Get All Access for $5/mo

''მოვამზადებ ბავშვებს'' - მეცხრეკლასელ გიორგი ჭანტურიას საინტერესო წამოწყება ამ ფულს ისევ ჩემს განათლებაში დავაბანდებ, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც, ჩემი აზრით, რაც შეიძლება დიდი ცოდნა უნდა შეიძინო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთ სანთელზე რომ ათას სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა" − ილია ჭავჭავაძე

დღეს, წარმატების მისაღწევად მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღება უკვე აღარ კმარა. გარშემო მეტი განათლებული და წარმატებული ადამიანის შემოსაკრებად, უნდა შევძლოთ ჩვენი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ განვითარებულ, ტექნოლოგიურ სამყაროში, როგორშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ. თუკი ილიას დროს განათლება მხოლოდ არისტოკრატთა პრივილეგია იყო, დღეს ნებისმიერს შეუძლია მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და გარშემომყოფებისთვის გაზიარება, რაც განათლების საერთო დონეზეც აისახება.

რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე განცხადების ფოტო გავრცელდა, რომელშიც მეცხრეკლასელი "კომაროველი" − გიორგი ჭანტურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში მომზადებას სთავაზობდა. საკმაოდ გულისამაჩუყებელი და ასევე, ძალიან შთამბეჭდავია, რომ სულ რაღაც 14 წლის ბიჭი აქტიურად ერთვება საგანმანათლებლო პროცესში. გარდა ამისა, გიორგი გაძლიერებულად სწავლობს მათემატიკასა და პროგრამირებას, და სურს საკუთარი ცოდნა უმცროსებსა და თანატოლებს გაუზიაროს.

"ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს და მგონია, რომ კარგად გამომდის. მინდა, მათაც გავუზიარო ჩემი ცოდნა და ეს ჩემთვისაც მოტივაცია იქნება", − ამბობს გიორგი Entrepreneur-თან საუბრისას.

საინტერესოა, რამდენად აქტიურად ეხმაურებიან გიორგის ამ განცხადებას. მას შემდეგ, რაც Facebook-ზე განცხადების ფოტო გავრცელდა, გიორგის მოსწავლეობის მსურველთა რიცხვმა საკმაოდ იმატა. "ამ ეტაპზე, ხუთი მოსწავლე მყავს. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, მაგრამ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ბევრისთვის მომიწია უარის თქმა. მას შემდეგ, რაც Facebook-ზე განცხადების ფოტო გავრცელდა, უამრავი ადამიანი მირეკავდა, მაქებდნენ, რაც დიდ მოტივაციას მძენს. ამ გვერდით დგომისთვის დიდი მადლობა თქვენ", − გიორგი ჭანტურია.

გიორგის სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. მასწავლებლობა არაა მისი საოცნებო პროფესია, თუმცა ამ საქმისთვის ხელის მოკიდება გიორგისთვის უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. პედაგოგიური საქმიანობით მიღებული შემოსავლის დახარჯვას გიორგი კვლავ საკუთარ განათლებაში ინვესტირებით აპირებს.

"ამ ფულს ისევ ჩემს განათლებაში დავაბანდებ, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც, ჩემი აზრით, რაც შეიძლება დიდი ცოდნა უნდა შეიძინო.

მართალი გითხრათ, არ ვაპირებ ამ საქმეს (მასწავლებლობას) გავყვე, რადგან სხვა გატაცება მაქვს დაიმედოვნებ, მომავალში წარმატებული პროგრამისტი ვიქნები", − ამბობს გიორგი ჭანტურია.

Entrepreneur-ის გუნდი წარმატებას უსურვებს გიორგის ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებაში და უსურვებს მისი სამომავლო ოცნებების სრულად ახდენას.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან