Cyber Monday Sale! 50% Off All Access

მსოფლიო კრიპტოვალუტებისათვის მწვავე კვირეულის შემდეგ, Bitcoin და Ethereum საგრძნობლად გაუფასურდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Free Press Journal

მსოფლიო კრიპტოვალუტებისთვის, გასული კვირა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. 23 მაისს ორი ციფრული გიგანტის ბიტკოინისა და Ether-ის ფასი, ჯამურად 30%-ზე მეტით დაეცა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია.

ბიტკოინის ფასი, 23 მაისის სავაჭრო დღის დასრულების მომენტში, 33 751 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც წინა კვირის ფასს 13%-ით ჩამოუვარდება. ცნობისთვის, აპრილში ამ კრიპტოვალუტის ღირებულებამ თავის მაქსიმუმს, 65 000 დოლარს მიაღწია. 22 მაისს, შაბათს, როდესაც ილონ მასკმა საჯაროდ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა ციფრული ვალუტების მიმართ და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ტრადიციული, ე.წ. "ფიატ" ფულადი ერთეულები, ბიტკოინის ფასმა 8%-ით მოიმატა, თუმცა ამ ფაქტმა, კრიპტო ბაზარზე მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი გამოიღო.

ანალოგიური ვარდნა დააფიქსირა ბლოკჩეინ Ethereum-ის ციფრულმა ერთეულმა Ether-მა, რომელიც 15%-ით გაუფასურდა, ხოლო აგრეთვე ცნობილმა Lightcoin-მა 18%-იანი კლება განიცადა.

კრიპტოვალუტების ბაზარზე ასეთი მკვეთრი რყევების გამომწვევ მიზეზად, ექსპერტები ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებას ასახელებენ. მათი თქმით, ჩინეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს ფინანსურ ინსტიტუტებში ციფრული "ტოკენების" გამოყენების შეზღუდვაზე და გამოთქვამენ მზაობას, ებრძოლონ კრიპტოვალუტის მაინინგს ჩინეთის ტერიტორიაზე.

CoinMarketCap-ის მონაცემებზე დაყრდნობით, წინა კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა და კრიპტოვალუტების ბაზრის მოულოდნელმა შოკმა, 24 საათის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარამდე დანაკარგი მოიტანა, რაც ცხადია, არაზუსტია, თუმცა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. რაც შეეხება, Dogecoin-ს, რომელიც მასკის საყვარელი ციფრული ვალუტაა და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს, აგრეთვე გაუფასურდა, თუმცა ბიტკოინთან და Ethereum-თან შედარებით, ფასის კლება 10%-ის ფარგლებში მერყეობს.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის მომავალი, ეჭვქვეშ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დადგა, მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საჯაროდ განაცხადა ბიტკოინის მაინინგის სავალალო ეკოლოგიურ შედეგებზე. ცნობილმა მილიარდერმა შეწყვიტა Tesla-ს პროდუქციის ბიტკოინებზე გაყიდვა, რამაც ამ ციფრული ვალუტისა და ზოგადად ციფრული აქტივების ეკოსისტემის იმიჯზე, საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა.

გასულ კვირას, კრიპტოვალუტის ბაზარზე დაფიქსირებულ ფასების მკვეთრ კლებასთან დაკავშირებით, DailyFX-ის ანალიტიკოსმა ნიკოლას კოულმა თავისი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ციფრული აქტივების ასეთი მოულოდნელი და უეცარი გაუფასურება საგანგაშო სიგნალია ყველა კრიპტოენთუზიასტისათვის. როდესაც კრიპტოვალუტის ერთეული ფასი საგრძნობლად მცირდება, გაზრდილი მიწოდების რაოდენობის გამო, ხოლო შეძენის მსურველი სულ უფრო ნაკლებია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ბაზრის სანდოობის საკითხიც.

გარდა მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობის რღვევისა, ისეთ ცნობილ პლატფორმებზე, როგორებიცაა CoinBase, Gemini, Kraken და სხვები, 19 მაისს გამართულ გაცხარებულ ვაჭრობას, მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ციფრული ვალუტის ბაზრებს ტექნოლოგიების დახვეწა და სრულყოფა სჭირდებათ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ოქროს შუალედი

ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენი რეცეპტი არსებობს წარმატების, ბედნიერებისა და შთაგონების