Join our Waitlist for Expert Advice!

მოდუსმა მომხმარებლებსა და პარტნიორებს კომპანია Betek-ის ახალი პროდუქცია მასშტაბურ ღონისძიებაზე წარუდგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მოდუსი" ის კომპანიაა, რომელსაც მომხმარებელი კარგად იცნობს და წლების განმავლობაში სრულ ნდობას უცხადებს. ის ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს წარმატებით ოპერირებს. სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე ჰიპერმარკეტების ქსელით არის წარმოდგენილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "მოდუსი" მსოფლიო ბაზარზე ლიდერ კომპანიებთან თანამშრომლობს და მათთან ერთად მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამ პარტნიორებს შორის არის მსოფლიო ბაზარზე რეპუტაციით ცნობილი მწარმოებელი Betek-ი, რომლის პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სწორედ "მოდუსია". დღესდღეობით "მოდუსის" ქსელში Betek-ი ძირითადად ლაქ-საღებავების კატეგორიის პროდუქციით არის წარმოდგენილი.

სექტემბრის ბოლოს "მოდუსმა" ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისსა და ბათუმში "ბეტეკის" ახალი ტიპის საღებავების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მიწვეულები იყვნენ "მოდუსის" პარტნიორი ხელოსნები, ინტერიერის დიზაინერები და ასევე სხვა პარტნიორები. პრეზენტაციას "ბეტეკის" თურქეთის წარმომადგენლობა უძღვებოდა.

სამშენებლო და სარემონტო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ეს პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამდენადაც "ბეტეკი" ინდუსტრიის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. კომპანიას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ის 1988 წელს თურქეთში დაარსდა. შეკვეთების დიდი რაოდენობით, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლითა და მარკეტინგის სისტემების წარმატებით დანერგვით "ბეტეკმა" წლებთან ერთად დიდი პროგრესი განიცადა. სამშენებლო მასალებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე დაიწყო ახალი ბაზრების ძიება და პროდუქციის სელექციაში სამშენებლო საღებავები დაამატა. 1993 წელს კი მწარმოებელმა თავის პროდუქციას დეკორატიული ხაზიც შემატა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობებით თავისი ცნობადობა გლობალურ ბაზარზეც გაზარდა. ეს თანამშრომლობა გახდა მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც "ბეტეკისთვის", ასევე თურქეთის საღებავის ინდუსტრიისთვის. "ბეტეკმა" წარმოების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით წამყვანი და ინოვაციური ბრენდის რეპუტაცია მოიპოვა. 2019 წელს კომპანია ძლიერ საერთაშორისო მოთამაშედ იქცა, როდესაც ის მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საღებავის მწარმოებელმა და ტექნოლოგიური გიგანტმა, იაპონურმა კომპანია Nippon Paint-მა შეიძინა.

რაც შეეხება "მოდუსისა" და "ბეტეკის" პრეზენტაციას, ის საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა და ჯამში 500-მდე ადამიანი გააერთიანა. ბათუმის პრეზენტაცია "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა, თბილისის პრეზენტაცია კი - "ჰუალინგ პლაზაში". ახალი საღებავების ხარისხის უპირატესობების სადემონსტრაციოდ პროდუქცია პრეზენტაციის მიმდინარეობისას გამოცადეს, რაშიც სტუმრებიც აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატს დაეთმო. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა ყველა სტუმარი სიმბოლურად დაასაჩუქრეს. განსაკუთრებით იღბლიანმა სტუმრებმა კი აიფონის ბრენდის ბოლო მოდელები, ლეპტოპები, პლანშეტები და სხვა სოლიდური საჩუქრები მიიღეს.

Betek-ის ახალი ტიპის საღებავების შეძენა მსურველებს ჰიპერმარკეტ "მოდუსის" თბილისისა და ბათუმის ფილიალებში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქებში "მოდუსი" ჯამში სამი მაღაზიითა და სამი ჰიპერმარკეტით არის წარმოდგენილი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"