Get All Access for $5/mo

მცირე ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

europa.eu

ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ვაჭრობაში ხელი შეუწყოს და ევროკავშირის სავაჭრო გარიგებებიდან სარგებლის მიღებაში დაეხმაროს. ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

Access2Markets ბიზნესს აწვდის პროდუქტზე მორგებულ ინფორმაციას. მარტივად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ტარიფების, გადასახადების, წარმოშობის წესების, პროდუქტზე მოთხოვნების, საბაჟო პროცედურების, სავაჭრო ბარიერების და ვაჭრობის სტატისტიკის შესახებ. პორტალზე ასევე განთავსებულია პრაქტიკული ინფორმაცია ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, შესაბამისი სახელმძღვანელო და ვიდეო მასალა და მრავალი სხვა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ ევროკავშირის Access2Market პორტალის შექმნის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაშვების წესების შესახებ მკაფიო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ ქართული კომპანიებისთვის ახალი პორტალი სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება, რათა მათ უკეთ ისარგებლონ ევროკავშირის 450 მილიონზე მეტი მომხმარებელის ბაზარზე პრივილეგირებული წვდომით, რის საშუალებასაც ევროკავშირი-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცე - DCFTA იძლევა." - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ახალ Access2Markets პორტალზე იხილავთ განმარტებებსა და ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც დაეხმარება როგორც ახალ, ისე გამოცდილ კომპანიებს, გაანალიზონ ვაჭრობის სარგებელი ევროკავშირის თითოეულ სავაჭრო პარტნიორთან. პლატფორმაზე ასევე იხილავთ ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობის მიმოხილვას, შესაბამის ინფორმაციას პროდუქტებსა და მომსახურებებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორების საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოების საკონტაქტო მონაცემებს.

წარმოშობის წესების თვითშეფასების ინსტრუმენტი, ROSA, ფილტრავს ინფორმაციას, დეტალურად განმარტავს წესებს, ეხმარება კომპანიებს პორტალის გამოყენებაში და აწვდის ინფორმაციას სავაჭრო გარიგების შესაბამისად არსებულ ტარიფებზე. პორტალის დახმარებით ბიზნესს ასევე შეუძლია სავაჭრო ბარიერების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს.

პორტალი მუშაობს ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე. ამ დროისთვის გვერდი არ არის ხელმისაწვდომი ქართულად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://trade.ec.europa.eu/access-to-markets/en/content/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი