Get All Access for $5/mo

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა Saasargeblo.ge -მ B2B შეხვედრას უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა Saasargeblo.ge-მ B2B შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესისა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიების წარმომადგენლების გაცნობას, მათ შორის ახალი, სასარგებლო და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას, მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერასა და, საბოლოოდ, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას ემსახურებოდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას 15-მდე SaaS კომპანიამ სხვადასხვა ბიზნესინდუსტრიის წარმომადგენლებს მათთვის განკუთვნილი ციფრული პროდუქტები და მომსახურებები, სპეციფიკა და უპირატესობები გააცნო. პარალელურად, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, მარტივად დაემყარებინათ საჭირო კონტაქტები სასურველ სტარტაპებთან და უფრო მეტი დეტალი გაეგოთ იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მათ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

Saasargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას უწყობს ხელს. პლატფორმაზე ვიზიტორებისთვის SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგია განთავსებული. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ.

"მოხარულები ვართ, რომ პლატფორმამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გზამკვლევისა და მხარდამჭერის ფუნქციების შესრულება ინტენსიურად დაიწყო. გვჯერა, რომ არა მარტო ამ შეხვედრით, არამედ სხვა სამომავლო აქტივობებითაც Saasargeblo.ge მათ საჭირო კონტაქტების დამყარებაში, საქმიანობების გაციფრულების მარტივად განხორციელებაში, საბოლოოდ კი, ბიზნესპროცესების უფრო ეფექტიანად განვითარებაში დაეხმარება", - აცხადებენ ტერაბანკში.

შეხვედრა თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბისა და საჭიროების ბიზნესკომპანიას შეეძლო. პლატფორმა Saasargeblo.ge ამგვარი შეხვედრების გამართვას სამომავლოდაც გააგრძელებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი

სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.