Get All Access for $5/mo

მშობლების ქცევის 10 ''ტოქსიკური'' მოდელი, რაც შვილებს აზიანებს მშობლის ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო ქცევამ შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ბავშვებზე

By Amy Morin

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როგორები არიან ზრდასრულები, როდესაც მშობლების "ტოქსიკური" ზეგავლენის ქვეშ ექცევიან? ადამიანების უმეტესობა ნათლად აცნობიერებს, რომ სასტიკმა მოპყრობამ, როგორიცაა ძალადობა ან უყურადღებობა, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ბავშვების მომავალზე. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მშობლების დესტრუქციულ ქცევებზე, რომლებიც შესაძლოა არც ისე აშკარა იყოს?

ზოგიერთი ოჯახი შესანიშნავად ურთიერთობს გარესამყაროსთან, მაგრამ ამავე დროს, დახურულ კარს მიღმა, ოჯახში არასასურველი ატმოსფეროა. მართალია, ეს არც სასტიკი მოპყრობაა და ვერც ვერავინ ხედავს ამ ქცევას ოჯახს გარეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელს არ შეუშლის ბავშვებს ჯანმრთელ ზრდასრულებად იქცნენ.

გაგაცნობთ მშობლების ქცევის 10 "ტოქსიკურ" მოდელს, რამაც შესაძლოა ბავშვებს დიდი ზიანი მოუტანოს ზრდასრულ ასაკში.

1. ბავშვების დაცვა ტკივილისგან

ბუნებრივია, არ გსურთ საკუთარ შვილებისთვის ტკივილის მიყენება და მაქსიმალურად ცდილობთ ნებისმიერი დისკომფორტი აარიდოთ მათ თავიდან. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს მშობელი საკუთარი შვილისთვის − დაჟინებით სთხოვს თუ არა მწვრთნელს, მისი შვილი გუნდში ჩასვას, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლები არ არიან და ტკივილთან გამკლავების გამოცდილება არ აქვთ, ხშირად ადვილად ნებდებიან, როდესაც ზრდასრულობაში პრობლემებს ეჯახებიან.

2. მათი გრძნობების არაფრად ჩაგდება

როდესაც ბავშვებს ეუბნებიან − "შეწყვიტე ნერვიულობა" ან "შეწყვიტე ტირილი", ამ სიტყვებით ატყობინებენ, რომ ასეთი ემოციები მოსაწონი არ არის. ეს ასწავლის მათ, რომ თავიანთი გრძნობები უნდა დამალონ ან ამ ემოციებს ებრძოლონ. როდესაც გაიზრდებიან, ისინი არაჯანსაღი გზებით შეეცდებიან თავიანთი გრძნობების შენიღბვას ან ტკივილის ჩახშობას.

3. მხოლოდ მათი მიღწევების შექება

როდესაც მშობლები შვილებს ქება-დიდებას ასხამენ მათემატიკის ტესტში ან თამაშში უმაღლესი ქულების მიღების გამო, ამით ასწავლიან, რომ მათი მიღწევები ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ მიღწევების გამო ესმით ქება (და არა იმ მძიმე შრომის გამო, რაც მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი, ან იმის გამო, რომ მზად იყვნენ გაბედულება გამოეჩინათ და საკუთარი ძალები ეცადათ იქ, სადაც შესაძლოა მარცხი ეწვნიათ), გაიზრდებიან და იფიქრებენ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიონ წარმატებას. შესაძლოა, მათ არც ტყუილებზე თქვან უარი, არც თაღლითობაზე და არც ქურდობაზე, იმისთვის, რომ გამარჯვებულები გამოვიდნენ.

4. თავიანთი შვილების ცხოვრებით ცხოვრება

მშობლებსაც აქვთ მოუშუშებელი ემოციური ჭრილობები. ამიტომ, შესაძლოა ცდუნება გაუჩნდეთ, რომ თავიანთი შვილების ცხოვრებით იცხოვრონ და ეს მიაჩნდეთ საკუთარი ჭრილობების შეხორცების საშუალებად. მაგრამ თუ მშობელი დაჟინებით სთხოვს შვილს, თავის არარეალიზებულ ოცნებებს მიაღწიოს, როდესაც ის გაიზრდება, სავარაუდოდ, საკუთარი ღირსების შეგრძნება არ ექნება. ასეთი შვილები შეიძლება მშობლებს გაუნაწყენდნენ და ამასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის მათზე იყვნენ დამოკიდებული.

5. სრულყოფილების მოლოდინი

დიდი მოლოდინის დასახვა შესაძლოა კარგიც კი იყოს ბავშვებისთვის, რადგან ასე ასწავლით, რომ იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე თავად წარმოუდგენია. მაგრამ სრულყოფილების მოლოდინმა შეიძლება ისეთი შეგრძნება გაუჩინოთ, თითქოს ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევენ. ისინი გაიზრდებიან და იფიქრებენ, რომ საკმარისად კარგები არ არიან, რადგან იმას ვერ მიაღწიეს, რის მიღწევაც თქვენი თქმით, შეეძლოთ.

6. შიშის გამოყენება შვილების დასათანხმებლად

ბავშვების დაშინებამ დასამორჩილებლად, შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოიტანოს, იმის მიუხედავად, მშობელს მხოლოდ დამზაფრავი მზერა აქვს, შვილებს ემუქრება, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ მას ფიზიკურად შეეხება. დიდი ალბათობაა, რომ ბავშვები მხოლოდ ამ შიშის გამო მიიღებენ გადაწყვეტილებებს და არა იმის გათვალისწინებით, რაც რეალურად სწორად მიაჩნიათ. ასეთი აზროვნება ზრდასრულობისას, ჯანსაღი მორალური "კომპასის" დაკარგვას იწვევს.

7. შვილების კეთილგანწყობის მოპოვება

ზოგიერთი მშობელი ბევრს შრომობს იმისთვის, რომ "ფავორიტი" იყოს, დამოუკიდებლად იმისა, განქორწინების შემდეგ მშობლები ისევ ერთად ზრუნავენ შვილებზე თუ ჯერ კიდევ ბედნიერი ქორწინება აქვთ.

შესაძლოა, ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვებამ მშობელს მყისიერად აუმაღლოს განწყობა, მაგრამ საბოლოოდ, ბავშვები მოგებულები არ დარჩებიან. როდესაც გაიზრდებიან და ზრდასრულები გახდებიან, იმის მისაღებად, რაც სურთ, შესაძლოა სხვა ადამიანებით დაიწყონ მანიპულირება.

8. დანაშაულის გრძნობის იარაღად გამოყენება

შესაძლოა შვილს ის გააკეთებინოთ, რაც თქვენ გსურთ, თუ მას გამუდმებით შეახსენებთ, რამდენს შრომობთ, რომ მისი ნივთების საფასური გადაიხადოთ ან დაჟინებით ისაუბრებთ იმაზე, ნამდვილად რომ უყვარდეთ, უკეთ მოგისმენდათ.

მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ის მარტივი სამიზნე გახდება იმ მეგობრისთვის, რომელიც მის მოტყუებას ცდილობს, ან რომელსაც რომანტიკული ინტერესი აქვს − მაგალითად, სექსი სურს მასთან და მიზნის მისაღწევად დანაშაულის გრძნობას იყენებს. ან შესაძლოა, მან მოზარდობაში გაიმეოროს ეს მოდელი − საყვარელი ადამიანების წინააღმდეგაც კი იარაღად დანაშაულის გრძნობა გამოიყენოს.

9. შვილების "აღზრდა".

მშობლებს, რომლებსაც ზრდასრული მესაიდუმლეები არ ჰყავთ, ან რომლებიც თავიანთ გადაწყვეტილებებში არ არიან დარწმუნებულნი, შეიძლება შვილების იმედი ჰქონდეთ.

ბავშვისთვის იმაზე მეტი ინფორმაციის მიცემა და პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე გამკლავება შეუძლია, მის შფოთვას გაზრდის და აფიქრებინებს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ოჯახის მართვა. შესაბამისად, როდესაც გაიზრდება, შესაძლოა შინაგანი შფოთვა გაუჩნდეს და შეგრძნებაც, რომ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად გარშემო მუდმივად უნდა აკონტროლოს ყველაფერი.

10. ემოციურად მიუწვდომელი მშობლები

ეს კლიშეა, მაგრამ სიმართლეა, რომ ბავშვებს თქვენ უფრო სჭირდებით, ვიდრე თქვენი საჩუქრები.

მშობლები ბავშვის ემოციურ განვითარებას არ უწყობენ ხელს, თუ მუდამ ტელეფონებს უყურებენ ან ძალიან დაკავებულები და დაძაბულები არიან. ბავშვებს, რომლებიც ემოციურად ცივ მშობლებთან იზრდებიან, შესაძლოა გაუჭირდეთ ზრდასრულ ასაკში ჯანსაღი, სერიოზული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად