Get All Access for $5/mo

მსოფლიო ბესტსელერი სტარტაპების სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოდის, MIT და BTU-ს თანამშრომლობა ახალ ეტაპზეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

მსოფლიო ბესტსელერი ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად'', რომელსაც სტარტაპები, მეწარმეები, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები და აქსელერატორები სამაგიდო წიგნს უწოდებენ, ქართულ ენაზე გამოიცემა.

წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული. MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე რეგიონში პირველად დაფუძნდა და 2020 წლის იანვარში, სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა გამართა. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის და პარტნიორობის შემდგომი გაგრძელების პირობებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება, MIT-ში დაფუძნებული Martin Trust ცენტრის ხელმძღვანელის და MIT Sloan School of Management-ის პროფესორის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ.

"გლობალური სტარტაპ ლაბის პარტნიორები საქართველოში სწორედ ჩვენ ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტს MIT 37 ქვეყანაში ახორციელებს და მათ შორისაა საქართველოც, სადაც ლაბი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ჩამოსულმა ოთხმა ტრენერმა გახსნა მიმდინარე წლის დასაწყისში. რამდენიმე თვეში კი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით. დავამყარეთ კომუნიკაცია MIT–ის პროფესორთან, რომელიც არის ავტორის წიგნისა ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად''. ზოგადად, საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ ადამიანი მეწარმედ უნდა დაიბადოს. ეს წიგნი კი სწორედ აღნიშნულ სტერეოტიპებს ამსხვრევს. ავტორი ამბობს, რომ არსებობს 24 თანმიმდევრული ნაბიჯი, რომლის გავლის შემდეგაც ყველას შეუძლია გახდეს წარმატებული მეწარმე როგორც თავის ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს წიგნი არ არის მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ის არის ყველასთვის, ვინც სამეწარმეო ეკოსისტემის ნაწილია. ასეთი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ქვეყანაში მეწარმეობა ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული კომპონენტია. მოხარულები ვართ, რომ მისი გამოცემა სწორედ BTU–ს ინიციატივით ხდება," – აცხადებს ნინო ენუქიძე.

აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა სტრატეგიულ როლს ასრულებს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირების პროცესში და უზრუნველყოფს სტუდენტებს, სტარტაპერებს და ეკოსისტემის სხვა ბენეფიციარებს, მსოფლიოში აღირებული სტანდარტების შესაბამისი ცოდნით მეწარმეობის სფეროში. სახელმძღვანელო 2021 წელს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოიცემა.

"ამერიკის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა ყოველწლიური საგრანტო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც 2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ათობით ამერიკელი ავტორის წიგნი ითარგმნება და იბეჭდება, რათა მეტ ქართველ სტუდენტს, მკვლევარს და დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა უახლეს ამერიკულ კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე. პროგრამით გამოცხადებული ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა არის ეკონომიკა და მეწარმეობა. 2020 წლის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა, რომლის შემოთავაზებული წიგნი "24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად" ზუსტად პასუხობს პროგრამის ამ პრიორიტეტებს. პროექტის წარმატება პრიორიტეტულობის გარდა სამიზნე აუდიტორიის სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ განაპირობა. ამ წიგნის თარგმნის შემდგომ მასზე წვდომა ექნება არამხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებს, ტრენერებს, სამეწარმეო ეკოსისტემის წარმომადგენლებს და ბევრ სხვა დაინტერესებულ პირს. ძალიან დასაფესებელია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში მხოლოდ წიგნის თარგმნით არ შემოიფარგლება და დაბეჭდვის შემდგომ დიდ ინფორმაციულ კამპანიას გეგმავს სრულიად საქართველოში," - აცხადებს საქართველოში აშშ–ს საელჩოს გრანტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი.

,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად'' სრულიად ცვლის წარმოდგენას იმ მიდგომებზე, რომელიც საჭიროა წარმატებული სტარტაპის დასაფუძნებლად. როგორ უნდა შექმნას მეწარმემ კარგი პროდუქტი, მოახდინოს ინოვაციური იდეების და პროცესების ოპტიმიზაცია, ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, როგორ უნდა შეძლოს ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე და წინააღმდეგობების გადალახვა ისე, რომ სტარტაპი წარმატებულ ბიზნესად აქციოს, ეს და სხვა მრავალი საკითხი, 24 თანმიმდევრულ ეტაპად სახელმძღვანელოში არის განხილული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან