📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

MSCS Georgia-მ სპეციალურად მომხმარებლებისთვის საახალწლო წვეულებას პერფორმანსით უმასპინძლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MSCS Georgia-მ 29 დეკემბერს სპეციალურად მომხმარებლებისთვის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მასშტაბური საახალწლო წვეულება გამართა.

წვეულებაზე სტუმრებმა არა მხოლოდ ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული სპექტაკლი "მე გადმოვცურავ ზღვას" იხილეს, არამედ MSCS Georgia-ს გუნდის მიერ მომზადებულ პერფორმანსსაც დაესწრნენ. თეატრის ავანსცენაზე წარმოდგენილ სანახაობაში კომპანიის გუნდმა მომხმარებლებს მათი ერთი სამუშაო დღის ნაწილი გააცნეს.

უკვე ორი ათეული წელია, რაც MSCS Georgia საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით ნებისმიერი სახისა თუ მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელზე მორგებული სერვისი შექმნას და სანდო გადაზიდვის სისტემა უზრუნველყოს.

რით იყო MSCS Georgia- ახალი წლის წვეულება გამორჩეული?

"ახალი წლის წვეულება სტუმრებისთვის ძალზე დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა, განსაკუთრებით - ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი, რომლის საშუალებითაც ნათლად გადმოვეცით, თუ რამდენი ადამიანი დგას ამ საქმიანობის მიღმა და როგორია იმ ერთი სამუშაო დღის ნაწილი, რომელსაც გუნდურობა გამოარჩევს. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ დამსწრე ადამიანს და თეატრის ტექნიკურ გუნდს, რომლებმაც მოგვცეს ძალა და მოტივაცია, ჩვენი გამოსვლა ავანსცენაზე სრულყოფილი ყოფილიყო", - ამბობენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო წარმოდგენის ორგანიზებაში MSCS Georgia-ს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელი აქტიურად იყო ჩართული. შედეგად, მომხმარებლებმა მკაფიოდ დაინახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის თითოეული წევრის ჩართულობა სრულყოფილი ლოგისტიკური სერვისისთვის - MSCS Georgia-ს სახმელეთო დეპარტამენტი სახიფათო, სამაცივრე, საპროექტო თუ სტანდარტულ გადაზიდვებს გეგმავს. საჰაერო დეპარტამენტში ზრუნავენ, რომ ტვირთები მომხმარებლებმა უსწრაფესად მიიღონ. კერძო საწყობში საბაჟო-საბროკერო მენეჯერები ტვირთების უსაფრთხო და დროულ დაცლა-დატვირთვას უზრუნველყოფენ, საბაჟო ფორმალობებს აგვარებენ და შიდა ტრანსპორტირებებს გეგმავენ.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სამომავლოდ MSCS Georgia საკუთარ მომხმარებელს მრავალ სიურპრიზს ჰპირდება.

"ჩვენ გვამოძრავებს და ძალას გვაძლევს თითოეული ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხმარებით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაში. ჩვენი უმნიშვნელოვანესი მისია მათზე ზრუნვაა", - აღნიშნავენ კომპანიაში.