Origin, ერთ-ერთი მგზავრის ვინაობას, ონლაინ აუქციონის საშუალებით ადგენდა. ორშაბათისათვის აუქციონის შემოსავალმა 2,8 მილიონი დოლარი შეადგინა, მასში 6000-მდე ადამიანმა, 143 ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა.

რაკეტის ბორტზე - ჯეფ ბეზოსი, მისი ძმა - მარკი და აუქციონის გამარჯვებული, სამ, ამ ეტაპზე უცნობ ეკიპაჟის წევრთან ერთად მოთავსდებიან.

ბრენსონის კოსმოსურ ფრენას უკვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. უმეტესობა ორგანიზაციებისა, "კარმანის ზოლს" 62 მილის, ანუ დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავლებს. თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. შეერთებული შტატების საჰაერო ძალები და NASA, ზღვრად 50 მილს, ანუ დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეს მიიჩნევენ.

პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გავა ღია კოსმოსში პირველი, დამოკიდებულია იმაზე, თუ კოსმოსის საზღვრის რომელ განმარტებას მივიჩნევთ ავტორიტეტულად, ვინაიდან ბრენსონი 100 კილომეტრი სიმაღლის გადაკვეთას არ გეგმავს.

აქვე ჩნდება კანონზომიერი კითხვა - რას აპირებს ილონ მასკი და როდის გეგმავს იგი თავის კოსმოსურ მოგზაურობას?

მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟიანი ფრენა SpaceX-მა 2020 წლის მაისში განახორციელა, მასში მონაწილეობა თავად კომპანიის დამფუძნებელს არ მიუღია.

2018 წელს, მასკმა იაპონელ მილიარდერ, იუსაკუ მაეძავასთან ერთად, 2023 წელს მთვარის გარშემო მოგზაურობის ინტერესი გამოთქვა. გარდა ამისა, მას არაერთხელ უთქვამს, რომ სურს მარსზე გარდაიცვალოს მას შემდეგ, რაც 2050 წელს "წითელ პლანეტაზე" დასახლებას გააშენებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ილონ მასკი აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა "კოსმოსურ ფერხულს" არ ჩამორჩეს, თუმცა კონკრეტულად როდის და რა გზებით, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

15 ნაბიჯი ნებისმიერი მიზნის მისაღწევად

უპირველესად, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, გეგმა შეადგინეთ, მოქმედება დაიწყეთ და შემდეგ შედეგებს გადახედეთ. ეს გზა არასოდეს გიმტყუნებთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს