Join our Waitlist for Expert Advice!

მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საქართველოს ბანკი სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ჯერ კიდევ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებლობას აძლევს მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს, უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო მიმართულებების მუშაობის სპეციფიკას. ასევე, მიიღონ მენტორინგი სფეროს პროფესიონალებისგან, როტაციის პრინციპით დააგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მათთვის საინტერესო სფეროში, რაც მომავალი კარიერული საფეხურის არჩევაში დაეხმარება. ამასთან, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ საქართველოს ბანკის გუნდის წევრები. პროგრამას 375 კურსდამთავრებული ჰყავს, მათმა 80%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად ამჯერად საქართველოს ბანკმა რეგიონებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები დაიწყო.

მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში სტაჟირებას ახალგაზრდები თბილისში, ქუთაისსა და წნორში გადიან. საშუალო ბიზნესის მიმართულებით კი სტაჟიორები როტაციული პრინციპით სტაჟირებას ბათუმსა და თბილისში, საშუალო ბიზნესის გაყიდვებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზის დეპარტამენტებში მონაცვლეობით გაივლიან.

სტაჟირების პროგრამა აერთიანებს როგორც სამუშაო პრაქტიკას, ასევე, მენტორინგსა და ტრენინგებს.

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, სხვა რეგიონების მოცვა და სტაჟიორების შერჩევა წლის ბოლომდე კვლავ იგეგმება. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები და სწავლობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტზე.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც სტუდენტების შემთხვევაში სრულად იქნება მორგებული მათ ინდივიდუალურ აკადემიურ განრიგს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი მათ ბანკში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

"მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, ჩვენ რეგიონებში სტაჟირების პროგრამას ვახორციელებთ. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი სტაჟიორებს გაუწევს მენტორინგს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, ახალი ცოდნის შეძენასა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი პროექტების განხორციელებას, რათა დავეხმაროთ დამწყებ ტალანტებს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი", - აღნიშნავს ტალანტების განვითარების პროგრამების გუნდის ხელმძღვანელი, ელენე ქათამაძე.

სტაჟირების პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საქართველოს ბანკის კარიერის გვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი საზაფხულო სტაჟირების პროგრამასაც ახორციელებს. მასში მონაწილეობა იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მათ შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილება მიიღონ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"