Get All Access for $5/mo

მოულოდნელობის მოლოდინი. ახალი შესაძლებლობები? ინტერვიუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტ მარიან სალზმანთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

PMI

28 მაისს საერთაშორისო მედიავებინარი გაიმართა, სახელწოდებით "უცნაური დღეები კომუნიკატორებისა და მსოფლიოსთვის," რომელიც მიზნად ისახავდა ახალი, COVID-19-თან დაკავშირებული რეალობისა და მისი საკომუნიკაციო სამყაროზე ზეგავლენის განხილვას.

სესიას უძღვებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი და მსოფლიოში აღიარებული კომუნიკატორი მარიან სალზმანი, რომელიც ამავდროულად "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" გლობალური კომუნიკაციების უფროსი ვიცე პრეზიდენტია.

"ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა გაგვაოგნა. თანდათან სულ უფრო მეტად ვფიქრობთ, რომ ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და მომავლის გაკონტროლებაც უფრო ნაკლებად შეგვეძლება, ვიდრე წარმოგვედგინა."- აღნიშნა მან.

მარიას თქმით, ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ორი სხვადასხვა განზომილებით აგებულ სამყაროში, რომლებიც განსხვავებული რეალობისგან, კულტურებისგან და კომუნიკაციის მეთოდებისგან შედგება. ეს დაყოფა გულისხმობს პერიოდებს კორონავირუსამდე და მის შემდგომ.

როგორც მარიან სალზმანმა განაცხადა: "პანდემიამ, შესაძლოა, ერთგვარი "გადამტვირთველის" როლი შეასრულოს ახალ ერაში, რომელიც ახალი მარკეტინგული მიქსით -4C ხასიათდება (Compassion, Camaraderie, Civility, and Community), რაც გულისხმობს თანაგრძნობას, ნდობას, ცივილურობას და საზოგადოებას.

ჩვენი დღევანდელი ვირტუალური რეალობიდან გამომდინარე - ინტერნეტი გახდა ჩვენი სამუშაო ადგილი ან სკოლა, თერაპევტი, ექიმი, ოფისი, სალოცავი ადგილი, გამოსავალი, გართობის საშუალება, მომარაგების ქსელი - ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც უნდა მოვიძიოთ ინოვაციური გზები. ამ დროს კომპანიებს არა საუბარი, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდებათ.

მარიანის თქმით, პანდემიის საწყის ეტაპზე მარკეტერების მიერ დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომა იყო მცდელობა, შეევსოთ არარსებული სიცარიელე კომუნიკაციებში.

COVID-19-ის პერიოდში კომპანიებმა პირველ რიგში უნდა დაიცვან თანამშრომლები და მომხმარებლების.

"თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვა ძირითადი რეაგირებაა. გვინდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ბრენდის პარტნიორები პირველ ადგილზე ხალხს აყენებენ. გვინდა ვიცოდეთ, რომ ბიზნესი აკეთებს ყველაფერს, რათა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და ხელფასები კრიზისის დროს და მის მიღმა. ამიტომ, უმსხვილესმა ორგანიზაციებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ტვირთის შემსუბუქებაში და დაეხმარონ მსოფლიოს ამ კრიზისის მოგვარებაში უფრო სწრაფად, შედარებით მცირე ადამიანური და ფინანსური დანახარჯებით. "

ENTERPRENEUR GEORGIA დაინტერესდა მარიანის შეხედულებით იმ კომპანიებზე, რომლებმაც შეძლეს არსებულ კრიზისთან ეფექტურად ადაპტირება და გამორჩეულად ზრუნავენ თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე.

"პირველი კომპანია, რომელიც მახსენდება, რა თქმა უნდა "ფილიპ მორისია." "ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" პანდემიის გავრცელებისთანავე აქტიურად დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა დროული ინიციატივებით, 60-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ჩვენი თანამშრომლები ცხოვრობენ და მუშაობენ. სოციალური ინიციატივების გარდა, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" შეიმუშავა სახელმძღვანელო პრინციპები, რათა უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაო უსაფრთხოება და სულიერი სიმშვიდე.

ახლა, როდესაც ამაზე ვფიქრობ, მინდა აღვნიშნო "მარიოტის" აღმასრულებელი დირექტორის კომუნიკაციის სტრატეგია. ჩემი აზრით, მას ერთ-ერთი გამორჩეული საკომუნიკაციო სტრატეგია ჰქონდა კრიზისის წინააღმდეგ. ადგა და ძალიან გულწრფელად უთხრა ხალხს, თუ რა ელოდათ წინ და რომ ეს სულაც არ იქნებოდა ადვილი. მას არ უთქვამს ტყუილი და ადამიანები შეცდომაში არ შეუყვანია. ვფიქრობ, რომ სიმართლის თქმა მთავარია. მოხიბლული ვარ იმ კომპანიებით, რომლებიც საზოგადოებას აგრძნობინებენ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში ყველა ერთად ვართ, მაგრამ კრიზისის მართვის ჩვენეული გზები ძალიან განსხვავდება."- განაცხადა მარიან სალზმანმა.

ზოგიერთი გამოცემის თანახმად, ქალი ლიდერები კრიზისული სიტუაციის მართვასა და დაბალანსებას ახდენენ, როგორია თქვენი მოსაზრება ამ თემაზე?

ჩემი აზრით, ქალი ლიდერები ნაკლებად უფრთხიან იმის თქმას, რომ ისინი ნერვიულობენ, ან ღელავენ და უფრო ადამიანურ ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას. იმიტომ არა, რომ ისინი აუცილებლად სრულიად განსხვავებულად ამბობენ ან აკეთებენ რაღაცებს, არამედ მეთოდი, როგორც ისინი აღიქვამენ და მართავენ, ხალხს რწმენას და დაცულობის შეგრძნებას მატებს. ესაა განსხვავება. კორონავირუსის შემდგომ, სამუშაო სივრცე 2021 წლის გაზაფხულამდე აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ეს საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ბრენდები ყურადღების ცენტრში მოექცნენ და აჩვენონ, რა შეუძლიათ და როგორ შეაქვთ წვლილი უკეთესი რეალობის შექმნაში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ